Tag Archives: #ნავთობკომპანიები

JP Morgan – ნავთობის გლობალურმა ფასმა შესაძლოა ბარელზე $380 მიაღწიოს

JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გლობალურმა ფასმა შესაძლოა ბარელზე $380 მიაღწიოს. შეერთებული შტატებისა და ევროპის სადამსჯელო ზომებმა შესაძლოა აიძულოს რუსეთი, საპასუხო ზომების სახით ნედლი ნავთობის წარმოება შეამციროს. G7-ის ქვეყნები ამუშავებენ რთულ მექანიზმს რუსული ნავთობის ფასის დასაფარად, რათა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის ომის მანქანაზე ზეწოლა გამკაცრდეს. მოსკოვის ძლიერი ფისკალური პოზიციის გათვალისწინებით, ქვეყანას შეუძლია 5 მილიონი ბარელით შეამციროს ნავთობის ყოველდღიური წარმოება ეკონომიკისთვის ზედმეტი ზიანის ...

Read More »

საქართველო ყველაზე მეტ საწვავს რუსეთში ყიდულობს – მაისში იმპორტი 237%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის მაისში საქართველომ ყველაზე მეტი (52 500 ტონა) ბენზინი და დიზელი რუსეთში იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 237%-ითაა გაზრდილი. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მონაცემებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის მაისის იმპორტში რუსეთის წილი 53.3% იყო. იმპორტში მეორე პოზიციას იკავებდა რუმინეთი – 19 200 ტონა (19,5%), შემდეგ იყო თურქმენეთი – 12 900 ტონა (13,1%) და ბულგარეთი – 9 000 ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,8 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,8 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 415,6 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,6  მილიონი ბარელით  და შეადგინა  221,6  მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,6  მილიონი ბარელით და შეადგინა  112,4 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 12,1 ...

Read More »

სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა

სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტი გაიზარდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,  2022 წლის მაისის თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 10.6 ათასი ტონა, რაც 5.3 ათასი ტონით ანუ 100%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (5,3 ათასი ტონა) შედარებით და 0,5 ათასი ტონით ანუ 4,5%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელთან (11,1 ათასი ტონა) შედარებით. 2022 წლის მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 10,5 ათასი ტონა, რაც მთელი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,05% აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 124,68 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  30 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.78 (-0.37)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  109.77 (-0.01)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  27 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117.60 (-0.38)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.61 (-0.11)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ბაქო-სუფსის მილსადენის გაჩერების მიუხედავად საქართველოს დერეფანში ნავთობის გატარება არ შეჩერებულა

ბაქო-სუფსის მილსადენის გაჩერების მიუხედავად საქართველოს დერეფანში ნავთობის გატარება არ შეჩერებულა, ტვირთმა ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გადაინაცვლა, ტანკერების შევსება კი ჯეიჰანის პორტში ხდება. როგორც ოპერატორი კომპანია BP-ი აცხადებს, მილსადენისა და სუფსის ტერმინალის ექსპლუატაცია აზერბაიჯანის საერთაშორისო ოპერაციების კომპანიამ პოტენციური საფრთხეების გამო დროებით შეაჩერა. BP-ში ამ დროისთვის არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როდის შეიძლება აღდგეს მილსადენში ნავთობის გატარება, თუმცა განმარტავენ, რომ ბაქო-სუფსის მილსადენზე გეგმიური ტექნიკური ...

Read More »

განახლებადი ენერგიის სადგურების გადასახადების დიდი წილი ადგილობრივ თემებში უნდა გადანაწილდეს – GREDA

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინიციატივაა, განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდეს. ამასთან დაკავშირებით ასოციაციამ საკანონმდებლო ცვლილება მოამზადა. GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, პროექტის შინაარსი დიდწილად ეფუძნება ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატის (NVE) მიერ განხორციელებულ კვლევას, რომლის თანახმად, განახლებადი ენერგიის სადგურების მშენებლობისას არსებული სოციალური საკითხების დარეგულირების ერთ-ერთი წარმატებული მექანიზმი სწორედ ქონების ...

Read More »

თურქულ ადანაში ნავთობი აღმოაჩინეს – მარაგების ღირებულება 1 მილიარდი დოლარია

თურქეთის ადანაში, სადაც საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, ორ ჭაბურღილში მაღალი ხარისხის ნავთობი აღმოაჩინეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, იუწყება სააგენტო Anadolu. მისი თქმით, რეზერვების ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. წყარო: bfm.ge

Read More »
Menu Title