"ადრე თუ ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასი 4.6 ცენტი იყო, დღეს არის 5.6 ცენტი" - გიორგი მარგებაძე

ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის გადაწყვეტილების თავიდან აცილება წარმოუდგენელი იყო - მაია მელიქიძე

სემეკმა GWP სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო ₾50 000-ით დააჯარიმა

7 თვიანი წყვეტის შემდეგ, მარტის ბოლოს, საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა შედგა

"ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა აუცილებელი იყო ქსელის განვითარებისა და ინვესტიციებისათვის" - გივი სანიკიძე

ელექტროენერგია
"აუცილებელია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იქნეს მომხმარებლების მდგრადი, საიმედო და უწყვეტი მომარაგება"

აუცილებელია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იქნეს მომხმარებლების მდგრადი, საიმედო და უწყვეტი მომარაგება, - ამის შესახებ GREDA-ს აღმასრულებელმა  დირექტორმა მაია მელიქიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შემდეგ ის გართულებული მდგომარეობა, რაც დიდთოვლობის, წვიმიანი, თუ ქარიანი ამინდების დროს შეიმჩნეოდა მოიხსნება."2023 წელს მოხდა ტარიფის 3 თეთრით შემცირება. ტარიფის დათვლა 2014 წელს მიღებული, საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილი მეთოდოლოგიით ხდება, რომელიც არის მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი. შესაბამისად, სწორედ, ამ მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს სემეკი, რომელიც ასევე, დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება გადამცემი ქსელის გაუმჯობესებას და ინვესტიციების განხორციელებას თავად ქსელში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, დღეს მივიღეთ მოცემულობა, რომ გადამცემი ქსელი არ არის მწყობრში მოყვანილი, რაც წარმოებული ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდების გართულებას იწვევს. ამიტომ, აუცილებელია ინფრასტრუქტურა შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებლების მდგრადი, საიმედო და უწყვეტი მომარაგება როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო ნაწილში. ამ ეტაპისთვის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ექნება ის სარგებელი, რომ გართულებული მდგომარეობა, რაც შეიმჩნეოდა დიდთოვლობის, წვიმიანი, თუ ქარიანი ამინდების დროს - ეს ყველაფერი მოიხსნება. გარდა ამისა, ელექტროენერგიის ხარისხიც არ იყო შესაბამისი. ძალიან რთული იყო ტექნიკის მუშაობა დაბალხარისხიანი ელექტროენერგიის პირობებში და ესეც გამოსწორდება. შესაბამისად, სექტორისთვის მნიშვნელოვანია დაბალანსებული იყოს ურთიერთობა მომხმარებლებსა და ენერგიის მწარმოებლებს შორის", - აცხადებს მაია მელიქიძე.ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.bp.ge 

"ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამართლებულია, რადგან მომხმარებელი ხარისხის გაუმჯობესებას მიიღებს" - მარიამ ჩახვაშვილი

შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გამართლებულია, რადგან საბოლოო მომხმარებელი ხარისხის გაუმჯობესებას მიიღებს, - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასა.მისი თქმით, მთავარი ფაქტორი, რითაც ტარიფის ზრდა აიხსნა არის ინვესტიციების გეგმის ზრდა. "ინვესტიციები უნდა წავიდეს ქსელისა და ქვესადგურების რეაბილიტაციისკენ, გამრიცხველიანებასა და მთელი ქსელის მოწესრიგებაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. წლების განმავლობაში ვიღებდით მდგომარეობას, როდესაც მხოლოდ რეაბილიტაცია და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების პროცესი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება, რადგან ქსელში დანაკარგიც ნაკლები იქნება და გათიშვები და ძაბვის ნაკლებობაც შემცირდება.შესაძლებელია გაეკეთებინათ (ტარიფის) უფრო ნელი ტემპით ზრდა და უფრო დიდ თანხაზე ასულიყო 5 წლისთავზე, მაგრამ, რადგან ერთბაშად მოხდა ეს ზრდა - ახლა ვიცით, რომ გარკვეული პერიოდი აღნიშნული ტარიფი არ შეიცვლება", - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ხუთი თეთრით გაიზარდა, კომერციული ტარიფი კი, 5-6 თეთრით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.1tv.ge

"ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის მთავარი საფუძველია გაზრდილი მოხმარება, ახალი ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება"

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქსა და რეგიონებში სამომხმარებლო ტარიფები იზრდება ხუთი თეთრით, ხოლო კომერციული სექტორისთვის, ანუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, სხვადასხვა ძაბვის საფეხურების მიხედვით, ტარიფი განსხვავებულია და ზრდა შეადგენს 4-დან 6 თეთრამდე.ნარმანიას თქმით, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფების ზრდის მთავარი საფუძველი არის ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება.„გათვალისწინებულია ასევე ენერგიის გაზრდილი ფასები და ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეებში. ამასთან, განსაზღვრულია ინვესტიციების ოპტიმალური მოცულობა, რათა ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს, გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის. ამასთან, საინვესტიციო მოცულობა ბოლო პერიოდში დაკორექტირდა და მარეგულირებელი კომისიის მიერ ისე დამტკიცდა, რომ ტარიფზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ ჰქონოდა. კომისიის შეფასებით, ინვესტიციების გარეშე მდგომარეობა გაუარესდებოდა, გაიზრდებოდა ავარიები და ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტები, რის შედეგადაც ყველაზე მეტად მოსახლეობა დაზარალდებოდა. შესაბამისად, კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება“, – აღნიშნა ნარმანიამ.როგორც ნარმანიამ განაცხადა, ტარიფების მატება ემსახურება სისტემის გამართულ მუშაობას და ავარიების შემცირებას.„ხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, გახშირებულია ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები, განსაკუთრებით უამინდობის დროს. სწორედ ამიტომ, მარეგულირებელი კომისია სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახორციელებს წყვეტების მონიტორინგსა და ანალიზს. გამოვლინდა, რომ რიგ მიმართულებებში ავარიების რაოდენობა იზრდებოდა. ტექნიკური დეპარტამენტის გასვლითი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ინფრასტრუქტურის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდებოდა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება საინვესტიციო მოცულობის გაზრდასთან დაკავშირებით და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია.გახსოვთ, ამის შესაძლებლობა როცა არსებობდა, მარეგულირებელმა კომისიამ ორი წლის წინ ტარიფი სამი თეთრით შეამცირა, რის შედეგადაც 2024–2025 წლებში სამი თეთრით ​შემცირებული ტარიფი მოქმედებდა. ამიტომ ჩვენ იმ პერიოდის მდგომარეობას ვუბრუნდებით და დამატებით ორი თეთრით იზრდება. ასევე, 2025 წლის ბოლოს სამი თვის ვადით დაწესდა დროებითი ტარიფი, რათა შევჯერებულიყავით საინვესტიციო საჭიროებებზე, ელექტროენერგიის მოსალოდნელ გენერაციასა და ბალანსზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.ცნობისთვის, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფები პირველი აპრილიდან შევა ძალაში.1TV.GE 

