Tag Archives: #სემეკი

დენის ტარიფი – რეალური საფრთხე თუ “ღია კარის მტვრევა”

ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფი საშუალოდ 72%-ით გაძვირდა

2021 წლის პირველი იანვირდან საქართველოს კერძო ბიზნესისთვის და ყველა არასაყოფაცხოვრებო აბონენტისთვის ელექტროენერგიის ტარიფი მკვეთრად გაიზრდება. სემეკის მიერ დღეს მიღებული დადგენილების თანახმად, სხვადასხვა კატეგორიის ძაბვის ელექტროენერგიის ტარიფი ერთ კილოვატზე საშუალოდ 72%-ით იზრდება. ამასთან, სემეკის გადაწყვეტილებით, ფასების მატება უფრო მკვეთრი “ენერგო პრო ჯორჯიას” ქსელში იქნება, ვიდრე “თელასის” გამანაწილებელ ქსელში. 2021 წლის პირველი იანვრიდან “ენერგო პროს” ქსელში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფები ასე განისაზღვრება: 110-35 ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით გაძვირდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის გადაწყვეტილებით, “თელასისა” და “ენერგო პროს” აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი გაეზრდებათ. საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ტარიფი 3.5 თეთრამდე იზრდება, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის კი ტარიფი 10-დან 15 თეთრამდე იზრდება. დროებითი ტარიფების მიხედვით, რომელიც 6 თვიანი ვადით დაწესდა, “ენერგო პროს” სამომხმარებლო ტარიფი ასე გმაოიყურება: 0-101 კილოვატზე – 17.731 თეთრი;101-301 კილოვატზე – 21.707 თეთრი;301-ზე მეტ კილოვატზე – 26.227 თეთრი. რაც შეეხება “ენერგო პრო” ...

Read More »

GWP-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი გაიზარდა

სემეკმა GWP-ის, კერძოდ ჟინვალჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის 0,544 თეთრით გაზარდა. აქამდე მოქმედი ტარიფი შეადგენდა 2,177 თეთრს კილოვატ/საათზე. მომავალი 3 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2.721 თეთრით განისაზღვრა. გადაწყვეტილება ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.

Read More »

“ენერგო პროს” აბონენტებისთვის ელექტროენერგია კილოვატზე 3.5 თეთრით გაძვირდა

სემეკმა დღეს “ენერგო პროს” სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების განახლების შესახებ იმსჯელა. სემეკის დადგენილებით, კომპანიისთვის ტარიფები დროებით, 6 თვის ვადით განისაზღვრება. დროებითი ტარიფი სამომხმარებლო აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით ერთ კილოვატზე 3.494 თეთრით ძვირდება, რის შედეგადაც სამოხმარებლო ტარიფი ასე განისაზღვრება:  1) თვეში 0-101 კილოვატი – 17.731 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი; 2) თვეში 101-301 კილოვატი – 21.707 თეთრი, ზრდა 3.494 თეთრი; 3) თვეში 301+ კილოვატი – ...

Read More »

სემეკის პროექტით, “თელასის” აბონენტებისთვის ელექტროენერგია კილოვატზე 3.5 თეთრით ძვირდება

სემეკმა დღეს თელასის სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების განახლების შესახებ იმსჯელა. სემეკის მიერ წარდგენილი პროექტით, კომპანიისთვის ტარიფები დროებით, 6 თვის ვადით განისაზღვრება. დროებითი ტარიფი სამომხმარებლო აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით ერთ კილოვატზე 3.498 თეთრით ძვირდება, რის შედეგადაც სამოხმარებლო ტარიფი ასე განისაზღვრება: 1) თვეში 0-101 კილოვატი – 18.041 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;2) თვეში 101-301 კილოვატი – 22.053 თეთრი, ზრდა 3.498 თეთრი;3) თვეში 301+ კილოვატი ...

Read More »

მთავრობა საწარმოებს ელ. ენერგიის ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობის 50%-ს დაუსუბსიდირებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში, კომპანიებს, რომლებიც პირველადი წარმოების პროდუქტს ქმნიან, ელექტროენერგიის გაზრდილი ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუსუბსიდირდებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ განცხადების პარალელურად სემეკში მიმდინარეობდა სხდომა, სადაც ელექტროენერგიის ტარიფი მომდევნო 5 წლის ვადით უნდა განესაზღვრათ. სემეკის პროექტით არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფების ზრდა ერთ კილოვატზე 11 თეთრზე მეტად ძვირდება. 110-35 კვ. – 27.370 თეთრი- ზრდა ...

Read More »
ნარმანია

ნარმანია: “სემეკი დენის ტარიფის დადგენისას ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს”

ელექტროენერგიის დღეს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს, რომელიც 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა, ვადა ეწურება, ამიტომ წლის ბოლომდე სემეკმა ახალი ტარიფი უნდა დაადგინოს, რომელიც ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევა. ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ ხვალ იმსჯელებს. სანამ სემეკი კომპანიების არგუმენტებს მოისმენს და შესაბამის გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯია“ აანონსებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. თავის მხრივ, მარეგულირებელი ჯერ კონკრეტულს ...

Read More »

თურნავა: დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი დაბალანსებულ გადაწყვეტილებას მიიღებს

დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. მინისტრის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის დადგენა სემეკის პრეროგატივაა. „გასაგებია, რომ კრიზისი განსაკუთრებით ფინანსური კრიზისი პანდემიის დროს ბევრ კომპანიას შეეხო. რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, იცით რომ საქართველოში კანონმდებლობის თანახმად, ტარიფების დადგენას დამოუკიდებელი რეგულატორი, სემეკი ახორციელებს, რომელიც ...

Read More »

სემეკი სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით საჯარო სხდომას გამართავს

სამომხმარებლო ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით, რამოდენიმე ენერგო კომპანიის მიმართვის გამო, სემეკი დიტანციურ საჯარო სხდომის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე ავრცელებს: “ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სემეკი დაინტერესებულ პირებს 29 დეკემბრის სხდომაზე დისტანციურ მონაწილეობას სთავაზობს. კომისია 29 დეკემბერს, საჯარო სხდომაზე განიხილავს კომპანიების – სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მომართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან ...

Read More »

სემეკმა გამანაწილებელ კომპანიებს მრიცხველის ჩვენებების გასწორება დაავალდებულა

სემეკმა გამანაწილებელ კომპანიებს წესების დაცვა დაავალდებულა. როგორც სემეკში აცხადებენ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიმართა არაერთმა მოქალაქემ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ისარგებლეს კომუნალური სუბსიდიით, გამანაწილებელი კომპანიების მიერ მრიცხველების ვადაგადაცილებით წაკითხვის გამო. კერძოდ, მათივე ინფორმაციით, კომპანიებმა მრიცხველებზე ანათვალი აიღეს არა 30-ე დღეს, როგორც ითვალისწინებს კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები, არამედ 32-ე და 33-ე დღეებზე. “კომისიამ გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა აღნიშნული დარღვევის ...

Read More »
Menu Title