Tag Archives: #ნავთობკომპანიები

„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოში

2022 წლის იანვარ-ივნისში ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ჯგუფების ნაწილისთვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტარიფი მცირედით შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ სემეკზე დაყრდნობით აქვეყნებს. 1000 კვტსთ-მდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებელი 20 თეთრს იხდის, 1000-დან 2500 კვტსთ-მდე 22 თეთრს, 2500-დან 5000კვტსთ-მდე 25 თეთრს, 5000-დან 15 000-მდე 26 თეთრს, ხოლო 15000 კვტსთ-ზე მეტის დახარჯვის შემთხვევაში 25 თეთრს. რაც შეეხება ელექტროენერგიის ფასებს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის, აქ ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  20 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.00  (+  0.65)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  85.73  (+  0.62)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 10 მლნ ბარელი ნავთობის გაყიდვის შესახებ განაცხადა

აშშ-ის ხელისუფლებას გაყიდვაში გამოაქვს კიდევ 10 მილიონი ბარელი ნავთობი მისი სტრატეგიული მარაგებიდან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების ფარგლებში ნახევარი წლის განმავლობაში ეროვნული მარაგებიდან  1 მილიონი ბარელი ნავთობის/დღე-ღამეში გამოთავისუფლების  შესახებ. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საყრდნობით, იუწყება “მავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ენერგეტიკის სამინისტრომ დღეს გააკეთა განცხადება ნოემბერში სტრატეგიული მარაგებიდან კიდევ 10 მილიონ ბარელამდე ნავთობის გაყიდვის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში. ბაიდენმა 31 მარტს განაცხადა, ...

Read More »

აზერბაიჯანი წელს ევრო-5-ის დიზელს, მომავალ წელს კი ბენზინს აწარმოებს

აზერბაიჯანში წელს ევრო-5 სტანდარტის დიზელის საწვავის, ხოლო 2023 წლის მეორე კვარტალში EURO-5 ბენზინის წარმოება იგეგმება. ამის შესახებ ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ემილ ალხასლიმ განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს. მისი თქმით, ქარხნის მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები 2026 წლამდე გაგრძელდება, ხოლო პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. ემი ალხასლი ამბობს, რომ ...

Read More »

აგვისტოში ნავთობპროდუქტების მთლიანი იმპორტის 54% რუსეთზე მოდის

აგვისტოში საქართველოში $153.9 მლნ-ის 138.6 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 76.6%-ით, ხოლო რაოდენობაში 9.3%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე (2021 აგვისტო – $87.1 მლნ-ის 126.8 ათასი ტ). იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 61%-ით გაიზარდა. თუ შარშან აგვისტოში 1 ლიტრი საშუალოდ 0.69 დოლარი ღირდა, წელს აგვისტოში საშუალო ფასი 1.11 დოლარია. აგვისტოს ...

Read More »

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს. ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯია აღებული. ლაბორატორიული კვლევების დასრულების შემდეგ, სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, დეპარტამენტი, შესაბამის რეაგირებას მოახდენს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  19 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.38 (-0.97)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.08 (-1.16)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ყაზახეთი რეკორდული რაოდენობის ნავთობპროდუქტების წარმოებას გეგმავს

წელს ყაზახეთი ნავთობპროდუქტების რეკორდულ მოცულობას – 17 მილიონ ტონას გამოიმუშავებს. ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა შიმკენტისა და ატირაუს გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის გადადების შესახებ, რომლებიც შიდა ბაზარს დამატებით 150 000 ტონამდე დიზელის საწვავს მიაწვდის. გარდა ამისა, ეროვნული კომპანია „ყაზახეთი ტემირ ჟოლი“ 100 ათას ტონამდე დიზელის საწვავს შემოიტანს. ...

Read More »

ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირის პროტესტის შემდეგ შესაძლოა, რუსული ნავთობი შეიძინონ

ანალიტიკოსებმა დაასახელეს ახალი ბაზრები, რომლებიც შეძლებენ რუსული ნედლი ნავთობის 50%-მდე ყიდვას ევროკავშირის ქვეყნების პროტესტის შემდეგ. ამის შესახებ Bloomberg-ი Kpler-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს. „ინდონეზიას, პაკისტანს, ბრაზილიას, სამხრეთ აფრიკას, შრი-ლანკას და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანას მომავალ ზამთარს შეუძლიათ ერთად შეიძინონ 1 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობი რუსეთიდან“, – აცხადებენ ანალიტიკოსები. როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთს უკვე ემუქრება მნიშვნელოვანი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება უკრაინაში ომის ...

Read More »

სანქციების მიუხედავად, რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობის ფირმა აგრძელებს წარმოების ზრდას

როსნეფტის თქმით, წლის პირველ ნახევარში წმინდა შემოსავალი 13%-ით გაიზარდა და დაახლოებით 7,2 მილიარდი დოლარი შეადგინა — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი აქვეყნებს. დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობის ფირმა აგრძელებს წარმოების ზრდას. კომპანიის მიერ წიაღისეული საწვავის წარმოება გაიზარდა 1,5%-ით, ანუ დაახლოებით 4,85 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში. Rosneft Oil, რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობკომპანია, იტყობინება, რომ წლის პირველ ნახევარში მოგება 13%-ით გაიზარდა  და შეადგინა დაახლოებით ...

Read More »
Menu Title