სემეკმა ელექტროენერგიის ახალი ტარიფები დაადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებასთვის“ ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. ტარიფები გაიზარდა მოსახლეობისთვის (საყოფაცხოვრებო სექტორი) 5 თეთრით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის კომერციული მომხმარებლისთვის (არასაყოფაცხოვრებო სექტორი) -  საშუალოდ 4-6 თეთრით.ქვემოთ მოცემულია ახალი ტარიფები, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან.შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო)საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 31.647 თეთრი/კვტ.სთ;380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ;0-დან 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით _ 20.041 თეთრი/კვტ.სთ;101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით  _ 24.053 თეთრი/კვტ.სთ;301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.537 თეთრი/კვტ.სთ.არასაყოფაცხოვრებო ტარიფი (კომერციული სექტორი):110-35 კვ _ 27.762 თეთრი/კვტ.სთ;10–6-3.3 კვ. _  31.976 თეთრი/კვტ.სთ;380-220 ვ. _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ.სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 32.880 თეთრი/კვტ.სთ;380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ;0 კვტ/სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე _ 19.731 თეთრი/კვტ.სთ;101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით  _ 23.707 თეთრი/კვტ.სთ;301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.227 თეთრი/კვტ.სთ.არასაყოფაცხვორებო ტარიფი (კომერციული სექტორი):110–35 კვ. _  30.322 თეთრი/კვტ.სთ;10–6-3.3 კვ. _ 34.632 თეთრი/კვტ.სთ;380-220 ვ. _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ.ტარიფის მატებაზე, ძირითადად, გავლენა იქონია როგორც იმპორტდამოკიდებულებამ, ასევე ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის ზრდამ, ამასთანავე, ტარიფის ზრდას იწვევს ინვესტიციების მოცულობაც, თუმცა ამ მოცულობის ინვესტიციამ, რაც ახალ სატარიფო პერიოდშია გათვალისწინებული,უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ეტაპობრივი მოწესრიგება და ელექტროენერგიის გათიშვების შემცირება.ახალი ტარიფების ფარგლებში ავარიული გათიშვების შემცირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში, სემეკთან შეთანხმებით უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციები განხორციელდება. შედეგად -  მოსახლეობას ექნება უკეთესი ელექტრომომარაგება და ადგილი აღარ ექნება ხშირ წყვეტებს.სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 2026-2030 წლების განმავლობაში, წელიწადში, საშუალოდ 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს - ჯამურად, 1 მლრდ ლარამდე. ამასთან, კომპანია, მესამე მხარის დაფინანსებით, დამატებით უზრუნველყოფს 3 წლის განმავლობაში ჯამურად 129 მლნ ლარის ინვესტირებას განაწილების ქსელში, რომელიც სამომხმარებლო ტარიფში არ აისახება.სს „თელასის“ მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ინვესტიციები 400 მილიონ ლარს აღემატება. ქ. თბილისში განსახორციელებელი ინვესტიციების აღნიშნული მოცულობა  სემეკმა 2025 წლის დეკემბერში შეითანხმა.ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 1,5 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. 1,5 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში პირველად განხორციელდება,  რაც გულისხმობს ავარიული წყვეტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებული პრობლემების მოკლე დროში გადაჭრას.ინვესტიციების განხორციელებით მთლიანობაში გაუმჯობესდება გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობა, შესაძლებელი გახდება განახლებადი ენერგიების შეუფერხებელი ინტეგრაცია ქსელში და ამასთან, ბიზნეს სექტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას განახორციელოს სხვადასხვა ენერგოპროექტები.  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სემეკმა მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება და ტარიფები დაადგინა იმ ოდენობით, რაც აუცილებელია კომპანიების სტაბილური ფუნქციონირებისათვის. ტარიფში გათვალისწინებულია ინვესტიციების მხოლოდ ის მოცულობა, რაც უზრუნველყოფს კომპანიის სტაბილურ ფუნქციონირებასა და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას. ინვესტიციების შეთანხმებისას სემეკმა გაითვალისწინა კომპანიების მიერ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა. დეტალური ანალიზის შედეგად, შესაძლებელი გახადა ტარიფი გაზრდილიყო მინიმალურად და დაბალანსებულად, როგორც მომხმარებლებისათვის, ასევე კომერციული სექტორისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული კომერციული სექტორისთვის ტარიფის ორნიშნა მატება.აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლებში საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის  ტარიფი 3 თეთრით იყო შემცირებული. შესაბამისად, 2023 წელს მოქმედ ტარიფთან შედარებით, ახალი ტარიფი, ფაქტობრივად მხოლოდ 2 თეთრით გაიზარდა. 2023 წელს ტარიფების შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023  წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, სემეკმა შეძლო 2 წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა შემცირებული ტარიფი, მაშინ როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ტარიფები სისტემატურად იზრდებოდა.მიუხედავად გაზრდილი ტარიფებისა, მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

სხვა სიახლეები