Tag Archives: #კრიპტოვალუტა

Bitcoin-ის ფასი მასკის განცხადების შემდეგ 3 თვის მინიმუმამდე დაეცა

მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ აღარ გაყიდდა Tesla-ს მანქანებს Bitcoin-ში, კრიპტოვალუტის ბაზარი შეირყა. Bitcoin-ის ფასი $42,200-მდე დაეცა, ეს კი 3 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. კრიპტოვალუტის ბაზარზე ფასების ნახვა შესაძლებელია სავაჭრო პლატფორმა Binance-ზეც. აღსანიშნავია, რომ Bitcoin-ის ფასის ვარდნას, მატებაც მოჰყვა და ამ მომენტისთვის მისი ფასი $45 000-ია. ექსპერტების აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ უძვირესი კრიპტოვალუტის მიმოქცევა “ჯანმრთელია” და ეს ...

Read More »

Tesla თავის ბიტკოინ-აქტივებს ყიდის

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ბიტკოინ-აქტივების სრულად გაყიდვას არ გამორიცხავს. მეტიც, მასკი ამბობს, რომ კომპანიამ ამ აქტივების გაყიდვა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან ტვიტზე დაწერა, რომლითაც მიკრობლოგის ერთ-ერთ მომხმარებელს უპასუხა. CryptoWhale სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი წერს, რომ მომდევნო კვარტალში ბიტკოინის მფლობელებს გააწბილებს ის ამბავი, რომ Tesla-მ თავისი ბიტკოინის აქტივები გაყიდა. ამაზე მასკმა უპასუხა, რომ „ნამდვილად ასეა“. გასულ კვირას ილონ ...

Read More »

უნგრეთი კრიპტო შემოსავლებზე გადასახადს 50%-ით ამცირებს

მომავალი წლიდან უნგრეთი კრიპტოვალუტის შემოსავალზე გადასახადის 50%-ით შემცირებას გეგმავს, რათა ხელი შეუწყოს ინვესტორებს ღიად დააფიქსირონ შემოსავალი ისეთი ციფრული სიმბოლოებით ვაჭრობისას, როგორიცაა ბიტკოინი. მთავრობამ განაცხადა, რომ ამგვარი მოგების განაკვეთს 2022 წლიდან 30.5% -დან 15%-მდე შეამცირებს. არსებობს ეჭვი, რომ ინვესტორები კრიპტო შემოსავლებს უფრო მაღალი გადასახადის გამო ოფიციალურად არ აფიქსირებენ, ახალი პოლიტიკა ამის წინააღმდეგაა მიმართული. მსოფლიოს მთავრობები მსჯელობენ, როგორ უნდა მოწესრიგდეს ციფრული აქტივების ...

Read More »

კრიპტოვალუტების ფასი შესაძლოა, მათ რეალურ ღირებულებას ბევრად აჭარბებდეს

Ether-ის, Dogecoin-ის და Binance Coin-ის ზრდასთან ერთად, რომელმაც Bitcoin-ის ზრდა გადაფარა, გაჩნდა კითხვა არის თუ არა კრიპტოვალუტის სექტორი საკმარისად მომწიფებული გადაანგარიშებისთვის. ამ მონეტების ზრდამ წვლილი შეიტანა Bitcoin-ის საბაზრო წილის შემცირებაშიც, რომელიც მთლიანი ბაზრის წილის, $2.6 ტრილიონის 70%-ს შეადგენდა, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში 43%-მდე დაეცა. JPMorgan-ის სტრატეგების აზრით, ეს შესაძლოა ციფრული სიმბოლოების ჯგუფში ინვესტორთა გადაჭარბებული რაოდენობის ნიშანი იყოს. ამას ამბობს DataTrek Research-იც. JPMorgan-ის შეფასებით, ბიტკოინის შემცირებული დომინაცია აჩენს ექოს, რომ მისი რეალური ღირებულება მის ფასს არ შეესაბამება. ამ სენტიმენტს აღვივებს სხვა კრიპტოვალუტების აღმასვლაც, რომელიც საცალო მოთხოვნის ზრდით არის მოწვეული. DataTrek-ის თანადამფუძნებელი კი ...

Read More »

​ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს

ბიტკოინის კურსი საგრძნობლად დაცა მას შემდეგ, რაც Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ამ კრიპტოვალუტას აღარ მიიღებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, 13 მაისის ღამეს ბიტკოინის კურსი 15%-ით დაეცა (46 ათას დოლარამდე). მოგვიანებით კურსი ოდნავ გაიზარდა და 50-ათასიანი ნიშნული გადალახა, თუმცა წინა დღესთან შედარებით მაინც 11.43%-ით დაბალია. ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla ბიტკოინით განხორციელებულ გადახდას აღარ მიიღებს, რადგან კომპანია შეშფოთებულია ბიტკოინის მაინინგისა და ტრანზაქციებისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენების ტემპის სწრაფი ზრდით. Tesla ასევე მანამდე ...

