Tag Archives: მოლდოვა

ბერბოკი: გვსურს მოლდოვას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება შევამციროთ

გერმანია და პარტნიორები, მათ შორის ევროკავშირი, საფრანგეთი და რუმინეთი, შეისწავლიან გზებს, რათა შეამცირონ მოლდოვას დაუცველობა რუსეთის მიმართ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „ჩვენს მოლდოველ პარტნიორებთან ერთად გვინდა შევაფასოთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მოლდოვას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში ეკონომიკური, ფინანსური და ენერგეტიკული თვალსაზრისით, და გავაძლიეროთ ქვეყნის გამძლეობა“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

Read More »

მაია სანდუ სანქციებზე: თუ ენერგორესურსების გარეშე დავრჩით, ამით არავის დავეხმარებით: არც მოლდოვას, არც უკრაინას, არც დასავლელ პარტნიორებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ქვეყანა ენერგორესურსების მხრივ რუსეთზეა დამოკიდებული, რის გამოც ამ დროისთვის კიშინიოვი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. სანდუს თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მოლდოვა უკრაინული, ბელარუსული და რუსული ბაზრის გარეშე დარჩა. „შეგვიძლია თუ არა დღეს ქვეყანა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დავტოვოთ? არა, არ შეგვიძლია. ეს შეეხებოდა როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე 100 000 უკრაინელ ლტოლვილს, რომელთა ...

Read More »

გაზის ფასის გაძვირების გამო მოლდოვის პარლამენტმა მოსახლეობას კომპენსაცია გაუზარდა

გაზის ფასის გაძვირების გამო,ც მოლდოვის პარლამენტმა ქალაქებში ცენტრალიზებული გათბობის მომსახურებისთვის კომპენსაცია გაზარდა. როგორც აზრბაიჯანული “რეპორტი” იუწყება, იანვრიდან ტარიფის კომპენსაცია 67%-დან 80%-მდე გაიზრდება. შესაბამისად, გათბობის გადასახადზე კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა თვეში 450-დან 815 ლეიმდე გაიზრდება (45 აშშ დოლარზე მეტი – რედ.). გარდა ამისა, მოცულობა რომელზეც გავრცელდება კომპენსაცია, 1-დან 1,5 გიგაკალორიამდე გაიზრდება. გასული წლის ბოლოს, ბუნებრივი აირის ფასის ორჯერ გაზრდის შემდეგ, მოლდოვის მთავრობამ ...

Read More »

„მოლდოვაგაზმა“ „გაზპრომის“ დავალიანება დაფარა

ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილების მიღების შემდეგ, გაზის გამანაწილებელმა კომპანიამ „მოლდოვაგაზმა“ „გაზპრომის“ მიმდინარე დავალიანება სრულად გადაიხადა. აღნიშნულის შესახებ მოლდოვური კომპანიის პრესსამსახური იუწყება. “სს „მოლდოვაგაზმა“ 2022 წლის იანვრის პირველ ნახევარში მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური სრულად გადაუხადა სს “გაზპრომს“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ტრანსფერის თანხამ 34 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. „ეს არის 63 მილიონი აშშ დოლარის ბოლო ...

Read More »

მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს საგანგებო ვითარების შემოღება სთხოვა “გაზპრომის” ვალის გამო

მოლდოვის მთავრობამ პარლამენტს მიმართა თხოვნით, საგანგებო ვითარება შემოიღოს ენერგეტიკის სექტორში. ეს გაკეთდება კრიზისის გამო, რომლის მიზეზია რუსეთის კორპორაცია „გაზპრომის“ წინაშე სახელმწიფოს დავალიანება. მანამდე „გაზპრომმა“ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანას შეიძლება უკვე 20 იანვარს გაეთიშოს გაზი. საგანგებო ვითარების რეჟიმი მთავრობას საშუალებას მისცემს ოპერატიულად გამოყოს სახსრები 25 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის დასაფარად სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ოქტომბერში მთავრობამ უკვე გამოაცხადა საგანგებო ვითარება მას შემდეგ, რაც ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

