Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა: 2021 წლის 24  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64,41 (+  3.62) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  61.18 (+ 3.42)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

იანვარ-თებერვლის თვეებში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 6,0 ათასი ტონა, რაც 6,4 ათასი ტონით ანუ 51,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,4 ათასი ტონა) შედარებით. 2021 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 68,3%  (4,1 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 13,3% (0,8 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 10% (0,6 ათასი ტონა) – იტალიიდან;  8,3% (0,5 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან. 2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 5,2 ათასი ტონა, რაც 2,5 ათასი ტონით ანუ 32,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,7 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 84,6% (4,4 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 15,4% (0,8 ათასი ტონა) – ერაყზე. 2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 4,4 ათასი ტონა, რაც 4,4 ათასი ტონით ანუ 50%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,8 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, იმპორტის  93,2% (4,1 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან. იმპორტის შემცირება ძირითადად განპირობებულია COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე.

Read More »

„აქციზის შემცირების შემთხვევაში, საწვავი მყისიერად 20 თეთრით გაიაფდება“

ბოლო რამდენიმე თვეა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები იზრდება. აღნიშნულ პერიოდში ფასი დაახლოებით, 1 ლიტრზე 60-65 თეთრით არის გაზრდილი. ფასის ზრდის მიზეზად ძირითად სახელდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მატება. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. საქართველოს ბაზარზე საწვავის გაძვირების კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ...

Read More »
Fitch-ი ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგზე კონკურენტის შიშს არ იზიარებს

Fitch ნავთობის ფასების ზრდას ვარაუდობს

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა შემდეგი ორი წლისთვის ნავთობის ღირებულების ზრდა დაანონსა. აღნიშნული გულისხმობს ნავთობზე მოთხოვნის უფრო მეტად ზრდას, ვიდრე ადრე იყო ნავარაუდები – წერს IA Finmarket. როგორც თავდაპირველი სცენარით იყო მოსალოდნელი, 2021 წელს Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება საშუალოდ 58 დოლარი იქნება ბარელზე, მაშინ როდესაც, დეკემბრის მოკვლევის თანახმად, მხოლოდ 45 დოლარი იყო 1 ბარელზე ნავარაუდები. WTI–სთვის ღირებულება მოსალოდნელი 45 დოლარიდან ...

Read More »
ნავთობის ფასი 40 დოლარზე დაბლა დაეცა

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი დაეცა. 2021 წლის 23  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  60,79 (-  3,83) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  57,76 (- 3,80)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
Saudi Aramco ნავთობმოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

Saudi Aramco 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ელის

Saudi Aramco 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ელის. ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა ამინ ალ-ნასერმა განაცხადა. ”წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ვვარაუდობთ, განსაკუთრებით აზიიდან”, – განაცხადა მან. მისივე თქმით, 2021 წლის ბოლოსთვის ნავთობპროდუქტების გლობალურმა მოთხოვნამ შეიძლება დღეში 99 მილიონ ბარელსაც კი მიაღწიოს. ”ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი 2021 წლის მიმართ. წლის მეორე ნახევარი უკეთესი იქნება, ”- დასძინა ალ-ნასერმა. მანამდე Saudi ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

საწვავი დღეს 3 თეთრით გაძვირდა

საწვავი კიდევ 3 თეთრით გაძვირდა 2.61 ლარის ნაცვლად 2.64 ლარი გახდა.“ერთი “დადებითი” ფაქტორია, თუ აქამდე საწვავის ღირებულება 5 თეთრიანი მარჟით იზრდებოდა ამჯერად 3 თეთრით გაიზარდა. მაგრამ, “უარყოფითი” ისაა, რომ პერმანენტულ გაძვირებებს შორის, თუ ადრე საშუალოდ 10 – 15 დღიანი ინტერვალი იყო, ამჯერად ეს ინტერვალი ერთ კვირამდე შემცირდა. ფაქტიურად, საწვავის გაძვირების ტემპი თუ ცნობილი იქნება, მარტივად შესაძლებელია ლარის გაუფასურების ტრენდის განსაზღვრა,” – განaცხადა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 19  მარტის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64,53 (+  1.25) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  61.42 (+ 1.42)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

საწვავის ფასის ზრდა თბილისსა და რეგიონებში გააპროტესტეს

გუშინ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, მოქალაქეებმა სამანქანო გზის გადაკეტვა სცადეს, რამაც პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია. ისინი საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდნენ. „გვინდოდა, რომ გადაგვეკეტა გზის სავალი ნაწილი, გადავედით ფეხით მშვიდობიანად, მაგრამ მოვიდა პატრულის ძალიან ბევრი თანამშრომელი, დაახლოებით, 80-90, შეიძლება მეტიც, გადაგვყარეს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მერე, ვეცადეთ გზის გადაკეტვას და ერთ-ერთი ჩვენი აქტივისტი დააკავეს. ახლა მივდივართ, კიდევ გვინდა გავაგრძელოთ აქციის მსვლელობა, მაგრამ პატრული ...

Read More »

OMV Petrom-ი საქართველოს ბიუჯეტში მილიონ 600 ათას დოლარს შეიტანს

კომპანია OMV Petrom აქტიურ სამუშაოებს მომავალი წლიდან დაიწყებს, წელს კი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში მომზადდება.  კომპანიას ექბნება მსოფლიო დონის ანგარიში. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს კომპანია ორ და სამგანზომილებიან სეისმურ კვლევებს, რომლითაც იდენტიფიცირდება წერტილები, სადაც პოტენციურად ყველაზე სანდო და შედეგიანი იქნება გასაბურღად. ამის შემდეგ დაიწყება ბურღვა და მხოლოდ ამის შემდეგ დადასტურდება ის მარაგები, რომელიც შესაძლოა არსებობდეს შავი ზღვის ამ სალიცენზიო ბლოკზე.  კონტრაქტის მიხედვით, კომპანია შავი ...

Read More »
Menu Title