Tag Archives: #რუსეთი

ევროპაში ენერგოკრიზისი მწვავდება – რუსეთის გამო ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულად გაიზარდა

ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისი მწვავდება, რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების გამო, ბუნებრივი გაზის ფასებმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ცივი ზამთრისა და ენერგოპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, რუსული სახელმწიფო კომპანიის, Gazprom-ის მიერ იამალ-ევროპის მილსადენში ბუნებრივი გაზის ნაკადის მარშრუტის შეცვლას მეგავატი ენერგიის ღირებულების თითქმის 50%-ით გაძვირება მოჰყვა. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Gazprom-ის გადაწყვეტილება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ამ გზით რუსეთი ევროპაზე წნეხს ახორციელებს, რომელიც, თავის მხრივ, ...

Read More »

აშშ მოუწოდებს ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული და საბანკო სანქციები მოამზადოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯონ ბაიდენის ადმინისტრაცია მოუწოდებს ევროკავშირის მოკავშირეებს, რუსული ბანკებისა და ენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტზე მუშაობა დაასრულონ. ამის შესახებ Bloomberg წერს. მისი ცნობით, სავარაუდოდ, სანქციები ერთობლივად ამოქმედდება, თუ კრემლი უკრაინაში შეიჭრება. მედიის ცნობით, დაჩქარების მიზეზი ისიცაა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანის ნიშნები არ აჩვენა. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ სანქციების კონკრეტულ ვარიანტებზე შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტს ძლიერ სიგნალს გაუგზავნის. ...

Read More »

რუსეთში, შესაძლოა, კრიპტოვალუტები აიკრძალოს

რუსეთის ცენტრალური ბანკი ქვეყანაში კრიპტოვალუტაში ინვესტიციების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ Report.ge წერს. მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ კრიპტო ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა რუსეთის ფედერაციის ფინანსური სტაბილურობისთვის რისკებს შეიცავს. ახალი რეგულაციების შემუშავებისთვის ცენტრალური ბანკი  ბაზრის მონაწილეებთან და ექსპერტებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აკრძალვა გავრცელდება კრიპტოვალუტის ახალ შესყიდვებზე, მაგრამ არა წარსულში შეძენილ ციფრულ აქტივებზე. 13 დეკემბერს რუსეთის ბანკმა გამოაქვეყნა დირექტივის პროექტი, რომელიც აფართოებს საინვესტიციო აქტივების სიას ...

Read More »

ენერგოკრიზისის პირობებში რუსეთი ევროპაში გაზის მიწოდებას ამცირებს

ნოემბერში რუსეთმა ევროპას მხოლოდ 12,7 მლრდ. კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. როგორც წესი, „გაზპრომი“ ევროპის გაზის მოხმარების 1/3-ს უზრუნველყოფს, მაგრამ ნოემბერში მისი წვლილი 6-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდება პანდემიამდელ მაჩვენებელს უკვე რამდენიმე თვის მანძილზე ჩამორჩება. ეს ხდება მსოფლიოში გაზზე მოთხოვნის ნახტომისებრი ზრდის, მწვავე დეფიციტის და კატასტროფულად მაღალი ფასების ფონზე. ევროპაში გაზის ექსპორტის შემცირება ასევე „დაემთხვა“ რუსულ-უკრაინული ურთიერთობების უკიდურეს ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპული პროექტია, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ბერკეტად არ უნდა გამოვიყენოთ

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპული პროექტია, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ბერკეტად არ უნდა გამოვიყენოთ, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში. „საჭიროდ არ მივიჩნევ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვების უკრაინაში რუსეთის ქცევასთან დაკავშირებას. ეს მხოლოდ ზიანს მიაყენებს ევროკავშირს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მხოლოდ რუსეთის ინტერესებში არ არის. გერმანია, ავსტრია და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც ისარგებლებენ ამ გაზსადენით. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპული პროექტია, რომელიც ...

Read More »

ბერლინისა და ვაშინგტონის შეთანხმებით, რუსეთისგან უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის შემთხვევაში, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ვეღარ ამოქმედდება

ბერლინსა და ვაშინგტონს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ახალი აგრესიის შემთხვევაში, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს ოპერირების უფლება არ ექნება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, ეს გაზსადენი ვეღარ ამოქმედდება“, – განაცხადა ბერბოკმა გერმანულ ტელევიზია ZDF-სთან საუბარში, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ შედგა. მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროპის ...

Read More »

აშშ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს სანქციებს არ დაუწესებს

ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ რუსულ ენერგო კომპანიებს სანქციებს დაუწესებს. აღნინულის შესახებ გამოცემა CNN აშშ-ის მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის ადმინისტრაციამ უკვე მოამზადა სანქციების ნაკრები, თუმცა პირველ ეტაპზე სანქციები არ გავრცელდება რუსულ ენერგოკომპანიებზე. ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგიის ფასებთან, ხოლო მკაცრმა სანქციებმა რუსული კომპანიების წინააღმდეგ, ნავთობისა და გაზის სექტორში შეიძლება შეერთებულ ...

Read More »

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენს დახურავს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენს დახურავს. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი აშშ-ის კონგრესში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ისა და გერმანიის მთავრობებმა შესაბამის შეთანხმებას მიაღწიეს. ამასთანავე, Reuters-ის ინფორმაციით, გაურკვეველია, შეთანხმდნენ თუ არა მხარეები სამხედრო აგრესიის განმარტებაზე. 7 დეკემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, „დემოკრატებმა“ მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან ის დებულებები ამოიღეს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. „რესპუბლიკელი“ სენატორი, ჯიმ რიში აცხადებს, ...

Read More »

ევროპარლამენტარი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს მოკლავს

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, მანფრედ ვებერმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალი აგრესია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტს მოკლავს. გერმანელი პოლიტიკოსი მიესალმა ნატოს მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომლის თანახმად, რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული ქმედება ძვირი დაუჯდება. „თუ პუტინი იარაღის გამოყენებას მიმართავს, ეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის დასრულებას ნიშნავს“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა. მისი თქმით, გერმანიის ახალმა მმართველმა კოალიციამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, ...

Read More »

რუსული Urals-ის ნავთობის ფასი 70 აშშ დოლარს ჩამოცდა

Urals-ის ნავთობის ფასი ბარელზე $ 70 $-ს ჩამოსცდა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  ნავთობის საშუალო ფასი 2021 წლის ნოემბერში ბარელზე 72,46 აშშ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის ნომემბერში Urals-ის ბრენდი ბარელზე საშუალოდ 72 დოლარი ღირდა. შეგახსენებთ, რომ ურალის საშუალო ფასი მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში შეადგენდა 65.96 აშშ დოლარს.

Read More »
Menu Title