Tag Archives: #პუტინი

ნავთობის ემბარგო ევროპაზე მეტად პუტინს დააზარალებს

გარკვეული დროის განმავლობაში ყოყმანის შემდეგ, ევროკავშირი რუსული ნავთობის უმეტესი წილის ემბარგოზე შეთანხმდა. ურალის ნედლი ნავთობის ძვირადღირებული ბრენტის ტიპის ნავთობით ჩანაცვლება ბლოკში ელექტროენერგიის ისედაც გაზრდილ გადასახადებს კიდევ უფრო გაზრდის. Rstad Energy-ს მონაცემებით, ევროკავშირი დღეში 3-დან 3.7 მილიონ ბარელამდე ურალის ტიპის ნავთობს ყიდულობს. ამ მოცულობის 75%-ის 120 დოლარის ღირებულების ბრენტის ტიპის ნავთობით ჩანაცვლება თვეში დანახარჯების სულ მცირე $2 მილიარდით ზრდას ნიშნავს. თუმცა, ევროკავშირის ეს ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განაცხადებით, რუსეთის „არამეგობრული ქვეყნები“ რუსულ ბუნებრივ აირს დოლარის და ევროს ნაცვლად, რუბლში შეიძენენ. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს გაზის მიწოდებას კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, თუმცა დასავლეთის ქვეყნებს ანაზღაურება რუსულ ეროვნულ ვალუტაში მოუწევთ. პუტინის თქმით, კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთის რეზერვების გაყინვით, დეფოლტი გამოაცხადა რუსეთის ფედერაციასთან.

Read More »

პუტინმა საუდის არაბეთის პრინცს უთხრა, რომ გლობალური ენერგომომარაგების პოლიტიზება მიუღებელია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთის პრინცთან საუბრისას განაცხადა, რომ გლობალური ენერგომომარაგების საკითხის პოლიტიზება მიუღებელია. პუტინი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს ტელეფონით დღეს ესაუბრა. კრემლის განცხადებით, საუბრისას ხაზი გაესვა „ორმხრივ ინტერესს პარტნიორობის შემდგომი ყოვლისმომცველი განვითარების მიმართ”. პუტინის უკრაინაში შეჭრამ რუსეთი ეკონომიკურად იმაზე მეტად იზოლირებული დატოვა, ვიდრე ეს იყო ათწლეულების განმავლობაში, ბევრი რუსული ბანკი მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას და მოვაჭრეებს არ ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი კრიპტოვალუტებით გადახდებს მხარს უჭერს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრიპტოვალუტების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. კრიპტოვალუტები მსოფლიოს მარეგულირებლების სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას ფულის გათეთრებისა და დანაშაულებრივი საქმიანობისთვის. “კრიპტოვალუტას აქვს არსებობის უფლება და შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც გადახდის საშუალება“,- თქვა პუტინმა CNBC-სთან ინტერვიუში, რომელიც კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა, პუტინის შეფასებით, ნაადრევია საუბარი ციფრული ვალუტის გამოყენებაზე ნავთობით და სხვა ...

Read More »

მოსკოვი გაზის სარქველებს „აჟღარუნებს“

ბლუმბერგი იუწყება, რომ რუსეთის გაზის მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ ევროკავშირისთვის გაზის გაყიდვები 2022 წლისთვის მას შემდეგ შეაჩერა, რაც გერმანულმა სასამართლომ უარყო მისი სარჩელი გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. გერმანიის გაზის მარეგულირებელმა უარი თქვა, რომ Nord Stream 2-ის მიმართ არ გავრცელდეს ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის ნორმები, რომლებიც უკრძალავს ერთ კომპანიას იყოს როგორც გაზმიმწოდებელი, ასევე, გაზსადენის მფლობელი. „გაზპრომისთვის“ ეს ნიშნავს, რომ ბალტიის ზღვის ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, დაახლოებით ათ დღეში დაიწყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რუსეთის ლიდერის თქმით, „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის მზად არის, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება გერმანიის მარეგულირებელ უწყებაზე. ამასთან, პუტინი ვარაუდობს, რომ გაზსადენის მეორე ხაზის მშენებლობა დასრულდება 1,5-2 თვეში. მისი თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის ევროპისთვის ეკონომიკურად ...

Read More »
Menu Title