Tag Archives: ნავთობის ფასები

36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

36-37 დოლარი 1 ბარელზე – როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

არსებობს თუ არა საფრთხეების მოლოდინი რუსეთისგან, თუკი ნავთობის გაიაფება გაგრძელდება და როგორც მენავთობეები პროგნოზირებენ, შესაძლოა, ის 30 დოლარამდეც გაუფასურდეს? როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ანალიტიკოსების თქმით, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება პურის არარსებობას პოლიტიკური სანახაობით ანაცვლებს და რუსეთიც შიმშილის გადაფარვას მტრის ხატის პროპაგანდითა და კონფლიქტებით შეეცდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ რუსეთი თურქეთთან ცივი ომის პირობებში იმყოფება და რადგანაც ამ ორ ...

Read More »
ნავთობის მსოფლიო ფასები შესაძლოა 30 დოლარს მიუახლოვდეს

ნავთობის მსოფლიო ფასები შესაძლოა 30 დოლარს მიუახლოვდეს

ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს და შესაძლოა არა 2008 წლის, არამედ 2004 წლის ანტირეკორდი მოხსნას, როდესაც ბარელი 30 დოლარზე ოდნავ მეტი ღირდა. ეს პერსპექტივა განსაკუთრებით აშინებს რუსეთს, რომლის ბიუჯეტიც სერიოზული საფრთხეების წინაშე დგება. შედეგად სახელმწიფომ მენავთობეებს შესაძლოა შემოსავლების განაწილება მოსთხოვოს. სამშაბათს Brent–ის ფასი ბარელზე 40 დოლარს ჩამოსცდა, რომელიც ფსიქოლოგიურ ნიშნულად ითვლება. მოგვიანებით ფასმა 40,31 დოლარამდე აიწია. 40 დოლარის „ფსიქოლოგიურობა“ ძირითადად იმაში ...

Read More »
ნავთობის ფასი კვლავ მცირდება

ნავთობის ფასი კვლავ მცირდება

ნავთობის ფასი ისევ მცირდება ჩინეთის სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლების გამო და ნავთობის მსოფლიო მარაგების ბაზარზე ჭარბი რაოდენობის გამო. მომდევნო კვირის ბოლოს ვენაში ჩატარდება ოპეკის შეხვედრა, სადაც ირანი აპირებს ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ განცხადების გაკეთებას. რაც შეეხება აშშ დოლარს, იგი ამერიკაში „მადლიერების დღის“ დღესასწაულების ფონზე სტაბილურობას ინარჩუნებს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში. იქიდან გამომდინარე, რომ ბირჟები შეზღუდულ რეჟიმში მუშაობენ, ბაზარზე სავაჭრო სესიის ბოლომდე არ ...

Read More »
ნავთობის ფასი შესაძლოა 25 დოლარამდე ჩამოვიდეს

ნავთობის ფასი შესაძლოა 25 დოლარამდე ჩამოვიდეს

ნავთობის ფასი შესაძლოა 25 დოლარამდე ჩამოვიდეს, თუკი ოპეკის წევრი სახელმწიფოები ბაზრის სტაბილიზაციისთვის გეგმას დროულად არ შეიმუშავებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება ვენესუელას ნავთობის მინისტრმა ეულოხიო დელ პინომ გააკეთა. ვენესუელამ ოპეკის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ გაატარონ რიგი ღონისძიებები, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ნავთობის ღირებულება ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდოს. მინისტრის თქმით, სწორედ აღნიშნული ფასია საკმარისი, რათა მწარმოებლებმა არსებული ხარჯები დაფარონ და ასევე იფიქრონ შემდგომ ...

Read More »
ნავთობზე დაბალი ფასები გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება

ნავთობზე დაბალი ფასები გრძელვადიან პერიოდში შენარჩუნდება

დღეს ნავთობის ფასის მცირედი მატების მიუხედავად ანალიტიკოსები გრძელვადიან პერიოდში დაბალი საშუალო ფასის შენარჩუნებას ვარაუდობენ. Goldman Sachs-ის განცხადებით, ფასების ვარდნის რისკი საკმაოდ მაღალია, რადგანაც მარაგის სიჭარბე ისევ გრძელდება. ყველაზე დიდი სიჭარბე ამერიკულ მარაგებშია. აშშ-ს ნედლი ნავთობის მარაგი გასულ კვირაში 252 000 ბარელით გაიზარდა და 487.3 მილიონ ბარელს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ ნავთობის ბაზარზე ...

Read More »
International energy agency: ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს

International energy agency: ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) განცხადებით, ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს. სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, 2015 წლის შედეგებით ნავთობის სფეროში ინვესტიციები 20%-ზე მეტით შემცირდება. მისივე თქმით, ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. ექსპერტთა პროგნოზით, ნავთობზე დღე-ღამეში მოთხოვნა ყოველწლიურად 900 ათასი ბარელით გაიზრდება, 2040 წელს კი დღე-ღამის განმავლობაში მოპოვებული ნავთობის რაოდენობა 103,5 მილიონ ბარელს მიაღწევს. International energy agency-ის ექსპერტები 2016 ...

Read More »
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მთავრობებს ახალ პროგნოზებს სთავაზობს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო მთავრობებს ახალ პროგნოზებს სთავაზობს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აფრთხილებს მთავრობებს, რომ საკუთარი ენერგეტიკული პოლიტიკის ფორმირების დროს,  გათვლა ნავთობის დაბალ ფასზე არ გააკეთონ. რადგან 2016 წელს მიწოდება შესაძლოა შემცირდეს, ნავთობის სექტორში ინვესტიციების ვარდნისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოების შემცირების გამო. ამის შესახებ სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა დღეს განაცხადა. მისი აზრით, თუ ნავთობზე დღეს არსებული დაბალი ფასი შენარჩუნდა, სექტორში ინვესტიციების მოცულობა მომავალ წელს ერთი მეხუთედზე მეტით შემცირდება და ...

Read More »
Menu Title