Tag Archives: #ნახშირბადი

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ნახშირბადის შენახვის პროგრამისთვის $2.25 მილიარდს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი ნახშირორჟანგის მიწისქვეშ შენახვის პროგრამისთვის $2.25 მილიარდის გამოყოფას გეგმავს, რაც ქვეყანას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ნახშირბადის შენახვის ვალიდაციისა და ტესტირების დაფინანსება ინფრასტრუქტურის ორპარტიული კანონპროექტიდან მოხდება, რომელსაც ჯო ბაიდენმა ხელი გასულ წელს მოაწერა. პროექტი  ორიენტირებული იქნება ელექტროსადგურებიდან და სხვა სამრეწველო უბნებიდან  ნახშირბადის შენახვაზე, ასევე ჰაერიდან ნახშირბადის პირდაპირ ამოღებაზე. პროგრამა  ითვალისწინებს როგორც ხმელეთის, ...

Read More »

იანვარ-აპრილში ჩინეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობისა და გაზის იმპორტი

ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 8,9%-ით შემცირდა და 35,86 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო ნავთობი – 4,8%-ით და 170,88 მლნ ტონა შეადგინა. ამასთან, ღირებულებითი თვალსაზრისით, გაზის იმპორტი ჩინეთში 59,9%-ით გაიზარდა და 21,64 მლრდ დოლარი შეადგინა, ნავთობი – 49,7%-ით და 116,07 მლრდ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, ბლუმბერგმა ტრეიდერებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ თხევადი ბუნებრივი ...

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ჩინეთი 2022 წელს რუსული ნახშირის იმპორტს 30%-ით გაზრდის – Bloomberg

ჩინეთში რუსული ნახშირის მიწოდების მოცულობა 2022 წელს 30%-ით, 71 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ დღეს, 12 აპრილს Bloomberg, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს. ექსპერტების აზრით, ჩინეთმა შესაძლოა მიიღოს საწვავი, რომელიც ადრე იაპონიისთვის იყო განკუთვნილი. ამავდროულად, ბანკის ცნობით, რუსეთი, დიდი ალბათობით, ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილ ნახშირს აზიაში არ გადამისამართებს. ვარაუდობენ, რომ ნახშირი ჩინეთს საზღვაო გზით მიეწოდება, კერძოდ ტანგშანის პორტს. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ...

Read More »

საფრანგეთი ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის განცხადებით, France 2030-ის გეგმის ფარგლებში, ინდუსტრიის დეკარბონიზაციისთვის €5.6 მილიარდის ინვესტირება იგეგმება. ახალი გეგმით, ინვესტირებული თანხის უდიდესი ნაწილი, €5 მილიარდი, ინდუსტრიულ ობიექტებზე ახალი ტექნოლოგიების განთავსებას მოხმარდება, დანარჩენი €610 მილიონი კი ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსებას ნახშირბადის დაბალი შემცველობის ინდუსტრიისთვის. ArcelorMittal-ის ჯგუფმა საკუთარი პროექტი, €1.7 მილიარდის ინვესტირებით Fos-sur-mer-სა და Dunkirk-ში ფოლადის ქარხნების ტრანსფორმაციის შესახებ, პრემიერ კასტექსს წარუდგინა. ArcelorMittal-ის გეგმით, ...

Read More »

ქვანახშირის მოპოვების სამუშაოების გაგრძელების გამო, ევროპული კომისია ევროკავშირის დაფინანსებიდან თანხებს დაუკავებს პოლონეთს

ევროპულმა კომისიამ პოლონეთს აცნობა, რომ ევროკავშირის რეგულარული დაფინანსებიდან დაუკავებს ფულად სახსრებს, რათა დაიფაროს პოლონეთისთვის ევროსასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმები, რომელიც ამ ქვეყანამ არ გადაიხადა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. როგორც მედია აღნიშნავს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპული კომისია უჩერებს დახმარების გაცემას წევრ სახელმწიფოს, რადგანაც ის არ ემორჩილება ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას. შარშან, სექტემბერში სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლონეთს ყოველდღიურად 500 ათასი ევროს ჯარიმის ...

