SOCAR-სა და რუმინულ კომპანია Romgaz S.A-ს შორის გასული წლის 16 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2023 წლის იანვრიდან რუმინეთმა აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დაიწყო. ხელშეკრულება ითვალისწინებს ბუნებრივი აირის გეგმურ ტრანსპორტირებას საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის გავლით (ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) კომოტინის (საბერძნეთი) გასასვლელი წერტილიდან), რომელიც წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის სეგმენტს. აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ხელშეკრულება რუმინეთისთვის, პირველ აპრილამდე 300 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.
Read More »