Tag Archives: #ნავთობი

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  21 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.75 (+2.13)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.99 (+2.08)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“OPEC+”-ის ქვეყნები აგვისტოში ნავთობის მოპოვების გეგმას 3,583 მილიონი ბარელით/დღეში ჩამორჩნენ

2022 წლის აგვისტოს თვეში “OPEC+”-ის შეთანხმების მონაწილე ქვეყნები ჩამორჩნენ ნავთობის მოპოვების გეგმიურ მაჩვენებლებს, რომელიც დამტკიცებული იყო ამ თვისათვის, 3,583 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში.  ალიანსის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გეგმის მიხედვით, “OPEC+”-ის ქვეყნებმა უნდა მიიყვანონ ნავთობის მოპოვება 43,854 მილიონ ბარელამდე/დღეში. ამრიგად, მოპოვების რეალურმა ოდონობამ ამ თვეში შეადგინა დაახლოებით 40,3 მილიონი ბარელი/დღეში. “OPEC+”-ის გარიგებაში მონაწილე ოპეკის 10 ქვეყანაზე მოვიდა “ჩამორჩენა” 1,399 მილიონი ბარელის ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

მაია ბითაძე: სულ მალე, დიზელის საწვავიც ევრო 5-ის სტანდარტის გახდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ მალე, ქვეყანაში დიზელის საწვავიც ევრო 5-ის სტანდარტის გახდება. „საქართველო მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოა და კლიმატის ცვლილება, ემისიებთან ბრძოლა, ჰაერის დაბინძურების პრევენცია ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ საწვავის ხარისხი გაუმჯობესებულიყო და ბენზინი ევრო 5-ის სტანდარტს დაახლოებოდა. სულ მალე, დიზელის საწვავიც ევრო ...

Read More »

რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან ბოლო 5 თვის მინიმუმზეა

რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან მკვეთრად შემცირდა და ომის დაწყების შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელზეა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სექტემბრის პირველ ორ კვირაში რუსეთისგან ექსპორტირებული ნავთობის მოცულობა დღეში დაახლოებით 3 მილიონი ბარელამდე შემცირდა. გასულ პერიოდთან შედარებით კლება დღეში დაახლოებით 900 ათასს ბარელს შეადგენს. Bloomberg-ის მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ჩინეთისა და ინდოეთის გაზრდილი მოთხოვნა რუსულ ნავთობს თავის პიკს მიუახლოვდება და აზიური ბაზრები ...

Read More »

მარტ-აგვისტოში ჩინეთმა რუსეთისგან $44-ის, ხოლო ევროკავშირმა $91,5 მილიარდის ენერგორესურსები იყიდა

მარტიდან აგვისტომდე, ანუ ფაქტობრივად, უკრაინის ომის დაწყებიდან, ჩინეთის საბაჟო სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთმა რუსეთისგან ნავთობი, გაზი და ქვანახშირი თითქმის 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. აღნიშნულია, რომ ეს 74%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ ჯერჯერობით ნახევარზე მეტი, ვიდრე ევროკავშირმა შეიტანა, მიუხედავად ევროპაში მიწოდების შემცირებისა – 91,5 მილიარდი ევრო. აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აგვისტოში რუსულ ქვანახშირზე ემბარგო დააწესა, ჩინეთმა შესყიდვები ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოში

2022 წლის იანვარ-ივნისში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ჯგუფების ნაწილისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტარიფი მცირედით შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ სემეკზე დაყრდნობით აქვეყნებს. 1000 კვტსთ-მდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებელი 20 თეთრს იხდის, 1000-დან 2500 კვტსთ-მდე 22 თეთრს, 2500-დან 5000კვტსთ-მდე 25 თეთრს, 5000-დან 15 000-მდე 26 თეთრს, ხოლო 15000 კვტსთ-ზე მეტის დახარჯვის შემთხვევაში 25 თეთრს. რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასებს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, აქ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  20 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.00  (+  0.65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.73  (+  0.62)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 10 მლნ ბარელი ნავთობის გაყიდვის შესახებ განაცხადა

აშშ-ის ხელისუფლებას გაყიდვაში გამოაქვს კიდევ 10 მილიონი ბარელი ნავთობი მისი სტრატეგიული მარაგებიდან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების ფარგლებში ნახევარი წლის განმავლობაში ეროვნული მარაგებიდან  1 მილიონი ბარელი ნავთობის/დღე-ღამეში გამოთავისუფლების  შესახებ. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საყრდნობით, იუწყება “მავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ენერგეტიკის სამინისტრომ დღეს გააკეთა განცხადება ნოემბერში სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 10 მილიონ ბარელამდე ნავთობის გაყიდვის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. ბაიდენმა 31 მარტს განაცხადა, ...

Read More »

აზერბაიჯანი წელს ევრო-5-ის დიზელს, მომავალ წელს კი ბენზინს აწარმოებს

აზერბაიჯანში წელს ევრო-5 სტანდარტის დიზელის საწვავის, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალში EURO-5 ბენზინის წარმოება იგეგმება. ამის შესახებ ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ემილ ალხასლიმ განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს. მისი თქმით, ქარხნის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები 2026 წლამდე გაგრძელდება, ხოლო პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. ემი ალხასლი ამბობს, რომ ...

Read More »

აგვისტოში ნავთობპროდუქტების მთლიანი იმპორტის 54% რუსეთზე მოდის

აგვისტოში საქართველოში $153.9 მლნ-ის 138.6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 76.6%-ით, ხოლო რაოდენობაში 9.3%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021 აგვისტო – $87.1 მლნ-ის 126.8 ათასი ტ). იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 61%-ით გაიზარდა. თუ შარშან აგვისტოში 1 ლიტრი საშუალოდ 0.69 დოლარი ღირდა, წელს აგვისტოში საშუალო ფასი 1.11 დოლარია. აგვისტოს ...

Read More »
Menu Title