Tag Archives: #ნავთობკომპანიები

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 3,13 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 100,76 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ფინანსთა მინისტრი: საწვავის გაძვირების ტენდენცია თუ გაგრძელდება დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშავებთ

საწვავის ფასის ზრდის ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, მთავრობა დაზღვევის მექანიზმებზე მუშაობას განიხილავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. “საწვავთან მიმართებაში ნამდვილად გვაქვს ფასის მკვეთრი ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა ეს გამოწვეულია გარკვეულწილად იმ გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რომელიც რეგიონში და მსოფლიოში არსებობს. ბუნებრივია, საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული მოკლევადიან რყევებზე, თუმცა, მომავალში ზრდის ტენდენცია თუ გაგრძელდება, შესაძლებელია, დაზღვევის მექანიზმებზე ვიმუშაოთ. შესაძლებელია დაზღვეული იყოს როგორც ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,1 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,1 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 411,5 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 1,3 მილიონი ბარელით  და შეადგინა  247,1 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 1,6 მილიონი ბარელით და შეადგინა  120,3 მლნ ბარელი.

Read More »

იანვარში აზერბაიჯანში ყოველდღიურად 580,9 ათასი ბარელი ნედლი ნავთობის მოპოვება ხდებოდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მიმდინარე წლის იანვრის თვეში აზერბაიჯანში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატთან ერთად) შეადგინა 700,5 ათასი ბარელი. ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით Report ავრცელებს ინფორმაციას, რომ აქედან 580,9 ათასი ბარელი მოდის ნედლ ნავთობზე, ხოლო 119,6 ათასი ბარელი –  კონდენსატზე. აღსანიშნავია, რომ “OPEC+”-ის ქვეყნების მინისტრების 23-ე შეხვედრაზე მიღებული „თანამშრომლობის დეკლარაციის“ ფარგლებში, 2022 წლის იანვრის თვეში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვება  გაიზარდა კიდევ 7 ათასი ...

Read More »
სახელმწიფო კომპანიებისგან საწვავს 1.33–დან 1,47 ლარამდე ფასად შეიძენს

რამდენი ლარი ეღირებოდა საწვავი დღგ-სა და აქციზის გადასახადის გარეშე

კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში 2021 წლის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საწვავზე ფასის დადგენის ფაქტორებიც მიმოიხილა. სააგენტოს ინფორმაციით, ჩვეულებრივ პირობებში, ქვეყანაში საცალო ფასწარმოქმნაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: საწვავის თვითღირებულება (საერთაშორისო ფასი), ლარის გაცვლითი კურსი, ფასზე ასახვის დროითი შუალედი, მოთხოვნა და ბიზნეს მოლოდინები და კონკურენტების ქცევა. კონკურენციის სააგენტოს მიერ დასახელებულ ფაქტორებს შორის ვერ მოხვდა სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული გადასახადები — დღგ და ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფას კვლავ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2022 წლის 16 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 94.81  (+ 1.53)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  93.66  (+  1.59)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში საწვავზე ფასმა იმატა

საავტომობილო საწვავის ბაზარი კონკურენტულია – კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, 2021 წელს საავტომობილო საწვავის ბაზარზე კონკურენტული გარემო ჯანსაღია, თუმცა ეკონომიკური აგენტების მიმართულებით რეკომენდაციას გასცემს. „2013 წლიდან ბაზარზე დადებითი ცვლილებები შეინიშნება როგორც ბენზინის და დიზელის იმპორტის, ასევე საბითუმო და საცალო რეალიზაციის მიმართულებით. 2012 წელს, ბაზრის იმპორტის დონეზე წარმოდგენილი იყო 8 ეკონომიკური აგენტი, 2021 წელს მათი რიცხვი 39–ია. საცალო ბაზარზე 5 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 58%–ია, მაშინ როდესაც, ...

Read More »

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში მენავთობეები გაიფიცნენ

15 თებერვალს ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში, სადაც იანვარში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, გაიფიცნენ ნავთობკომპანია „ოზენმუნაიგაზის“ მუშები. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ავტოსადგურზე, საიდანაც ისინი ჩვეულებრივ მიჰყავთ ხოლმე ნავთობის საბადოებზე. ორგანიზაციის თანამშრომლებმა დამქირავებლისგან მოითხოვეს შრომის პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა. გარდა ამისა, გაფიცულები ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეწყდეს წამება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იანვრის მიტინგების დროს დაპატიმრებულები. „დამწუხრებული ვართ, რომ ჟანაოზენში დაწყებული მშვიდობიანი მიტინგი ყაზახეთის რამდენიმე რეგიონში ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 15 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 93,28 (- 3,20)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92,07  (- 3,39)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავი 5%-დან 9%-მდე გაძვირდა

2022 წელს ნავთობის ღირებულება იზრდება და ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. უკანასკნელი მონაცემებით, Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულებამ ბარელზე 93 აშშ დოლარს გადააჭარბა, WTI-ის ტიპის საწვავზე ფასმა კი 92 დოლარს. მსოფლიოში ნავთობზე ფასების ზრდის პარალელურად საწვავის ფასი საქართველოში ზრდის ტენდეციას ისევ ინარჩუნებს. უფრო კონკრეტულად, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს – Regular 92 ...

Read More »
Menu Title