Tag Archives: #მაინინგი

მეცნიერები: Bitcoin-ის მოპოვება დედამიწაზე კლიმატს საფრთხეს შეუქმნის

კრიპტოვალუტის მაინინგს (მოპოვება) სულ უფრო მეტი ელექტროენერგია სჭირდება, რაც ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის მოცულობას გაზრდის. ამის შესახებ Guardian მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს. Bitcoin-ის მოსაპოვებლად დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობა აჭარბებს რიგი ქვეყნების წლიურ მოთხოვნას, – აცხადებს ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის პროფესორი ბენჟამინ ჯონსი. „ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე ათეულ ტერავატზე, რომელიც ბიტკოინების მიღებაზე იხარჯება“, – აცხადებს ექსპერტი. მკვლევარები მოუწოდებენ სახელმწიფოებს, კრიპტოვალუტის მაინინგზე რეგულაციები დააწესონ, იმისთვის, რომ შეამცირონ მავნე გამონაბოლქვის კვალი ატმოსფეროში. 26 თებერვალს Bitcoin-ის ღირებულება 12%-ით შემცირდა. 22 თებერვალს ...

Read More »

ბიტკოინის ფასი სწრაფი ტემპით ეცემა

ინტერნეტ პორტალი CoinDesk-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასმა, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია. 28 თებერვლის მდგომარეობით კრიპტოვალუტის ღირებულება 44 570 აშშ დოლარამდე შემცირდა.  გასულ დღეს ბიტკოინი 47 656 აშშ დოლარი ღირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მისი ღირებულება 6,14%-ით დაეცა.  მიმდინარე თვის დასაწყისში კრიპტოვალუტის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს, 58 ათასს გადააჭარბა. ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და ...

Read More »

ბიტკოინი გუშინდელი გაუფასურების შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვლუტა ბიტკოინი გუშინდელი გაუფასურების შემდეგ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. დღეის მდგომარეობით ვირტუალური ვალუტის ღირებულებამ 50,000 აშშ დოლარს კვლავ გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ბიტკოინის ფასის ზრდა ჯეკ დორსის კომპანია Square-ის მიერ 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძინას უკავშირდება. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიის ქმედება Twitter-ისა და Square-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობითაა განპირობებული. ...

Read More »

ბიტკოინის კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს, შედეგად კი, მისი კაპიტალზაიცია ტრილიონ დოლარს უახლოვდება. CoinDesk-ის მონაცემებით, თბილისის დროით 16:45 საათზე ბიტკოინის ფასმა 52 682 დოლარი შეადგინა, რაც წინა სესიის დახურვის დროს დაფიქსირებულ ფასზე 1,2%-ით მეტია. ბიტკოინის კაპიტალზიაცია 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე 440 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი და CoinMarketCap-ის მონაცემებით, ამ დროისთვის 979,9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთან, Bloomberg-ის მიერ აღრიცხვადი 4 ...

Read More »