Tag Archives: #ნავთობი

რუსეთიდან საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა

იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი თითქმის ორჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2022 წლის 1-ელ ათ თვეში საქართველოში 1 135 985 000 აშშ დოლარის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 652 232 400 აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტის 43.6%-ი რუსეთიდან განხორციელდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთიდან 495 496 970 აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა. გასული ...

Read More »

ნავთობის ფასი $80-ს ჩამოსცდა

2022 წლის 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.41 (-  2.95)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77.94 (-  3.01)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 3.7 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები  გაიზარდა 3.7 მლნ  ბარელით და შეადგინა 431,7 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 3.1 მილიონი ბარელით  და შეადგინა  211.0 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 1,7 მილიონი ბარელით და შეადგინა  109.1 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდა

რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვის საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები საერთო აზრამდე ვერ მივიდნენ. ინფორმაციას Bloomberg 23 ნოემბერს, წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, მინისტრების მოსაზრებები განსხვავებული იყო რუსეთის ფედერაციიდან მიწოდებული ნავთობის ღირებულების შეზღუდვებისა და ზღვრული ღირებულებების შემოღების გრაფიკთან დაკავშირებით. ევროკომისიამ ფასის ზედა ნიშნულად ბარელზე 65 დოლარი შესთავაზა ქვეყნებს, ხოლო პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ამას მოსკოვისთვის ძალიან “კეთილშობილური შეთავაზება” უწოდეს. Bloomberg აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყანა, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $91-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 5,9 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 91,09 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.59 (+1.20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.08 (+1.04)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ, ევროკავშირის ჩრდილოეთის ქვეყნებში თავისი ნავთობის ბაზრის 90%-ზე მეტი დაკარგა. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ 18 ნოემბრამდე, 4 კვირაში რუსეთმა როტერდამში დღეში მხოლოდ 95 000 ბარელ ნავთობი გადაზიდა, თუმცა, თებერვლის დასაწყისში რეგიონის პორტებში დღეში 1,2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იგზავნებოდა. ლიეტუვამ, საფრანგეთმა და გერმანიამ, რუსული ნავთობის იმპორტი რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს, სექტემბერში კი სამეულს პოლონეთიც შეუერთდა. „ნავთობის ვაჭრობიდან რუსეთის ...

Read More »

ნავთობტანკერების ყოველდღიური შემოსავალი 4-ჯერ გაიზარდა

ევროკავშირის დაწესებულმა ემბარგომ რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდებაზე მთლიანად გადახაზა აზიისკენ მიმავალი ტრადიციული მარშრუტების რუკა. შედეგად, გაზრდილი მარშრუტის გამო გადაზიდვის ხარჯები გაორმაგდა და სუპერტანკერების ყოველდღიურმა შემოსავალმა ოთხწლიან მაქსიმუმს, 99,600 დოლარს მიაღწია. ამის შესახებ Bloomberg-ი მსოფლიოში უმსხვილესი გემების ბროკერის Clarkson Research Services-ის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. ინდუსტრიის მთავარი მაჩვენებელი, ტონა-მილი, რაც არის ტრანსპორტირებული საქონლის მოცულობა, გამრავლებული განვლილ მანძილზე, წელს გაიზრდება 4.3%-ით. ინდუსტრიის უმსხვილესმა ...

Read More »

ნავთობის ფასი ორთვიან მინიმუმზეა

2022 წლის 21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  87.62 (- 2.16)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.08 (- 1.56)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საწვავის ბაზარზე 2 ძირითადი მიმართულებით კონტროლის გაძლიერებაა საჭირო

საქართველოში საწვავის ბაზარზე კონტროლის გაძლიერებაა საჭირო. არსებული ინფორმაციით, მეზობელი რეგიონებიდან აღურიცხავი საწვავის  შემოტანის ფაქტები გახშირდა, რაც საქართველოს ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, შემომტანები სატრანსპორტო საშუალებები არიან, როგორც ტრანზიტად გამავალი, ასევე კერძო სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც არასტანდარტული ავზები აქვთ დამონტაჟებული და ამის საშუალებით ახერხებენ დიზელის საწვავის შემოტანას. კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ყურადღებას ...

Read More »
Menu Title