Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  9 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.65 (+ 1.73)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  90.76 ( +  1.75)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა კვლავაც $100-ს ქვემოთ რჩება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,84 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 98,45 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

Goldman Sachs ამცირებს ნავთობის ფასის პროგნოზს III და IV კვარტალში

Brent-ის მარკის ნავთობის ფასის მორიგი დაცემა გამოწვეული იყო დაბალი ლიკვიდურობით და მრავალრიცხოვანი საფრთხის ზრდით, მათ შორის რეცესიის, ჩინეთის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკით კოროვირუსის მიმართ და ქვეყნის უძრავი ქონების სექტორში არსებული ვითარებით, აშშ-ში სტრატეგიული მარაგების გათავისუფლებით და რუსეთში მოპოვების აღდგენით. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით, იუწყებაა “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენი აზრით, ნავთობის ფასის ზრდის შესაძლებლობა რჩება მაღალი, თუნდაც ყველა ამ უარყოფითი ფაქტორის გათვალისწინებით, ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

როგორ შეიცვალა საწვავის ფასები საქართველოში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ

რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა მკვეთრი ზრდა დაიწყო. ომის დაწყებიდან მალევე Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 120 დოლარსაც კი გადააჭარბა. ნავთობის გაძვირებამ საწვავის შემოტანა კომპანიებს საქართველოშიც გაუძვირა და ადგილობრივ ბაზარზე ფასები რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა. ბოლო 2 თვეში ნავთობის ფასი დასტაბილურდა – Brent-ი დღეს 94 დოლარამდე ღირს, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობი კი 88 დოლარამდე, ...

Read More »

Petoro-ს გენერალური დირექტორი: „ნორვეგიის სახელმწიფოს არასოდეს მიუღია ასეთი დიდი შემოსავალი ნავთობის ბიზნესიდან”

ნავთობისა და გაზის რიგ საბადოებსა და მილსადენებში სახელმწიფო აქტივების მმართველი კომპანია Petoro-ს გენერალური დირექტორი კრისტინ კრაგსეთი ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდში შეტანილი რეკორდული თანხების შესახებ საუბრობს. 2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, პეტოროს ფულადმა ნაკადმა შეადგინა 234 მილიარდი ნორვეგიული კრონი, რაც 48 მილიარდით მეტია მთლიანი 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე. Petoro-ს მიერ მართული პორტფელის მეშვეობით ნორვეგიის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ყოველდღიურად 1,3 მილიარდ ნორვეგიულ ...

Read More »

ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა კვლავაც $90-ს ქვემოთ დარჩა

2022 წლის 5 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.33 (+1.21)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავათობის ფასმა შეადგინა  89.45 (+0.91)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ოპეკის გენერალურმა მდივანმა განმარტა “OPEC +”-ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ

OPEC+-ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების 100 ათასი ბარელით/დღეში გაზრდის შესახებ 2022 წლის სექტემბერში მიზნად ისახავს ბაზრის რეაქციის შესწავლას, რაც ახლა ძნელად პროგნოზირებადია მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების გამო. “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ განმარტება გააკეთე ოპეკის გენერალურმა მდივანმა ალ-ჰაისმა. მისი თქმით, სანავთობო ბაზარზე არსებული მკვეთრი რყევები მიმდინარე გლობალური ეკონომიკური პირობების გამო ართულებს მოპოვების დეფიციტის ან სიჭარბის პროგნოზირებას 2022 წლისთვის, ხოლო თავისუფალი ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

როდიდან გაიაფდება საწვავი საქართველოში – „არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კლება უკვე ასახულია“

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. 5 აგვისტოსთვის Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობი 94.5 ამერიკული დოლარი ღირს, WTI-ის ტიპის კი 89 დოლარამდეა შემცირებული. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს პირველ შემთხვევა, როდესაც ფასი 90-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. როდის აისახება ფასის კლება საქართველოში, სადაც, საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლებასთან ერთად, უკვე მეოთხე თვეა ლარიც მყარდება. ამ კითხვით „ბიზნესპრესნიუსმა“ „სენტა ოილ“-ის დამფუძნებელს, ზაალ იაკობიძეს მიმართა. ...

Read More »

რა შემოსავალი დაკარგა რუსეთმა ივლისში ნავთობისა და გაზის სექტორიდან?

სახელმწიფო ხაზინის ნავთობისა და გაზის დამატებითი შემოსავლების მოცულობა 74,7 მილიარდი რუბლით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იუწყება რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური. რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ელოდა, რომ ივლისში ქვეყნის ბიუჯეტი 259,1 მილიარდ რუბლს მიიღებდა, მაგრამ შედეგი თითქმის 30%-ით უარესი აღმოჩნდა. მონაცემების მიხედვით, ეს გამოწვეულია რუსული Urals კლასის ნავთობის ფასების დაცემით. ივლისში რუსული ხარისხის Urals ნავთობის საშუალო ფასი 78,41 დოლარამდე დაეცა ბარელზე, ...

Read More »

რუსეთმა ნავთობის ექსპორტისთვის ეგვიპტის პატარა პორტის სახით ახალი მარშრუტი იპოვა

რუსეთმა ნავთობის ექსპორტისთვის ეგვიპტის პატარა პორტის სახით ახალი მარშრუტი იპოვა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 24 ივლისს ეგვიპტეში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ელ-ჰამრას ნავთობტერმინალში დაახლოებით 700 000 ბარელი რუსული ნავთობი შეიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტეს რუსეთი იყენებს სატრანზიტო მარშრუტად, კერძოდ, მაზუთის გასატანად. ამასთან ერთად, ტერმინალი აშენდა ეგვიპტის დასავლეთ უდაბნოში წარმოებული ნედლი ნავთობის მოთავსების მიზნით და რუსული ნავთობის ადგილობრივთან შერევის შესაძლებლობას იძლევა. წყარო: “ტაბულა”

Read More »
Menu Title