Tag Archives: #ნავთობი

ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ყაზახეთი ნავთობის ნაწილს რუსეთის გვერდის ავლით, აზერბაიჯანსა და საქართველოზე გავლით გაყიდის

გამოცემა Reuters სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის მარშრუტს ცვლის და რუსეთის ნაცვლად ნავთობის ნაწილს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით გაყიდის. გამოცემის ინფორმაციით, ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ყაზმუნაიგაზი“ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკართან“ მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ წლიურად 1.5 მილიონი ტონა ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით გაიტანოს მსოფლიო ბაზარზე. Reuters-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ხელშეკრულების გაფორმება მალევე, თვის ბოლოს იგეგმება. ნავთობის ექსპორტი კი ...

Read More »

უკრაინა არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსულ ნავთობზე ემბარგოს შეუერთდნენ

უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მაკსიმ სუბხმა კაიროში, არაბთა ლიგის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე, არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინა მიესალმება საბჭოს ძალისხმევას რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიებაში და იმედი გამოთქვა, რომ არაბული სამყარო უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის – საერთაშორისო ორგანიზაციებში. მან მოუწოდა არაბულ ქვეყნებს, შეუერთდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მათ შორის – რუსული ნავთობის ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

მალე ბენზინის ფასი 3 ლარს ჩამოსცდება, ხოლო დიზელი – 4 ლარს

დიდი სიძვირის შემდეგ საქართველოს ბაზარზე საწვავის გაიაფება დაიწყო. პოზიტიური ნიშნები ლარის კურსის გამყარებამ და ქვეყნის გარეთ ნავთობპროდუქტების გაიაფებამ გამოიწვია. სავარაუდოდ, მალე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება მცირე (არაბრენდირებულ) ავტოგასამართ სადგურებზე 3 ლარს ჩამოსცდება, დიზელის ღირებულება კი – 4 ლარს. ახლა უკვე არსებობს დადებითი მოლოდინი იმის შესახებ, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულების კლების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და გაიაფება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება. დიდი მოთხოვნისა ...

Read More »
ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

აშშ-ში გალონი ბენზინის ფასი მარტის შემდეგ პირველად დაეცა 4 დოლარზე ქვემოთ

ამერიკული საავტომობილო ასოციაციის მონაცემებით, ჩვეულებრივი არაეთილირებული ბენზინის საშუალო ფასი 11 აგვისტოს დაეცა 3.990 დოლარამდე გალონზე (1 გალონი უდრის 3.785 ლიტრს). ივნისის შუა რიცხვებში ბენზინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 5,02 აშშ დოლარი/გალონზე, ხოლო წლიური ინფლაცია ბოლო 40 წლის რეკორდულ ნიშნულამდე, 9,1%-მდე გაიზარდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მომდევნო პერიოდში ბენზინზე ფასების კლების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ სასურსათო საქონელზე ფასები გაიზარდა 10.9%-ით (პირველად1979 ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  11 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  97,40 (+ 1.09)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  91,93  ( +  1.43)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ლევან დავითაშვილი – მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. საწვავის ფასებთან დაკავშირებით ქსელური კომპანიების ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5457 ათასი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 5457 ათასი  ბარელით და შეადგინა 432.01 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 4978 ათასი  ბარელით  და შეადგინა  220,316 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2166  ათასი ბარელით და შეადგინა 111,49 მლნ ბარელი.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 10 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96,31 (- 0,34)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავათობის ფასმა შეადგინა  90,50  ( – 0,26)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით გაზარდა Brent ნავთობის ფასის პროგნოზი 2022 წლისთვის

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ მცირედით გაზარდა 2022 წელს Brent მარკის ნავთობის ღირებულების პროგნოზი – 104,05 დოლარიდან 104,78 დოლარამდე/ბარელზე, სამინისტროს ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) მოხსენებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტო ასევე ვარაუდობს, რომ Brent მარკის ნავთობის ფასი 2023 წელს შემცირდება 95,1 დოლარამდე/ბარელზე. გარდა ამისა, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა 2022 წელს აშშ-ში ნავთობის დღიური მოპოვების პროგნოზი 50 ათასი ბარელით 11,86 მილიონ ბარელამდე/დღეში. აშშ-დან ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსული ნავთობის უკრაინის გავლით ტრანზიტის საფასური გადაიხადეს

უნგრულმა ნავთობკომპანიამ MOL-მა და სლოვაკურმა Slovnaft-მა განაცხადეს, რომ თავად გადაიხადეს რუსული ნავთობის ტრანზიტის საფასური უკრაინის „დრუჟბას“ მილსადენის გავლით და მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში განახლდეს მიწოდება. ნავთობის გატარება იმის გამო შეჩერდა, რომ რუსეთმა მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ტრანზიტის მომსახურების გადახდა ვერ შეძლო. ტრანზიტი 4 აგვისტოს შეწყდა, რადგან უკრაინის მაგისტრალური მილსადენების სახელმწიფო ოპერატორს Ukrtransnaft–ს რუსული კომპანიისგან მომსახურების თანხა არ მიუღია. ამ ...

Read More »
Menu Title