Tag Archives: #ნამახვანი

პრეზიდენტი “ნამახვანჰესის” საკითხის განსახილველად მხარეებს სახელმწიფო კომისიის შექმნას ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ნამახვანჰესის” საკითხის განსახილველად მხარეებს სახელმწიფო კომისიის შექმნას ურჩევს და საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმას სთავაზობს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 9 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ “ნამახვანჰესის” საკითხთან დაკავშირებით ორივე დაპირისპირებულ მხარეს ძლიერი არგუმენტები აქვს, რომელთა გათვალისწინებას და შეჯერებასაც ის უალტერნატიოდ მიიჩნეევს. “ეკონომიკასთან დაკავშირებლ საკითხებზეც ვხდებით საზოგადოების მხრიდან დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი მაგალითის ვხვდებით “ნამახვანჰესთან” ...

Read More »

“ნამახვანჰესის” მშენებელ კომპანიაში თანამშრომლების დაშინებასა და მათზე ზეწოლაზე საუბრობენ

“ნამახვანჰესის” მშენებელი კომპანია თანამშრომლების დაშინებასა და მათ მიმართ ზეწოლაზე საუბრობს. კრიზისების მენეჯერის, დიმიტრი მინდიაშვილის თქმით, ადგილობრივები, რომლებიც პროტესტის გამო ფსიქოლოგიური ზეწოლის მუშაობენ, ნინო ლომჯარიასთან პირადად შეხვედრას ელოდნენ. მისივე თქმით, კომპანიამ ამ ფაქტების შესახებ სახალხო დამცველის აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ომბუდსმენი გუშინ რიონის ხეობაში იმყოფებოდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა.

Read More »

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა იქვე აცხადებს, რომ მიუღებელია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ. “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ...

Read More »

საკითხს, რომ ნამახვანჰესი არ აშენდეს, არ განვიხილავთ

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც მის უსაფრთხოებაში ყველა დარწმუნდება. მისივე თქმით, თუ იქნება წინადადებები, რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ინვესტორი მზად არის დამატებითი ხარჯი გაიღოს. “პროექტი არ გადადებულა, ის განხორციელდება. რაც შეეხება კაშხალს, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ნაგებობა, აშენდება მას შემდეგ, რაც მოხდება დასკვნების გადამოწმება. აშენდება კაშხალი, მაგრამ აშენდება როდესაც ყველა ...

Read More »

ენერგეტიკის განვითარების ფონდი – „ნამახვანჰესის“ კასკადის ტენდერის პროცედურები იყო სრულად გამჭვირვალე

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, „ნამახვანჰესის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ შეირჩა გაუმჭვირვალედ. ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, ისევე როგორც რამდენიმე წლის წინ, ახლაც სრულად უფლებამოსილია, ჩაატაროს მსგავსი ტენდერი.აღნიშნული ტენდერი 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს ინსტრუქციებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა. „რაც შეეხება ...

Read More »

ყველაფერი ნამახვანის შესახებ – მითები და რეალობა

ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნამახვანი ჰესი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, ვინაიდან ჰესების მშენებლობა, როგორც ადგილობრივი ელექტროსისტემისთვის, ასევე იმპორტის ჩანაცვლების მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქმეში ჩახედული ექსპერტების თქმით, ნამახვანჰესი ჩვენი ენერგეტიკის ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომელიც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება. მისი გამომუშავება საქართველოს ელექტროენერგიის წლიური მოხმარების დაახლოებით 12 პროცენტს შეადგენს. ნამახვანი ჰესის დადგმული სიმძლავრე 430 მგვტ იქნება და შეძლებს 1,5 მლრდ კვტსთ ელექტროენერგიას გამომუშავებას. ...

Read More »

გუშინ ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს

ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათში აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდენ, სავალი გზის ნაწილის განთავისუფლებას, რომელიც სამართალდამცველებს ორივე მხრიდან ჰქონდათ ჩაკეტილი და ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ ეძლევდნენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათ სურდათ, რომ მოსახლეობას შეძლებოდა კარვებამდე გადაადგილება. ადგილზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით სამართალდამცველი. ასევე – წყლის ჭავლის მანქანა და სპეციალური დანიშნულების რაზმი. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განმარტება სთხოვა პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს, თუ რატომა იყო ...

Read More »

მერაბ ლომინაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხეობის თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის სიკეთე, რომელსაც ეს ჰესი მოუტანს

დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებთან, ვისაც კითხვის ნიშნები აქვს პროექტისა და მისი მნიშვნელობის მიმართ, შევძლებთ საერთო ენის გამონახვას და შემდეგ უკვე საერთო მიზნების დასახვას და შესრულებას, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ნამახვანის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. „დღეს არის პირველი დღე, როდესაც მე, როგორც გუნდის ახალი წევრი, ვუერთდები ჩემს თანამშრომლებს ...

Read More »

„ენკას“ ახალი დირექტორი: ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო

ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო. ყველას მოვუწოდებ, დისკუსიები დიალოგის ფორმატში გავმართოთ, პროფესიულად, ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. „ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ დაველაპარაკებით ყველა მხარეს. მე ვაღიარებ, რომ იყო კომუნიკაციის ნაკლებობა და ამისთვის ვართ აქ შეკრებილები. მედიამ უნდა შეასრულოს მხარეებს შორის ხიდის ფუნქცია. ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს ...

Read More »

ჩვენ დავიწყეთ პროცესი სახელწოდებით „უკეთესი ნამახვანისთვის“

„ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის“. ჩვენ შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია, მრავალი წელი მიმდინარეობდა და შესრულებულია კვალიფიციური ექსპერტების მიერ, სრულყოფა ყოველთვის შეიძლება. თუნდაც იმისთვის, რომ მოიხსნას ბევრი კითხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ...

Read More »
Menu Title