Tag Archives: #საქართველო

ტანაპ

ყაზახური ნავთობის რუსული მარშურტის ალტერნატივად შესაძლოა, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენი გახდეს

უკრაინის ომმა ყაზახეთის ნავთობის ექსპორტს საფრთხე შეუქმნა, რაც ქვეყნის მშპ-ს, დაახლოებით, 14%-ს, ხოლო ექსპორტის 57%-ს შეადგენს. Eurasianet-ის ცნობით, ყაზახი ნავთობმწარმოებლები ერთ-ერთ ვარიანტად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამოყენებას განიხილავენ, რომელიც ყაზახური ნავთობის ნაწილს ისედაც ატარებს. ამჟამად ყაზახეთიდან ნავთობის ძირითადი ნაწილის ექსპორტი ხორციელდება მილსადენით, რომელიც ყაზახეთის დასავლეთით მდებარე საბადოდან რუსეთის სამხრეთით, შავ ზღვაში ნოვოროსიის ნავთობტერმინალამდე გადის. კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საკუთრებაში არსებული მილსადენის გამტარუნარიანობა ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის სტაბილურ ფასად მოწოდებას შევძლებთ

დღეს არ ველოდებით ჩვენი პირობების გაუარესებას და გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივი აირის სტაბილურ ფასად მოწოდებას, – ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რამდენად გარანტირებული შეიძლება იყოს მომხმარებელი იმისგან, რომ ბუნებრივი აირის საფასური არ გაიზრდება, იმის მიუხედავად, რომ არსებული ფასი კონტრაქტშია ჩადებული. „ჩვენ დღეს არ ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

როგორია საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე?

უკრაინის ომის ფონზე, ჩვენს ქვეყანაში კონფლიქტის პოტენციური ესკალაციის გარდა, საფრთხის შემცველი ის შედეგებია, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულებამ მოუტანოს. ამ მხრივ, მარცვლეულისა და ფულადი გზავნილების პარალელურად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რუსული ენერგეტიკა რჩება, რამაც ბევრად უფრო დიდი და განვითარებული ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა. ენერგეტიკული პროდუქტები, პირდაპირ თუ ირიბად, ჩვენს სამომხმარებლო კალათაში შედის და გავლენას ცხოვრების დონეზეც ახდენს. ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: საქართველოს მიზანია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის შეფასებით, საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯი და უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. მისი თქმით, მიზნის სრულად შესასრულებლად და ევროკავშირში შესვლის დასაჩქარებლად მნიშვნელოვანია უკეთესი კავშირების შექმნა და ფიქრი იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპის საერთო ბაზარზე. დეპუტატის განცხადებით, საქართველოს მიზანია, ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება რუსეთის ენერგო რესურსებზე. ...

Read More »

სამხრეთ კავკასიაში პირველი ბიოსფერული რეზერვატი საქართველოში დაარსდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში პირველი ბიოსფერული რეზერვატი საქართველოში დაარსდება. საქართველოში ბიოსფერული რეზერვატების ნომინაციის შექმნისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მომზადდა და მთავრობის სახელით, UNESCO-ს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო” სამდივნოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარუდგინა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პროექტის „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ ...

Read More »

აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ექსპორტი 39,8%-ითაა გაზრდილი

გასული წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველომ აზერბაიჯანიდან 16,9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც 39,8%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, თურქეთმა მიიღო დაახლოებით 7,7 მილიარდი კუბური მეტრი ზერბაიჯანული გაზი, ხოლო ევროპამ – დაახლოებით 7,3 მილიარდი. სამინისტროს მონაცემებში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანმა 39,7 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. აქედან, აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის ბლოკიდან მოპოვებულ იქნა ...

Read More »
ებრაული კომპანია ქართული ტყეების გადარჩენას გეგმავს

CNN: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ CNN სტატიას აქვეყნებს. საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და რეიტინგულ მედია პლატფორმებზე მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. ამჯერად, CNN-ზე საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია და ფოტო-კოლაჟი მომზადდა სათაურით – „იმოგზაურე და შეისწავლა საქართველოს ველური ბუნება.“ „უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, იზოლირებული მთებითა და ზღვით, ამავდროულად ევროპის, ...

Read More »
თურქეთმა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

როგორ მიმდინარეობს ენერგეტიკული რეფორმა საქართველოში

„ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალი წლიდან, როდესაც სრულმასშტაბიანად ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა ქვეყანაში, დავნერგოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინვესტორებს და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებით მეტი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა მცირე ჰესები, ქარისა და მზის ენერგოსადგურები, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ბაზრის ისეთ ფუნქციონირებას, რომ ენერგომომხმარებლებს, მაგალითად, ჩვენს მოსახლეობასა და მცირე ბიზნესს მიეწოდოს უწყვეტად ხარისხიანი ელექტროენერგია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით თურქმენული ნავთობის მიწოდება გაიზრდება

აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR და საერთაშორისო ტრიდერი Vitol ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. “SOCAR და Vitol შეთანხმდნენ წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირება განახორციელონ BTC მილსადენით. მიწოდება დაიწყება ოქტომბერში” – აცხადებს საინფორმაციო სააგენტო. SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით. Vitol-ის ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

რამდენად იმოქმედებს ვროპაში გაზის ფასის ისტორიული მაქსიმუმი საქართველოოზე?

ევროპის ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, საცავებში გაზის მარაგების დეფიციტისა და აზიაში მოხმარების ზრდის ფონზე, უახლოეს პერიოდში გაზი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს, ხოლო „გაზპრომის“ მიდგომა უკრაინული ტრანზიტისადმი ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს. პრობლემას აცნობიერებენ საქართველოშიც, თუმცა სპეციალისტები ამ გავლენას უშუალოდ ტარიფთან დაკავშირებით ვერ ხედავენ და აცხადებენ, რომ ქართველ მომხმარებელს გაზი, სულ მცირე, წლის ბოლომდე არ გაუძვირდება. ტრანს–კასპიური გაზსადენისა და ...

Read More »
Menu Title