Read More »

Shell-ის „ნაშირბადის დამჭერი“ ობიექტი ემისიების ახალი წყარო გახდა

ერთ-ერთი ობიექტი იმ მცირე სიიდან, რომელიც ემისიების შესამცირებლად „ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის“ (CCS) ტექნოლოგიას იყენებს, აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტ სათბურის აირებს გამოყოფს, ვიდრე რეალურად იჭერს. კანადაში მდებარე Quest-ის ქარხანა, რომელიც ნავთობის გიგანტ Shell-ს ეკუთვნის, CCS-ის ტექნოლოგიის წარმატებულ პროექტად ითვლებოდა. Global Witness-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თუ 2015 წლიდან ქარხანამ ატმოსფეროში 5 მილიონი ტონის მოცულობის ნახშირორჟანგის ემისიის გაშვება შეაჩერა, სამაგიეროდ, ...

Read More »

მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

მსოფლიოში ნახშირორჟანგის გამოყოფა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. Euornews-ის ინფორმაციით, 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსის პანდემიის მსოფლიოში გავრცელების შემდეგ ნახშირორჟანგის გამოყოფა პლანეტაზე 5.4%-ით შემცირდა. თუმცა, აკრძალვების ეტაპობრივად მოხსნის შედეგად მიმდინარე წელს ნახშირორჟანგის გამოყოფა 4.9%-ით გაიზრდება და წლის განმავლობაში 36.4 მილიარდ ტონას მიაღწევს. მეცნიერთა კვლევის თანახმად, 2021 წელს ქვანახშირისა და გაზის ემისია 2019 წლის დონეს აღემატება, მაშინ როცა ნავთობიდან გამონაბოლქვი კვლავ დაბალია 2019 წლის ...

Read More »

G20-ის სამიტი “ნახშირბადის ნეიტრალიტეტის” თაობაზე კომპრომისით დასრულდა

“დიდი ოცეულის“ ჯგუფის ქვეყნები რომში გამართული ორდღიანი სამიტის დროს მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ გააგრძელებენ მუშაობას, რათა ამ საუკუნის შუაში შესაძლებელი გახდეს „ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა“. „ვაღიარებთ, რომ 1,5 გრადუს ცელსიუსამდე კლიმატის ცვლილების შედეგი უფრო ნაკლებ სავალალო იქნება, ვიდრე 2 გრადუსის შემთხვევაში იქნება“, – ნათქვამია G20-ის სამიტის დასკვნით კომუნიკეში. კომუნიკე მხარს უჭერს 6 წლის წინ ხელმოწერილ პარიზის ხელშეკრულებას, რომლის მონაწილეებმა ვალდებულება იკისრეს, მიიღონ ...

Read More »

ნახშირორჟანგის მშთანმთქმელმა მსოფლიოში უდიდესმა ქარხანამ მუშაობა დაიწყო

ისლანდიაში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში უდიდესმა ქარხანამ, რომელმაც ჰაერიდან ნახშირორჟანგი უნდა ამოიღოს და ქვებად გადააქციოს. ქარხანას Orca ჰქვია, რაც ისლანდიურად „ენერგიას“ ნიშნავს და შედგება ოთხი განყოფილებისგან; თითოეული მათგანი ლითონის ორი ყუთისგან არის აგებული და ვიზუალურად გემის კონტეინერებს ჰგავს. დანადგარი შვეიცარიულმა კომპანია Climeworks-მა და ისლანდიურმა Carbfix ააგეს. სრული დატვირთვით მუშაობისას, ქარხანა ჰაერიდან წელიწადში 4000 ტონა ნახშირორჟანგს (CO2) შთანთქავს. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მონაცემებით, ...

Read More »
გარემოს დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 430 ათასი ევროპელი იღუპება

ევროკავშირში 2035 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირება იგეგმება

ოთხშაბათს ევროკომისიაში აპირებენ ახალი საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას, რომელიც მიზნად 2035 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის 55 პროცენტით შემცირებას ისახავს. გეგმაში ახალი რეგულაციებია გათვალისწინებული, ამის გამო საზღვაო გადაზიდვისა და ავიაციის ინდუსტრიებში უკმაყოფილებას გამოხატავენ. „ისინი, ვინც გარემოს სათბური აირებით აბინძურებს, უნდა იხდიდნენ გადასახადს. ახლა ეს ასე არ არის. ლითონის, ცემენტისა და სხვადასხვა ქიმიკატების ინდუსტრიების 90 პროცენტი ამჟამად დამატებით გადასახადებს არ იხდის“, – აცხადებს Carbon ...

Read More »
Menu Title