Tag Archives: #ნავთობი

საწვავზე: ხელოვნურად ფასების გაზრდის საშუალებას არავის მივცემთ

“ჩვენ გვესმის, რომ საერთაშორისო ტენდენციას ვერ ავცდებით, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ შემთხვევაში გაყიდვების მარჟები იყოს მინიმალური, ისე, რომ ეფექტი რაღაც სპეკულატიური არ იყოს და კონკრეტულმა სუბიექტებმა ზედმეტად ვერ მოახერხონ, სიტუაციით ისარგებლონ ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე. ამის გამო, კონკურენციის სააგენტოს პრემიერმა დაავალა ბაზრის მოკვლევა და საკმაოდ ღრმა ანალიზი გაკეთდა. შესაბამისად, ამ ინფორმაციაზე დაფუძნებით, ჩვენს ეკონომიკურ გუნდს ჰქონდა არაერთი შეხვედრა საწვავის იმპორტიორებთან, ...

Read More »

ერაყმა ნავთობიდან რეკორდული რაოდენობის შემოსავალი მიიღო

ერაყის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 93,27%-ით გაიზარდა და $11,44 მილიარდს მიაღწია. ამის შესახებ SHAFAQ News-ი, ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანია Somo-ზე დაყრდნობით წერს. კომპანიის სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის მაისში, ერაყმა დღეში 2,9 მილიონი ბარელი გაჰქონდა, ხოლო წელს ექსპორტის მოცულობა 13,83%-ით გაიზარდა და 3,3 მლნ ბარელი/დღეში შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში ბარელი ნავთობის საშუალო ღირებულება 65,84 დოლარიდან 111,79 დოლარამდე გაიზარდა. ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირირებას განაგრძობს

2022 წლის  16 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  118.51  (-  2.66)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.31  (-  3.62)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 418,714 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა  0.71   მილიონი ბარელით  და შეადგინა  217.474  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 0.73  მილიონი ბარელით და შეადგინა  109,709 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,9 ...

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის ფასმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი მოხსნას

მსოფლიოში ნავთობის ღირებულება ისევ მაღალ ნიშნულზეა და მისი შემცირება ვერაფრით ხერხდება, პირიქით, არსებული ვითარება და მოლოდინი ნავთობის მეტად გაძვირების რისკს აჩენს. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას მოსალოდნელზე მეტად ზრდის (ყოველდღიური მიწოდება 648 000 ბარელი), თუმცა ბაზარზე ფასი მაინც არ მცირდება. პირიქით, საერთაშორისო ბირჟებზე „ბრენტის“ ფასი ამჟამად 123-დოლარიან ნიშნულზეა, რაც გასული ორი თვის უმაღლესი მაჩვენებელია. არსებულ ვითარებაზე მეტად უფრო დრამატულია მომავლის მოლოდინი. არაბთა გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრის, სუჰაილ ალ მაზროუს განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ჯერ ...

Read More »

2022 წელს OPEC ინარჩუნებს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზს

OPEC-მა შეინარჩუნა 2022 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 3,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში. ორგანიზაციის ივნისის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „2022 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდა უცვლელი დარჩება მაისის პროგნოზის 3,4 მილიონი ბარელით დღე/ღამეში“, – ნათქვამია მოხსენებაში. OPEC კვლავ ელოდება, რომ გლობალური მოთხოვნა ნავთობზე 2022 წელს იქნება საშუალოდ 100,3 მილიონი ბარელი დღე/ღამეში.

Read More »

EBRD უკრაინულ Naftogaz-ს €300 მილიონამდე სესხს გამოუყოფს

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” (EBRD) გაზისა და ნავთობის უმსხვილეს უკრაინულ კომპანია Naftogaz-ს ომის შედეგად ბუნებრივი აირის წარმოების დანაკარგის კომპენსაციისთვის €300 მილიონამდე სესხს გამოუყოფს. კომპანია EBRD-ის მიერ გაცემული თანხის პირველ ტრანშს – €50 მილიონს გამოიყენებს გადაუდებელი შესყიდვისთვის, რაც სასწრაფოდ არის საჭირო უკრაინის გაზის სისტემის გათბობის სეზონისთვის მოსამზადებლად. კომპანიას სურს, რომ ჯამში €1 მილიარდი მოაგროვოს მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესაძენად, რაც მნიშვნელოვანია შემოდგომისთვის საკმარისი გაზის მიწოდების ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  14 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  121.17  (-  1.10)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  118.93  (-  2.00)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ბენზინი ნავთობის გარეშე

იაპონიაში მოთხოვნის კლების გამო ბენზინის მწარმოებლები ქარხნებს ხურავენ

იაპონიის სიდიდით მეორე ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიამ Idemitsu Kosan მიიღო გადაწყვეტილება, დახუროს მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბენზინის მწარმოებელი ქარხანა. აღნიშნული კი გამოწვეულია ქვეყანაში არსებული სტაბილური ტენდენციით, რომელიც ბენზინზე მოთხოვნის შემცირებას ეხება. წერს სააგენტო Kyodo. ეს ქარხანა განთავსებულია იამაგუტის პრეფექტურაში, მას შეუძლია დღე-ღამეში 120 ათასი ბარელი ნავთობის დამუშავება, აღნიშნული მოცულობა კი კორპორაციის საერთო სიმძლავრის 10%-ია. Kyodo-ს მონაცემებით, ქვეყნის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია Eneos Holdings-იც ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ ნავთობისა და გაზის კორპორაციის ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს უწყების ახალი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გიორგი ჩიქოვანის კვალიფიკაციაზე, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებაზე გაამახვილა. მისი თქმით, სამინისტრო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია მჭიდრო და კოორდინირებულ ურთიერთთანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ. კორპორაციის ახალ ხელმძღვანელს აქვს მენეჯერულ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება, ...

Read More »
Menu Title