Tag Archives: #ნავთობი

მაისის შემდეგ პირველად ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარს ჩამოსცდა

2022 წლის  6 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.77  (-  8.86)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.50  (-   8.93)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ჯოზეფ ბორელი: 2022 წლის ბოლომდე 90%-ით შევამცირებთ რუსული ნავთობის იმპორტს და სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს

სანქციები უკვე მძიმედ ურტყამს ვლადიმირ პუტინსა და მის თანამზრახველებს და მათი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში გაიზრდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში შეჭრით, მიზანმიმართულად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ექვსი პაკეტი მიიღო, რომლის სამიზნეც თითქმის 1 200 ფიზიკურ პირი და 98 ორგანიზაციაა, ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

იაფი საწვავის არხი ნელ-ნელა იკეტება, ბენზინი ძვირდება და გაიაფების პერსპექტივა უკვე აღარ არსებობს

საწვავის ფასმა გეზი კვლავ გაძვირებისკენ აიღო. ბოლო 1 კვირაში ბენზინი 15-20 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ფასის კლების არანაირი საფუძველი ჯერჯერობით არ არის, პირიქით, იმპორტიორები აცხადებენ, რომ საწვავი მომდევნო პერიოდშიც გაძვირდება, რაც ძირითადად, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება და ორივე ტიპის საწვავს შეეხება – ბენზინსა და დიზელს, რომლებზეც მიმდინარე პერიოდში ტრადიციულად მზარდი მოთხოვნაა. ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ფასმა უკვე ...

Read More »

OPEC-ის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) გენერალური მდივანი, ნიგერიელი პოლიტიკოსი მოჰამედ ბარკინდო 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ CNBC წერს. „ბარკინდოს მოულოდნელი გარდაცვალება გამაოგნებელი აღმოჩნდა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის, რომელთაგანაც ბევრი მას ინდუსტრიის გიგანტად მოიხსენიებს“, – წერს მედია. ბარკინდოს კარიერა ნავთობის სფეროში ოთხ ათწლეულზე მეტს ითვლის – OPEC-მდე ის მუშაობდა ნიგერიის ნავთობის ეროვნულ კორპორაციაში, Duke Oil-ში, ასევე – ნიგერიის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროებში. OPEC-ის გენერალური მდივნის თანამდებობა ...

Read More »

ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების ექსპორტზე შეზღუდვები გაახანგრძლივა

ყაზახეთმა, ბენზინის, დიზელის საწვავისა და სხვა სახის ნავთობპროდუქტების საავტომობილო გზით ექსპორტზე აკრძალვა, ექვსი თვით გაახანგრძლივა. კერძოდ, აკრძალვა არ ვრცელდება ყაზახეთიდან საპოხი ზეთებისა და საავტომობილო მანქანების მწარმოებლის მიერ მოწოდებულ გაზის ავზებში, აგრეთვე ცალკეულ კონტეინერებში არაუმეტეს 20 ლიტრი მოცულობის საწვავის ექსპორტზე. აკრძალვა ძალაში 2022 წლის 12 ივლისს შედის. ყაზახეთიდან დიზელის საწვავისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული სახეობების საავტომობილო გზით ექსპორტის აკრძალვას ვადა 2022 წლის 21 ...

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანი ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთთან კონკურენციაში თავის ნავთობს აიაფებს

ჩინეთის ბაზრისთვის რუსულ ნავთობთან კონკურენციის გამო ირანი იძულებულია გააიაფოს საკუთარი ნავთობი. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს. “ირანი იძულებულია კიდევ უფრო გააიაფოს მისი ისედაც იაფი ნავთობი, რადგან ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთთან მიმართებით კონკურენტუნარიანი დარჩეს”,- ნათქვამია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში. ჩინეთის ბაზრისთვის რუსეთსა და ირანს შორის კონკურენცია ბოლო თვეებში განსაკუთრებით გაიზარდა – ევროკავშირისა და მსხვილი კერძო სანავთობო კომპანიების მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ, ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  4 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.83 (+2.20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.55 (+2.12)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

Vitol: საწვავზე ფასების ზრდა მოთხოვნის განადგურებას იწვევს

ნავთობის უმსხვილესი დამოუკიდებელი მოვაჭრის თქმით, საწვავის ღირებულების გლობალური ზრდა მოთხოვნას მძიმე ტვირთად აწვება. Vitol Group-ის აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, მაიკ მიულერმა განაცხადა, რომ მომხმარებლები ბენზინის, დიზელის და სხვა ნავთობპროდუქტების ფასების ზრდით დაზარალდებიან. რაფინირებული საწვავის ფასებმა აშშ-ში წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ფასები გაიზარდა სხვა ქვეყნებშიც, რამაც ინფლაციის ზრდას ხელი კიდევ უფრო შეუწყო. გადამუშავებული საწვავი უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე ნავთობი, რომელმაც თითქმის 45%-იანი ...

Read More »

აზერბაიჯანი, აგვისტოდან ნავთობის დღიური მოპოვების გაზრდას გეგმავს

აგვისტოში, აზერბაიჯანში ნავთობის დღიური მოპოვება 11 000 ბარელით გაიზრდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ნედლი ნავთობის მოპოვება  OPEC+-ის ქვეყნებში 648 ათასი ბარელით გაიზრდება. „ნედლი ნავთობის მოპოვების შეზღუდვის ვალდებულება აგვისტოში იწურება და OPEC+-ის ქვეყნებში ნედლი ნავთობის მოპოვების დღიური მაჩვენებელი 648 000 ბარელით გაიზრდება, აზერბაიჯანში კი 11 000 ბარელით“, – წერს შაჰბაზოვი. „OPEC+-მა მიიღო სწრაფი ზომები ...

Read More »

ტოკიო ზომებს იღებს პუტინის ბრძანებულებით ნავთობისა და გაზის ერთობლივი პროექტის სხვა უწყებისთვის გადაცემის შემდეგ

იაპონიის მთავრობა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ „მისი ინტერესები დაცული უნდა იყოს,“ მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გამოსცა ბრძანებულება რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობისა და გაზის პროექტის საქმიანობის რუსეთის სხვა სტრუქტურისთვის გადაცემის შესახებ. რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მოქმედი პროექტის, „სახალინ-2-ის“ კონტროლის შესახებ ბრძანებულებას პუტინმა ხელი მოაწერა ერთი დღით ადრე და ის შეიძლება ახალი სახიფათო პრეცედენტი იყოს უცხოელ ინვესტორებთან მოსკოვის დამოკიდებულებაში. იაპონიის ...

Read More »
Menu Title