Tag Archives: #უკრაინა

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი მიესალმება აშშ-ის განზრახვას უარი თქვას Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება აშშ-ის განზრახვას უარი თქვას Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. „პრეზიდენტი პუტინი ვაშინგტომნში გაკეთებულ განცხადებებს გაეცნო და რუსეთი ამ განცხადებებს მიესალმება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპაში უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტზე უარს არ იტყვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა ...

Read More »

უკრაინის პრემიერი ამერიკელ სენატორებს: Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა არ დაუშვათ

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციები ამჟამად ერთადერთი ეფექტური ინსტრუმენტია რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დროს. „ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი გამოიყენეთ, რათა Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა არ დაუშვათ. ამ პროექტის დასრულება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა დენის შმიგალმა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება. „მივიჩნევ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება. ყირიმის წასაღებად და სავაჭროდ, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო. ასე ყირიმის საკითხი ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა. ნორმანდიის ფორმატშიც წამოვაყენე ეს საკითხი. ყველა მხარე ამბობდა, რომ ყირიმი მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხი არ არის. ამიტომაც გადავწყვიტე ყირიმის პლატფორმის შექმნა. გვესმოდა, რომ ყირიმის ოკუპაცია დავიწყებას ...

Read More »

SOCAR-მა უკრაინას 0.3 ათასი ტონა საავიაციო საწვავი მიაწოდა

მიმდინარე წლის აპრილში, SOCAR Energy Ukraine– მა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შვილობილმა კომპანიამ, უკრაინაში 0.3 ათასი ტონა საავიაციო საწვავი შემოიტანა. აზერბაიჯანული კომპანიის მიერ ქვეყანაში შემოტანილი საწვავი მომარაგდა ლიტვიდან. იმპორტის მოცულობა შემცირდა 0.6 ათასი ტონით, ანუ, სამჯერ შემცირდა მარტთან შედარებით. წლიურ ჭრილში, ანუ 2020 წლის აპრილთან შედარებით, საავიაციო საწვავით უკრაინის მომარაგება ლიტვიდან გაიზარდა 60% -ით, ანუ 1.3 ათასი ტონით.  აპრილში ბელორუსმა უკრაინას 4,9 ათასი ტონა საავიაციო საწვავი ...

Read More »

უკრაინამ რუსეთიდან და ბელორუსიიდან ელექტრო ენერგიის იმპორტი შეწყვიტა

უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ქსელის სისტემის ოპერატორის, Ukrenergo-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეწყდა. უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წლის შემოდგომაზე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვას ითხოვს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ ენერგეტიკის და კომუნალური მომსახურების დარგში სახელმწიფო რეგულირების განმახორციელებელ ნაციონალურ კომისიას რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტის აკრძალვისკენ მოუწოდა. მარეგულირებელი ორგანოსადმი გაგზავნილ წერილში მინისტრი ენერგეტიკული თანამეგობრობის არაწევრი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეუზღუდაობის უკრაინის სტრატეგიულ მიზნებთან და უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან შეუთავსებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ელექტროენერგიის იმპორტი აუარესებს მწარმოებელთა ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და გავლენას ახდენს ...

Read More »

აზერბაიჯანი უკრაინაში ნავთობის ერთადერთი მიმწოდებელია

აზერბაიჯანი უკრაინაში ნავთობის ერთადერთი მიმწოდებელია. იანვარ-აპრილში უკრაინამ ნავთობის იმპორტი 16,2% -ით (72,74 ათასი ტონით) შეამცირა და 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  და 377,38 ათასი ტონას გაიტოლდა.   2021 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში უკრაინამ იყიდა 142,6 მლნ აშშ დოლარის ნავთობის ნედლეული, რაც 18,4% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელი (174,78 მლნ აშშ დოლარი). უკრაინაში ნავთობის იმპორტის მთელი მოცულობა აზერბაიჯანულია.  2020 წლის იანვარ-აპრილში უკრაინას ნავთობის ...

Read More »

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედებამ შეიძლება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაფინანსების გასაგრძელებლად ეკონომიკური წინაპირობები შექმნას, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გერმანულ გამოცემა, „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პროექტის ამოქმედება ქვეყნისთვის არა მხოლოდ წლიური შემოსავლის რამდენიმე მილიარდი ევროთი შემცირებას ნიშნავს, არამედ ეს არღვევს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, კიევის პოზიცია პროექტთან მიმართებაში უცვლელი რჩება, რადგან ეს, უპირველესად, ...

Read More »

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო რუსეთთან ერთიან ენერგოსისტემაზე უარის თქმას გეგმავს

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, იური ვიტრენკომ განაცხადა, რომ საჭიროა უკარაინამ უარი განაცხადოს რუსეთთან და ბელორუსთან გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემაზე და შეუერთდეს ევროპულ სისტემას. ”ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვეთიშოთ ბელორუსისა და რუსეთის ერთიან ენერგოსისტემას და შევუერთდეთ ევროპულ სისტემას. აღნიშნული იქნება ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა – ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, ნორმალური ბაზარი, სადაც არ არის მონოპოლისტების თვითნებობა, სადაც ნორმალური გამჭვირვალე ფასია ...

Read More »

რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი მინიმუმამდე შემცირდა

2020 წელს რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით 38 პროცენტით დაეცა და ყველაზე დაბალი იყო საბჭოთა პერიოდის შემდეგ. ნათქვამია “უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის” ხელმძღვანელის სერხი მაკოგონის “ეკონომიკური სიმართლე”-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე თქმით, გასულ წელს “გაზპრომმა” უკრაინის ტერიტორიაზე 55.8 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გადაქაჩა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში. შედეგად, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა დატვირთული იყო 30 პროცენტზე ...

Read More »