მოლდოვამ გაზრდილი ფასით დაიწყო რუსული გაზის საფასურის გადახდა

მოლდოვის მთავარი გაზგამანაწილებელი კომპანია „მოლდოვაგაზი“ აცხადებს, რომ მან ძველი ფასით გაისტუმრა დეკემბერში მოხმარებული გაზის საფასურის დავალიანება რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“, მაგრამ ახალი წლიდან რუსული გაზის შეძენა ახალი, გაზრდილი ფასით მოუწევს. მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ, 13 იანვარს განაცხადა, რომ დეკემბრიდან ათასი კუბური მეტრი გაზის საფასური 550 ამერიკული დოლარიდან 647 დოლარამდე გაიზარდა, რაც დამატებით პრობლემას შეუქმნის ეკონომიკურად უღარიბეს ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

რუსული Gazprom-ი მოლდოვას გაზის შეწყვეტით ემუქრება

რუსული სახელმწიფო კომპანია Gazprom-ი მოლდოვას 48 საათში გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა არ გადაიხდის ათეულობით მილიონ დოლარს ბოლო მიწოდებისთვის. კიშინოვმა გასულ თვეში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთის ალტერნატიული წყაროებიდან გაზის შესყიდვა მას შემდეგ დაიწყო, რაც Gazprom-თან, ევროპის უმსხვილეს მიმწოდებელთან კონტრაქტის ვადა ამოიწურა და მხარეებმა დეტალებსა და ფასზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. 28 ოქტომბერს მოლდოვის მთავრობამ და Gazprom-მა ახალი ფასის ფორმულა გამოაცხადეს ...

Read More »

მოლდოვა რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

ევროპაში ენერგოკრიზისის ფონზე გაუჭირდათ მოლდოვაშიც, სადაც გაზს მხოლოდ რუსეთიდან იღებენ. რამდენიმე კვირიანი ენერგოკრიზისის შემდეგ მოლდოვამ და რუსეთმა გაზის მიწოდებაზე შეთანხმება მოახერხეს. მოლდოვამ ამ ეტაპზე შეძლო გაზის არსებულ საბაზრო ფასზე ორჯერ იაფად შესყიდვა და, როგორც ჩანს, ამ ზამთარს სიცივეში დარჩენა აღარ ემუქრება. პარალელურად, კიშინიოვი ალტერნატივების მოძიებას ცდილობს. რა მოხდა: 29 ოქტომბერს, სანქტ-პეტერბურგში, მოლდოვის მთავრობა და რუსული ენერგოგიგანტი – „გაზპრომი“ გაზის მიწოდების ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

მოლდოვა ენერგოკრიზისს დასრულებულად აცხადებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ამბობს, რომ მის ქვეყანაში ენერგო კრიზისი დასრულებულია მას შემდეგ, რაც მისმა მთავრობამ რუსულ “გაზპრომთან” ბუნებრივი გაზით მომარაგების თაობაზე კონტრაქტის 5 წლით გაგრძელებას მოაწერა ხელი ახალი კონტრაქტის თანახმად, მოლდოვამ რუსული გაზის მიღება 1 ნოემბრიდან დაიწყო. უთანხმოება კი მანამდე მხარეებს შორის კონტრაქტით გათვალისწინებულმა ფასმა გამოიწვია. ამ შეყოვნებამ კი ქვეყანაში გაზით მომარაგების სერიოზული შეფერხება გამოიწვია. მოლდოვამ გასულ თვეში საგანგებო ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

მოლდოვა და „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ

მოლდოვა და რუსული კომპანია „გაზპრომი“ გაზის მიწოდების კონტრაქტის ხუთი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ფასწარმოქმნის ფორმულა და კომპანია „მოლდოვგაზის“ მიერ დაგროვილი დავალიანების აუდიტი შეათანხმეს. ახალი კონტრაქტით გაზის მიწოდება 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება. 22 ოქტომბერს, ენერგოკრიზისის ფონზე, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

Read More »
Menu Title