Tag Archives: #ნავთობკომპანიები

წინა თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტი თითქმის 90%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტში ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მატება შეინიშნება, თუმცა ყველაზე მზარდი დინამიკა საავიაციო ნავთის იმპორტშია, რაც ტურიზმის გამოცოცხლებასა და ზოგადად, ავიაციაში გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნოემბერში თითქმის 90%-ით გაიზარდა სანავთობო ბიტუმის იმპორტი, თუმცა წლიურ ჭრილში იმპორტმა ამ მიმართულებით უმნიშვნელო კლება განიცადა, საავიაციო ნავთის იმპორტში 11 თვეში 244,4%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის ნოემბერში ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 23 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.85  (+ 1.56)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.79 (+  1.03)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,14%-ით, 1,62 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 77,45 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

“სოკარი” საქართველოში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

22 დეკემბერს, თბილისში კომპანია სოკარის საქართველოში მოღვაწეობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახა კალაძე, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიებაზე გამომსვლელთა მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სოკარი წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორსა და უმსხვილეს გადამხდელს საქართველოს სახელმწიფო ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 5.26%-ით, 3,79 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 75,83 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ყაზახეთი 2030 წლისთვის ნავთობის მოპოვებას 20%-ზე მეტით გაზრდის

2030 წლისთვის ყაზახეთი ნავთობის მოპოვებას 104,2 მლნ ტონამდე გაზრდის მიმდინარე 85,7 მლნ ტონიდან,  რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმის მ.მირზაგალიევმის განცხადების საფუძველზე, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ნავთობის მოპოვება გაიზრდება და 2030 წლისთვის 104,2 მლნ ტონას მიაღწევს. მინისტრის თქმით, ნავთობის მოპოვების მიზნის მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება მთელი რიგი პროექტებით. 2021 წლის დეკემბერში OPEC +-ის ფარგლებში ყაზახეთის კვოტა განისაზღვრა ოდენობით 1,556 მილიონი ბარელი ...

Read More »

საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო

საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო. „ვისოლის“ ქსელში ფასმა დღეს 5 თეთრით დაიკლო და როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიაში განუცხადეს, ფასის შემცირება მომავალი კვირიდან კვლავ გაგრძელდება. „ვისოლის“ ქსელში ეკო სუპერის ფასი 3.33 ლარი გახდა, ეკო პრემიუმის 3.25 ლარი, ეკო დიზელის 3.22 ლარი, ევრო დიზელის 3.17 ლარი, დიზელ ენერჯის კი 3.13 ლარი. ყველაზე მოთხოვნადი ევრო რეგულარის ფასი ჯერჯერობით კვლავ უცვლელია და 3.15 ლარია. რაც შეეხება ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 20 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.52  (- 2.00)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.23 (-  2.63)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ლუკოილი: “OPEC +”-ის შეთანხმება მომდევნო 20 წლის განმავლობაში იმუშავებს

“‘OPEC+”-ის ქვეყნების შეთანხმება, რომლის მიხედვითაც წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას არეგულირებენ, მომდევნო 20 წლის განმავლობაში იმუშავებს. “Lukoil”-ის ვიცე-პრეზიდენტის ლეონიდ ფედუნის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “OPEC+-ის გარიგება საჭირო იქნება სანავთობო ბაზრის განვითარების  ყველა სცენარის პირობებში . ჩცემი აზრით, ეს იქნება მინიმუმ მომდევნო 20 წლის განმავლობაში”, – განაცხადა მან. მისი აზრით, “OPEC +” გააგრძელებს თებერვალში ნავთობის მოპოვების გაზრდას მოცემული ტემპით, ანუ 400 ათასი ...

Read More »

Goldman Sachs ნავთობის ფასის 100 დოლარზე მაღლა გაზრდას პროგნოზირებს

Goldman Sachs-ის ექსპერტები უშვებენ 2023 წელს ნავთობის ფასის 100 დოლარამდე გაზრდას, Bloomberg-ზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთ კავშირი”. ექსპერტების აზრით, ამ ზრდის მთავარი მიზეზი იქნება, ერთი მხრივ, მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ნავთობის მიწოდების ძალიან ნელი ზრდა და მეორე მხრივ, ნედლეულზე მოთხოვნილების ზრდა 2022 და 2023 წლებში რეკორდულ დონემდე. Goldman Sachs-ის პროგნოზის თანახმად, 2022-2023 წლებში Brent მარკის ნავთობის ფასი იქნება საშუალოდ 85 დოლარი/ბარელზე. ...

Read More »
Menu Title