Tag Archives: #სემეკი

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტში არსებულ სერვისებს სიახლეები დაემატა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სახლის ფილიალებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების  არსებულ კომუნალურ სერვისებში 2 სიახლეა. – სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლში დააფიქსირონ ინფორმაცია სოციალურად დაუცველი სტატუსის შესახებ და ელექტროენერგიის საფასურის გადახდისას ისარგებლონ  დაწესებული შეღავათებით (მოხმარებული ელექტროენერგიის გადაუხდელობაზე ყოველი თვის 16 ან ...

Read More »

სემეკმა და შპს „ენგურჰესმა“, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, დევნილ ახალგაზრდებს კაშხალზე უმასპინძლა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და შპს „ენგურჰესმა“, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით, დევნილ ახალგაზრდებს კაშხალზე უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტურის მონაწილეებს „ენგურის ტურისტული ცენტრის“ თანამშრომლებმა თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები აჩვენეს, რომელიც დამთვალიერებლებისათვის აქამდე მიუწვდომელი იყო. „ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია, რა დროსაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კაშხლის ხიდი, დისკური ...

Read More »

მაია მელიქიძემ USAID-ის მიერ ორგანიზებულ ენერგეტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტმა, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში, რომელზეც  განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ იმსჯელეს. მაია მელიქიძემ ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ და მიმოიხილა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, სახელმწიფოს როლი ენერგეტიკასა და განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის საკითხებში. აქვე, ...

Read More »

გაზის ტარიფი არც ბიზნესისთვის უნდა იყოს დაურეგულირებელი – სემეკი ინიციტივით გამოვიდა

ერთ კვირაში კომერციული გაზის ტარიფი იზრდება, რომელიც ბიზნესისთვის დიდ ცვლილებებს გამოიწვევს. საბოლოოდ კი ყველაფრის გადახდა მომხმარებელს მოუწევს. ამჟამად არავითარი ბერკეტი არ არსებობს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის ფორმირებაში რომელიმე უწყება ჩაერიოს. უძლურია მთავრობაც კი. შესაბამისად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ წამოაყენა წინადადება, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფის დადგენაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 2007 წელს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე „კონკურენციის განვითარებისა და განაწილების ...

Read More »

რა ელის „თელასს“ რუსული „ინტერ რაოს“ სანქცირების შემთხვევაში – ნარმანიას განმარტება

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ინტერ რაოს“ სანქცირების შემთხვევაში, „თელასში“, სადაც რუსული კომპანია 75%-იან წილს ფლობს, სპეციალური მმართველი დაინიშნება. როგორც ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, სემეკს გეგმა უკვე მზად აქვს. „კომისიაში მომზადდა გადაწყვეტილების პროექტი, ვინაიდან ეს არის სენსიტიური საკითხი, კომუნალური სერვისების მიწოდებაა, იქ შეფერხება არ უნდა მოხდეს. თუ „ინტერ რაო“ სანქციებში მოხვდება, ეს შეეხება „თელასს“ – კომპანიას, რომელშიც ...

Read More »

სემეკში „თვინინგის“ ახალი პროექტი იწყება

16 ივნისს, 11:00 საათზე სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში „გარდენ ჰოლი“ გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ მე-5 პროექტის „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. ღონისძიებას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და პროექტის ...

Read More »

ენერგოსექტორში ინვესტიციების აუცილებლობის საკითხებს სემეკის რეგიონულ კონფერენციაზე განიხილავენ

„ინვესტიციები  და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები ენერგეტიკის სექტორში“ – ამ სახელწოდების ორდღიან რეგიონულ კონფერენციას სემეკი მასპინძლობს. ღონისძიება სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში 14 ივნისს გაიხსნა. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თავის პანელზე „ინვესტიციების აუცილებლობა – საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების დღის წესრიგი“ დეტალურად მიმოიხილა ელექტროენერგეტიკის დარგში არსებული მდგომარეობა, პერსპექტივები და ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც გასატარებელია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. დავით ...

Read More »

დავით ნარმანია – ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ტარიფის მატების საფუძველი ამ ეტაპზე კომისიას არ აქვს. „მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს როგორ ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ...

Read More »

სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 14 -15 ივნისს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია – „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ გაიმართება. კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ...

Read More »

14-15 ივნისს თბილისში რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 14 -15 ივნისს,  „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია – „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community), სხვადასხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორი და საინვესტიციო ...

Read More »
Menu Title