Tag Archives: #საწვავი

მთვრალაშვილი: არ გამოვრიცხავ, საქართველომ რუსეთიდან საწვავი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღოს

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფასდაკლებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები ქართულ ბაზარზე მოხვდეს, რაც საქართველოში საწვავის ფასს შეამცირებს. „მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვა შემცირებულია, რადგან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და რიგი ქვეყნები უარს ამბობენ რუსული პროდუქტის შესყიდვაზე. შესაბამისად, დღეს რუსული ნავთობის ყოველდღიური გაყიდვები, უხეში გათვლით, 2 მლნ ბარელითაა შემცირებული. მომავალ თვეში შესაძლოა, 3 მლნ ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – რეალურად, საწვავზე ფასის შემცირებას ორკვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ

ენერგომატარებლების მაღალი ფასი იყო იმის განმაპირობებელი, რომ საქართველოში საცალო ქსელებში საწვავის ფასი რეკორდულად მაღალი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. „უკრაინის ომი აისახება არა მხოლოდ რეგიონის ეკონომიკებზე, არამედ გლობალურ ეკონომიკაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ენერგომატარებლები მაღალ ფასს ინარჩუნებს და ზუსტად ეს მაღალი ფასი იყო ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

საწვავი მალე 50-60 თეთრით გაიაფდება? – გაირკვა გზები, რომლითაც მთავრობა ნავთობპროდუქტების ფასს შეამცირებს

მთავრობა საწვავის ფასი შემცირების მექანიზმზე მუშაობს. რა მოდელი შეიძლება დამკვიდრდეს,  რაღაც კონტურები უკვე  ცნობილია. ნათელია, რომ საწვავზე გადასახადებს არ შეამცირებენ, თუმცა საუბარია ფასის დაზღვევის მექზნიმზე, ასევე აქციზის დიფერენცირებულ მოდელზეც, როდესაც სხვადასხვა მარკის საწვავი განსხვავებული განაკვეთით შეიძლება დაიბეგროს, რაც ფასების დაბალანსებას შეუწყობს ხელს. თუმცა ყველაზე ისაა, რომ მთავრობა კონკრეტულ ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებას საწვავის დაბალ ფასში შემოტანასტან დაკავშირებით. საწვავი გამუდმებით ძვირდება და ...

Read More »

დავით სონღულაშვილი: საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით

„საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა, შესაბამისად, მთლიანად დამოკიდებულია მსოფლიოს ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე. საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია განპირობებულია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესიით და გლობალური გეოპოლიტიკური კრიზისით. ყველაფრის გათვალისწინებით, ომის დაწყებიდან დღემდე გაზრდილი რისკების გამო, იზრდება ფასებიც, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებზე. ბუნებრივია, ეს ტენდენცია აისახება საქართველოზე, როგორც ღია ეკონომიკის ქვეყანაზე”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა პარლამენტის ...

Read More »
კახა კალაძე - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობები

კალაძე – საწვავის ფასზე: გამოსავალი არის ერთი – რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საწვავის ფასის დარეგულირების ერთადერთი გზა უკრაინაში ომის მალე დასრულებაა. როგორც მან ჟურნალისტებთან საწვავის ფასის მატებასა და საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა, მას ესმის ადამიანების, რომელთაც პროტესტი აქვთ, რადგან ის მათი ოჯახებისთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. „საწვავის ფასის ზრდა ცხადია. ამის მიზეზები არსებობს. ეს არის ომი, საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა, რაც ძალიან ცუდია. მესმის ადამიანების, ბენზინის ფასმა მოიმატა ...

Read More »

ვანო მთვრალაშვილი: „რუსული ნავთობპროდუქტების შემომტანი კომპანიებისთვის ფასი სავარაუდოდ, არ გაიზრდება“

რუსულ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების გამო, ფასდაკლებებია, რაც რიგ ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, ფასი მეტად არ გაზარდონ საწვავზე – ამის შესახებ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,360 გრადუსი“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა. ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში რუსული საწვავის წილი 16%-ია და სწორედ ბაზრის ამ ნაწილს ექნება შესაძლებლობა შეინარჩუნოს ფასები. ,,რუსეთიდან დღეს საქართველოში თავისუფლად შემოდის ნავთობპროდუქტები, ბენზინიც და დიზელიც. მინდა გითხარით, რომ კონკრეტულად ...

Read More »
მაისის თვეში საწვავის იმპორტი შემცირდა

რა ღირს დღეს საწვავი საქართველოში

საქართველოში საწვავის ფასი დღითი დღე იზრდება და ეს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზიც გახდა, ამიტომ ჩვენ დავინტერესდით ამ თემით და პერიოდულად მოგაწვდით ფასებს. რა არის საწვავის ფასის ზრდის მიზეზი – ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხიც საზოგადოებას დღეს ყველაზე მეტად აინტერესებს. ისევე, როგორც სხვა პროდუქტებზე, საწვავის ფასზეც მოქმედებს უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობა. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს სხვა ფაქტორები, ...

Read More »

ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა

2022 წლის 28 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  113.90 (-6.75)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.15 (-6.75)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დავით ჩიხელიძე: დიახ, საწვავის ფასებმა მოიმატა, მაგრამ აღნიშნულში მთავრობის დადანაშაულება უმეცრებაა

„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მთავრობა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს ხედავს და შესაბამის რეაგირებას ახდენს. დღევანდელი მოცემულობით ზოგადად მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, სამწუხაროდ რუსეთ-უკრაინის ომის მძიმე შედეგი ფაქტობრივად ყველა ქვეყანას შეეხო. დიახ, საწვავის ფასებმა მოიმატა, მაგრამ აღნიშნულში მთავრობის დადანაშაულება უმეცრებაა. სწორედ მთავრობის და ირაკლი ღარიბაშვილის სწორი მუშაობის შედეგია, რომ დღეს მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა გვაქვს, მათ შორის ფასების ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: საწვავზე ფასების კლებას ველოდებით

მთავრობა საწვავზე ფასების კლებას პროგნოზირებს. ლევან დავითაშვილის განმარტებით, იმპორტიორებს არსებული მარაგები პიკურ პერიოდში აქვთ შეძენილი, რაც არსებულ მაჩვენებლებს განაპირობებს. მინისტრი აქვე ამბობს, რომ საწვავზე გადასახადის გაუქმება არ განიხილება. “მთავრობაში დაზღვევის მექანიზმებზე ვმსჯელობთ. შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ინტერვენცია. საწვავზე გადასახადების გაუქმება არ არის ადეკვატური ზომა. დავაკვირდებით სიტუაციას. ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ასეთ საკითხებს, რათა ამას არ ჰქონდეს პრეცენდენტული სახე და იმოქმედოს ქვეყნის ...

Read More »
Menu Title