მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა დაახლოებით 11,8 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტი განახორციელა (კონდენსატთან ერთად). ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 2021 წელს გასული წლის ანალოგირ პერიოდთან შედარებით, ნავთობის ექსპორტი 798 ათასი ტონით (6,3%) შემცირდა. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, აქედან 11.1 მილიონ ტონაზე მეტი კონსორციუმზე მოდის, ხოლო 653.8 ათასი ტონა – სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) წილზე.
Read More »