Tag Archives: #ნავთობი

აზერბაიჯანში უცხოურ ინვესტიციებში ნავთობისა და გაზის წილი გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ნავთობისა და გაზის სექტორის წილი გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. აზერბაიჯანის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 400.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც 17,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ნავთობისა და გაზის სექტორის წილმა ინვესტიციებში 89,2% შეადგინა, რაც 9,2 პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი.

Read More »

ირანი მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ზრდის მამოძრავებელი გახდება

სანქციების მოხსნის შემთხვევაში ირანი შეიძლება გახდეს მსოფლიოში ნავთობის მოპოვების ზრდის მთავარი მამოძრავებელი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ივნისის თვის პროგნოზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტოს გათვლებით, თუ ირანის ბირთვული შეთანხმება უახლოეს კვირებში განახლდება, ირანს შეეძლება ნავთობის მოპოვების გაზრდა 750 ათასი ბარელით/დღე-ღამეში  3,15 მილიონ ბარელამდე წლის ბოლოსათვის და გავიდეს 2022 წლის მეორე ნახევარში 3,8 მილიონი ბარელის მაჩვენებელზე დღე-ღამეში. ”თუ ეს მოხდება, ირანი შეიძლება ...

Read More »

ბიზნეს ასოციაციაში ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის სხდომაზე ბენზინის შენახვისა და დისტრიბუციის დროს აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების შემცირების იმპლემენტირების შესაძლო ვადები განიხილეს, რომელიც ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ერთ-ერთი ვალდებულებათაგანია. ასოციაციის წევრი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებმა იმსჯელეს აღნიშნული ვალდებულების დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მოსალოდნელ პოზიტიურ ეფექტზე. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სამუშაო სხდომაზე გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რომელიც მოსალოდნელია ...

Read More »

IEA: ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება პანდემიის პერიოდამდე არსებულ ოდენობას 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) პროგნოზით, ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება პანდემიის პერიოდამდე არსებულ ოდენობას დაუბრუნდება მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის, რაც ზრდა იქნება 5,4 მილიონი ბარელით  მიმდინარე წელს 96,4 მილიონ ბარელამდე/დღეში და შემდეგ 3,1 მილიონი ბარელით/დღეში მომავალ წელს. თუმცა, IEA მიიჩნევს, რომ 2022 წელს “OPEC +”-ის ქვეყნებს დასჭირდებათ მოპოვების შეზღუდვის შესუსტება, რათა მოახდინონ მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ”ჩვენი პირველი მსგავსი ანალიზი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   11 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.69 (+  0,17) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70.91 (+ 0,62)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

1 თვეში ლარი 25 თეთრით გამყარდა, საწვავი კი 3-11 თეთრით გაძვირდა – რა ღირს ბენზინი/დიზელი საქართველოში

ბოლო 1 თვიან პერიოდში საქართველოში სხვადასხვა ტიპის საწვავი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 3-11 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული. ამის შესახებ კომპანიების ვებ-გვერდზე მითითებული მონაცემების შედარებიდან ირკვევა. საუბარია 11 მაისი-11 ივნისის პერიოდზე. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ 1 თვიან პერიოდში ლარი 25 თეთრით არის გამყარებული. ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე, საწვავი ფასი 3.1 ლარსაც კი გადაცდა. კერძოდ: „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი ...

Read More »

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრობის კანდიდატად არის წარდგენილი

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრობის კანდიდატად არის წარდგენილი. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიიონი რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოში და სარევიზიო კომიტეტში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელად არის წარდგენილი. საფრანგეთის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ფიიონი, ეკონომიკური განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ოქსანა ტარასენკოს შეცვლის კომპანიის დირექტორთა საბჭოში. ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის მთავრობას 2007-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის პერიოდში. 2018 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, ...

Read More »

აზერბაიჯანმა OPEC + გარიგება მაისის თვეში 102.9% -ით შეასრულა

აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ   586 ათასი ბარელი დღე/ღამეში შეადგინა, ხოლო აპრილის თვეში 594 ათასი  ბარელი დღე/დღამეში, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “2021 წლის მაისში აზერბაიჯანში კონდენსატით ნავთობის დღიურმა მოპოვებამ   674 ათასი ბარელი შეადგინა, საიდანაც 586 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვებაზე მოდის, ხოლო 88 ათასი ბარელი კონდენსატზე. აზერბაიჯანმა მაისში შეამცირა ნავთობის მოპოვება 132 ათასი ბარელით დღეში 2018 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით “, ...

Read More »
ოპეკი ვარაუდობს, რომ ნავთობის ფასი 65 დოლარამდე გაიზრდება

ოპეკმა უცვლელი დატოვა ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი

ოპეკმა უცვლელი დატოვა  2021 წელს ნავთობზე  გლობალური მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი – ივარაუდება მისი გაზრდა 6 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში  96,58 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში. ორგანიზაციის ივნისის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. აღინიშნება, რომ მაისის თვეში მსოფლიოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა 0.63 მილიონი ბარელით აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით  და შეადგინა 93.67 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში. ამავდროულად, ნავთობის მოპოვება ოპეკის ქვეყნებში გაიზარდა 0.39 მილიონი ბარელით OPEC + – ის ფარგლებში შეზღუდვების ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,49%-ით, 0,36 აშშ დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 73,53 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
Menu Title