Read More »

Ethereum-ის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, მისი ფასი 4,000 აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას MarketWatch-ი ავრცელებს. გასული კვირის შემდეგ აღნიშნული კრიპტოვალუტის ღირებულება 30%-ით გაიზარდა და 460 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. Ethereum-ის ფასი გასულ წელს თითქმის 2,000 %-ით გაიზარდა და ბიტკოინის შემდეგ მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტა გახდა. ბოლო მონაცემებით ბიტკოინის ფასი 59,287 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, ...

Read More »

როდის გამოჩნდება “ქართული ბიტკოინი”?!

ციფრული ლარის გამოშვების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. უპირველესად, გაჩნდა მეტად დაკონკრეტების მოთხოვნა და კითხვები: როგორი იქნება ციფრული ლარის ეკვივალენტი და რა ბედი ელის კომერციულ ბანკებს, თუ შესაძლებელი იქნება ფინანსური ტრანზაქციები მათი გვერდის ავლით? საბანკო სექტორიც დიდი ინტერესით ელოდება სებ-ის განმარტებას, თუ რა შინაარსი ექნება ციფრულ ლარს, თუმცა მზად არიან სიახლეთა დანერგვისთვის. სხვათა შორის, პირად საუბრებში ამბობენ, ...

Read More »
ილონ მასკმა Tesla-ს ახალი პროექტის წარდგენა დააანონსა

SpaceX-ი მთვარეზე კრიპტოვალუტა Dogecoin-ით დაფინანსებულ მისიას გაგზავნის

2022 წელს კომპანია SpaceX მთვარეზე თანამგზავრს Doge-1 გაუშვებს, მისიის ხარჯები კი კრიპტოვალუტა Dogecoin-ით იქნება გადახდილი. ამის შესახებ Twitter-ზე კომპანიის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა დაწერა. „პირველი კრიპტოვალუტა კოსმოსში. პირველი მიმი კოსმოსში“, – დაწერა მასკმა. თანამგზავრი Doge-1 კანადურ კომპანია Geometric Energy Corporation-ს ეკუთვნის. აპარატს ორბიტაზე რაკეტა Falcon 9 მომავალი წლის პირველ კვარტალში გაიყვანს. „ეს მისია კრიპტოვალუტის დედამიწის ორბიტის ფარგლებს გარეთ გამოყენების დემონსტრაცია იქნება ...

Read More »

ვინ არის 27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა

27 წლის ვი­ტა­ლიკ ბუ­ტე­რი­ნი, რუ­სუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის, კა­ნა­და­ში მცხოვ­რე­ბი ინო­ვა­ტო­რია, რო­მელ­მაც 2013 წელს, ჯერ კი­დევ 19 წლის ასაკ­ში შექ­მნა კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტა – ეთე­რი­უ­მი, დღეს კი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის წყა­ლო­ბით, მი­ლი­არ­დე­რი გახ­და. რო­გორც CNN წერს, ეთე­რი­უ­მი ბა­ზარ­ზე 2015 წელს ჩა­ეშ­ვა. ბუ­ტე­რი­ნი კი ამ დრო­ის­თვის თა­ვის სა­ჯა­რო ან­გა­რიშ­ზე 333 500 ეთე­რი­უმს ფლობს. ამ ვა­ლუ­ტა­ზე ბოლო დროს მო­თხოვ­ნა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და და ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ერთი ერ­თე­უ­ლის ფასი 3 ...

Read More »

რატომ გაიზარდა ეთერიუმის ფასი რეკორდულად: წარმატების მიზეზები და გამოწვევები

რიპტოვალუტის მარკეტი აღმასვლის პროცესს განაგრძობს, ამჯერად ახალ რეკორდულ ნიშნულებს რიგით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერიუმის [ETH] ფასი აღწევს. თითქმის ერთ წელიწადში მისი ფასი 1600%-ით გაიზარდა, უკანასკნელ ერთ კვირაში კი – 27%-ით და რეკორდულ ნიშნულს, 3 500 დოლარს მიაღწია. ეთერიუმის ფასი. წყარო: tradingview.com  ამ სტატიაში შევეცდებით ავხსნათ ის მიზეზები, თუ რატომ გაიზარდა ეთერიუმის ფასი და რა პოტენციურ რისკებთან და გამოწვევებთანაა დაკავშირებული ბაზრის მსგავსი განვითარება.  ...

Read More »
Menu Title