აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,9 მილიონი ბარელით ანუ 0,2%-ით შემცირდა და შეადგინა 531,5 მლნ ბარელი. ბენზინის მარაგები შემცირდა 2,6 მლნ ბარელით, ანუ 1,1%-ით და შეადგინა 237 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები გაიზარდა 0,8 მლნ ბარელით ანუ 0,5%-ით და შეადგინა 152,2 მლნ ბარელი. ნავთობის რეზერვების სტრატეგიული მარაგები გასული კვირის განმავლობაში არ შეცვლილა და შეადგენს 696.0 მლნ ბარელს. ...
Read More »