
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და ირიგაციის სექტორებში ცოდნა-გამოცდილების გაზიარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, თემატური კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მიზანია ხელი შეეწყოს აკადემიურ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობა მრავალმხრივ შესაძლებლობას იძლევა მჭიდრო კავშირების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება ვაკანსიების, სტაჟირებისა თუ პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ასევე, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკებისა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, პრაქტიკაში გაეცნონ სექტორის რეგულირების პრინციპებს და მიიღონ მეტი გამოცდილება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ფლაგმანი უმაღლესი სკოლის მისიაზე ენერგეტიკისა და მისი მომიჯნავე საინჟინრო დარგებისთვის ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და მათი პროფესიონალებად ფორმირების, ასევე, სექტორში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მხრივ.„ვიმედოვნებთ, სემეკის ბაზაზე მოქმედ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, პარტნიორობა კი გააძლიერებს აკადემიურ საზოგადოებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს, შექმნის ახალ პლატფორმებს ერთობლივი კვლევისა და ინოვაციისთვის, ხოლო ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება და სამომავლოდ, შეძლონ კარიერული განვითარება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ ისეთი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციასა და პროგრესს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უნივერსიტეტში გაიმართა ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები და ძირითადი ასპექტები“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა და დარგის ექსპერტებმა.ღონისძიება გახსნეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა ქეთევან ქუთათელაძემ. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიები, ადგილზე გაეცნენ პრაქტიკული სწავლების პროცესს.დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში:„დღეს ჩვენ გავეცანით ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიებს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სწავლების პროცესში. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ენერგეტიკის ფაკულტეტზე მიიღონ თეორიული და პრაქტიკაზე დამყარებული ფუნდამენტური ცოდნა, რაც უმნიშვნელოვანესია პროფესიონალ ენერგეტიკოსად ჩამოყალიბებისთვის. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის ფაკულტეტს 95-წლიანი ისტორია აქვს და არის ლიდერი ენერგეტიკის დარგის სპეციალისტების მომზადების კუთხით.სემეკი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. კომისიაში დასაქმებული არაერთი პროფესიონალი ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. კომისიაში სტაჟირება გაიარა ტექნიკური უნივერსიტეტის 18-მა სტუდენტმა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე წარმატებით დასაქმდნენ არა მარტო კომისიაში, არამედ ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებში. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებას, ახალგაზრდების მოზიდვას ენერგეტიკის სექტორში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.დავით გურგენიძის განცხადებით, ენერგეტიკის დარგის განვითარების გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგებისა და ქვეყნის ეკონომიკის ეფექტიანი განვითარება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციებისა და ინდუსტრიების მჭიდრო პარტნიორობით უნდა განხორციელდეს.„ენერგეტიკის სექტორი საქართველოს მდგრადი განვითარების და ტექნოლოგიური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ენერგეტიკის სისტემაში. ძლიერი, ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის გარეშე შეუძლებელია სხვა საინჟინრო დარგების ეფექტიანი განვითარება და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, უნივერსიტეტმა, ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა და ინდუსტრიებმა, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ და ერთად ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალთა ახალგაზრდა თაობა.უნივერსიტეტის პასუხისმგებლობაა სტუდენტებს მისცეს არა მხოლოდ მყარი თეორიული საფუძველი, არამედ თანამედროვე ინდუსტრიული მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. ჩვენი მისიაა ისეთი სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადება, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დააკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს და გლობალურ გამოწვევებზეც შეძლებენ რეაგირებას”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე.

სახელმწიფო საწარმოს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა.როგორც სახელმწიფო კომპანიის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლიდან 2025 წლამდე ზარდიაშვილი მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.ზარდიაშვილი იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ასევე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2007-2010 წლებში ქ. თბილისის მერიაში იკავებდა სხვადასხვა მმართველობით პოზიციას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, სემეკში სკოლის მოსწავლეებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა. ლექციას ესწრებოდნენ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის, ქ. თბილისის 166-ე და 54-ე საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები.სემეკის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სკოლის მოსწავლეებს გააცნო მარეგულირებელი კომისიის როლი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებაში. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორის განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პროფესიონალ კადრებზე:„სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია, დავაინტერესოთ სკოლის მოსწავლეები ენერგეტიკის სექტორით, მივაწოდოთ მათ მეტი ინფორმაცია, რათა შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება პროფესიის არჩევისას. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას, შესაბამისად, დარგის განვითარება ხელს შეუწყობს უფრო მეტი სარგებლის მოტანას როგორც სექტორისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. დღეს, მოსწავლეებს ლექციის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მივაწოდეთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვუმასპინძლოთ სხვა სკოლების მოსწავლეებსაც“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.საჯარო ლექციის ფარგლებში, მოსწავლეები პრაქტიკაში გაეცნენ ინოვაციური ელექტრო მოწყობილობების შესაძლებლობებს, დაათვალიერეს მზის პანელები, რომლის საშუალებითაც ხდება ელექტროენერგიის გამომუშავება სემეკის ელექტროენერგიის მოხმარების დასაკმაყოფილებლად. ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია წარადგინა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, თორნიკე აფრიაშვილმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის დაიწყო პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის თაობაზე მათი ცნობიერების დონის ამაღლება.ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა ქ. თელავის 10 საჯარო სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლეს გააცნეს პროექტის მიზნობრიობა და მონაწილეობის პირობები. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოეწყობა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. ამასთანავე, მათთვის მოეწყობა საზაფხულო სკოლა. პროექტის პარტნიორია კორპორაცია „ქინძმარაული“.სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პრიორიტეტია ენერგეტიკის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლება, განახლებადი ენერგიების ათვისებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ მათი ინფორმირება, ამასთანავე პროფესიის არჩევისას ენერგეტიკის სექტორით მათი დაინტერესების გაზრდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გივი სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) 22-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაში, რომელიც ომანის სასულთნოში, ქ. მასკატში გაიმართა.გივი სანიკიძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეები და დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმის მოსამზადებელი ეტაპის შესახებ, რომელიც ქ. თბილისში 2026 წელს ჩატარდება. კომისიის წევრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სემეკის მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლევან ენუქიძემ.ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი, ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ენერგეტიკის სფეროში ინვესტორების მხრიდან დიდი აქტივობა შეინიშნება, მათ შორის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებიდან, - ამის შესახებ „საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.მისივე თქმით, ენერგეტიკის სფეროს განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. დავით მირცხულავას შეფასებით, დღეს რიგი პროცესების დროში გაჭიანურება პროექტების განხორციელებას პრობლემებს უქმნის."წარმატებული ენერგეტიკის განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტი საინვესტიციო გარემოა, რომლის მნიშვნელობაც ძალიან დიდია. წინა კვირაში რამდენიმე შეხვედრა გვქონდა დიდ ჩინურ კომპანიასთან და ასევე, დასავლეთის 2 ქვეყნის კერძო ინვესტორებთან, რომლებიც გარკვეული მიმართულებებით მოღვაწეობას გეგმავენ. თვითონ ქვეყნის მხრიდან საინვესტიციო გარემოსთვის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია.პრობლემები არის, რომელიც ძალიან სწრაფად არის გადასაწყვეტი, რომლებიც აწუხებთ როგორც ქვეყანაში შემომსვლელ ინვესტორებს, ისე ადგილობრივად მოღვაწე დეველოპერებს. პრობლემა დაკავშირებულია დროსთან. ეს ნიშნავს იმას, რომ მრავალი პროცედურა, მათ შორის, ნებართვების გაცემა და ა.შ. დროში არის გაჭიანურებული, რაც დიდ პრობლემას უქმნის პროექტების განხორციელებას. შესაბამისად, კარგი იქნება ამ პრობლემაზე ვიფიქროთ", - აცხადებს დავით მირცხულავა.მანვე აღნიშნა, რომ "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის" პროექტი უმნიშვნელოვანესია და მას შესაძლოა საქართველოს ეკონომიკასა და ენერგეტიკაზე შესაძლოა იმაზე გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე იმ მეგაპროექტებს, რომლებიც გაზსადენების და ნავთობის ტრანზიტთან იყო დაკავშირებული.bp.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის იწყება პროექტი, სახელწოდებით „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის თაობაზე მათი ცნობიერების დონის ამაღლება.ქ. ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა შეხვედრა 5 საჯარო სკოლის 100-ზე მეტ მოსწავლესთან, სადაც ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს პროექტის მიზნობრიობა და მონაწილეობის პირობები. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოეწყობა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები. ამასთანავე, მათთვის მოეწყობა საზაფხულო სკოლა. პროექტის პარტნიორია კორპორაცია „ქინძმარაული“.პროექტი - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ პირველად 2024 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო 5 საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლემ. გამარჯვებულ 15 მოსწავლეს საჩუქრად პორტატული და პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ. ამასთანავე, მათთვის მოეწყო საზაფხულო სკოლა, რომლის ფარგლებშიც ეწვივნენ სხვადასხვა ენერგეტიკულ ობიექტს და ადგილზე გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს.სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ერთობლივი პრიორიტეტია ენერგეტიკის საკითხებზე სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლება, განახლებადი ენერგიების ათვისებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ მათი ინფორმირება, ამასთანავე პროფესიის არჩევისას ენერგეტიკის სექტორით მათი დაინტერესების გაზრდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ახლადშექმნილ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის (წმო) გამგეობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სემეკსა და წმო-ს შორის კომუნიკაციის გაღრმავება, არსებულ გამოწვევებზე ერთობლივი ხედვის ჩამოყალიბება და რეგულირების პროცესში წმო-ს აქტიური ჩართულობა.შეხვედრაზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს სემეკის მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია 2024 წელს მელიორაციის სექტორში განხორციელებულ ძირითად სიახლეებთან დაკავშირებით. ამასთანავე, გაიმართა მსჯელობა „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კომისიას გააცნეს ხედვები წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის განვითარებაზე, გამოწვევების გადაჭრის გზებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სემეკი მხარს უჭერს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, შესაბამისად გააგრძელებს წმო-ს გამგეობის წევრებთან აქტიურ თანამშრომლობას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დააკორექტირა.დაკორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება. შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ენგურჰესისთვის“ წარმოების ელექტროენერგიის ტარიფი, 2025 წლის 1-ელი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 4.021 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ელ იანვრამდე - 2.412 თეთრი/კვტსთ-ით.შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2025 წლის 1-ელი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 5.111 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ელ იანვრამდე - 3.067 თეთრი/კვტსთ-ით.ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშებას, ამავე სადგურების მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის გარეშე.შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მიზნით, სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 13 მარტს დაიწყო და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა სემეკის ვებგვერდზე. წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
სემეკისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ენერგეტიკის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ
სემეკში საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა
სემეკის წევრმა, გივი სანიკიძემ ERRA-ს შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა