ბუნებრივი აირი
ლავროვი: ჩინეთში რუსულ გაზზე მოთხოვნა იზრდება

რუსული გაზის ექსპორტი ჩინეთში პრობლემას არ წარმოადგენს ყაზახეთისა და თურქმენეთისთვის - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს.მისი თქმით, რუსული გაზის ექსპორტი ჩინეთში არ შეუქმნის პრობლემებს ყაზახეთსა და თურქმენეთს, რადგან ჩინეთში გაზზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საკუთარი სისტემა ჩინეთში გაზის ექსპორტისთვის. ჩვენ არავის ვუქმნით პრობლემებს. ჩინეთის საჭიროებები ისეთია, რომ ყველას შეუძლია ისარგებლოს. არავინ - არც ყაზახეთი, არც თურქმენეთი და არც სხვა ქვეყანა ამ თამაშს არ გამოეთიშება. არსებობს სრული გაგება რუსეთსა და ცენტრალურ აზიას შორის ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობის შესახებ და არის მთელი რიგი კონკრეტული პროექტები, რომლებიც ძალიან პერსპექტიული და გრძელვადიანია. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი ეკონომიკის მდგრადობას”- განაცხადა ლავროვმა.მანამდე, რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ ჩინეთში კომპანიის გაზის იმპორტი წელს ნახევარზე მეტად გაიზარდა.„გაზპრომის“ ბუნებრივი გაზის ექსპორტი, რომელიც მანამდე ძირითადად ევროპაში ხორციელდებოდა, გასულ წელს თითქმის განახევრდა - დასავლეთმა უკრაინაში მოსკოვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და ბალტიის ზღვის ქვეშ მდებარე Nord Stream გაზსადენებზე აუხსნელ აფეთქებებს ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.რუსეთმა, რომლის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნავთობის სასაქონლო გაყიდვებზე, ნავთობის ექსპორტი ევროპიდან აზიასა და სხვა რეგიონებში გადაიტანა. ის ჩინეთს გაზს Power of Siberia მილსადენით აწვდის.გასულ წელს მისმა ექსპორტმა ამ მარშრუტით 15 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, 2023 წელს 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას გეგმავს.

ბუნებრივი გაზის სექტორში 265 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება

2023-2027 წლებში ბუნებრივი გაზის სექტორში 265 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.სემეკის ანგარიშის თანახმად, სწორედ ამ მოცულობის ინვესტიციები აქვს შეთანხმებული კომისიას კომპანიების ხუთწლიანი განვითარების გეგმებში.გაზგამანაწილებელ ქსელში ინვესტიციას განახორციელებენ: “თბილისი ენერჯი”, “სოკარჯორჯია გაზი”, “საქორგგაზი”, “თელავგაზი”, “ენერგოკავშირი”, “ვარკეთილაირი”.ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ გაზზე 2022 წელს წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 2,998 მლრდ კუბური მეტრი გაზი შეადგინა.მათ შორის: საყოფაცხოვრებო მომხმარებლები - 1,335 მლნ კუბური მეტრი, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები - 1,663 მლნ კუბური მეტრი, თბოსადგურები - 754 მლნკუბური მეტრი.

„გაზპრომმა“ ყაზახეთსა და უზბეკეთთან სამმხრივი თანამშრომლობა განიხილა

„გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერმა სამუშაო შეხვედრა გამართა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან ბოლატ აკჩულაკოვთან და უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრთან ჟურაბეკ მირზამახმუდოვთან და ორ ქვეყანასთან სამმხრივი თანამშრომლობა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.„შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები გაზის ინდუსტრიაში, – ნათქვამია ანგარიშში.შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვრის ბოლოს „გაზპრომმა“ ხელი მოაწერა გაზის ინდუსტრიაში თანამშრომლობის ორმხრივ საგზაო რუკებს ყაზახეთის მთავრობასთან და უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან.წყარო: commersant.ge

გაზპრომი ბელარუსს ყოველწლიურად 3,5 მლრდ დოლარის გაზს მიაწვდის

„გაზპრომმა“ ბელორუსისთვის გაზის მიწოდებაზე 2023-2025 წლებში კონტრაქტები გაახანგრძლივა და ფასზეც მოილაპარაკეს. „გაზპრომის“ ვებგვერდზე ისიც წერია, რომ მხარეები ე.წ.„ლურჯი საწვავის“ შემდგომ ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ.დოკუმენტის მიხედვით, გაზის სავარაუდო ყოველწლიური ფასი 2023-2025 წლებში 250 მილიარდი რუსული რუბლი, ანუ 3,5 მლრდ დოლარია.რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა შესაბამისი კონტრაქტები მინსკში გამართულ ბოლო შეხვედრაზე 19 დეკემბერს განიხილეს. საუბრისას შეთანხმდნენ, რომ გაზის ვაჭრობა ორივე მხარისთვის „ხელსაყრელი პირობებით“ გაგრძელდება.ბელარუსია მოსკოვიდან იაფი გაზის მიწოდებაზე მრავალი წლის განმავლობაში იყო ეკონომიკურად დამოკიდებული. ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, ლუკაშენკო არაერთხელ ეწვია კრემლს, რათა პუტინთან გაზის დაბალ ფასზე მოლაპარაკება დაეწყო.რუსული გაზის წინააღმდეგ ევროპული და დასავლური სანქციების ფონზე, მოსკოვი ცდილობს, რომ თავისი გაზი რუსეთისთვის ჯერ კიდევ ღია ბაზრებზე გაყიდოს.წყარო: commersant.ge

ევროპაში გაზის ფასი 4.4%-ით შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს.დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის მარტის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 4.4%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 570,4 დოლარი შეადგინა.2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა დღეში 33 მილიონ კუბ/მ-ს არ აღემატებოდა.ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად არსებული რთული პოლიტიკური ვითარებისა ბოლო თვეებში და პერიოდული ზრდის გამოკლებით, რომელიც ძირითადად პოლონეთისა და უკრაინის სატრანზიტო ხაზების შეფერხებით, გაზსადენებზე აფეთქებისა და რუსეთის მხრიდან მომარაგების შეწყვეტით, ან აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი თხევადი აირის გადამამუშავებელ Freeport LNG-ის ქარხანაში აფეთქებით იყო გამოწვეული, ბუნებრივი აირის ფასი სტაბილურად კლებისკენ მიდის.

სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანიები დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 8 მცირე გაზგამანაწილებელი კომპანია, რეგულაციებისა და  საკანონმდებლო მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.75 000 ლარით დაჯარიმდა შპს „მამედი“ – კომპანია მარნეულის რაიონის მომხმარებელს ბუნებრივ გაზს აწვდიდა თვითნებურად დადგენილი ტარიფით, რაც აღემატებოდა სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ზღვრულ ტარიფს. იქიდან გამომდინარე, რომ შპს „მამედის“ ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმე შესასწავლად  გადაეგზავნა სამართალდამცავ უწყებებს.კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „აკრიანი 2006“,  შპს „დიდი დიღომი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდნენ. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის მიწოდება, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითება და კომისიისთვის არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარდგენა.5 000 – 5 000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ენერგია +“. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენა. ასევე 5000-5000 ლარით დაჯარიმდნენ შპს „ვარკეთილაირი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „ეს ჯი გაზ კომპანი“. დაჯარიმება განპირობებული იყო მომხმარებლისთვის „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ შეუსაბამო ქვითრის წარდგენით, ქვითარში სემეკის მიერ დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებული ტარიფების მითითებით და კომისიაში არაზუსტი ანგარიშგების ფორმების წარმოდგენით.სხვადასხვა რეგულაციების მოთხოვნათა დარღვევისთვის გაფრთხილება მიეცა შპს „გამა“-ს, შპს „გასკო +“-ს, “ შპს „გოგოჭური და კომპანიას“, შპს „ენერგოკავშირს“, შპს „ყამარი მ“-ს, შპს „საჩხერეგაზს“ .

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს.დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 0,6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 614,9 დოლარი შეადგინა.2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა დღეში 33 მილიონ კუბ/მ-ს არ აღემატებოდა.ზოგადად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრად მოიმატა: თუ 23 თებერვალს ფიუჩერსების საანგარიშსწორებო ფასი 1038,6 დოლარი იყო ათასი კუბურ მეტრზე, 24 თებერვალს ის თითქმის 50%-ით გაიზარდა – 1555,5 დოლარამდე.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად არსებული რთული პოლიტიკური ვითარებისა ბოლო თვეებში და პერიოდული ზრდის გამოკლებით, რომელიც ძირითადად პოლონეთისა და უკრაინის სატრანზიტო ხაზების შეფერხებით, გაზსადენებზე აფეთქებისა და რუსეთის მხრიდან მომარაგების შეწყვეტით, ან აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი თხევადი აირის გადამამუშავებელ Freeport LNG-ის ქარხანაში აფეთქებით იყო გამოწვეული, ბუნებრივი აირის ფასი სტაბილურად კლებისკენ მიდის.

“მიწისძვრამ შესაძლოა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა შეაფერხოს”

თურქეთში ძლიერმა მიწისძვრამ შესაძლოა შეაფერხოს ამ ქვეყანაში გაზის ჰაბის შექმნა, მაგრამ პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ განცხადება პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.„რა თქმა უნდა, ახლა გაზის ჰაბის პროექტი არ შეიძლება თურქეთისთვის პრიორიტეტი იყოს, ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით. შესაბამისად, შესაძლოა გარკვეული დროით შეფერხება მოხდეს, მაგრამ რეალურად გეგმები არ შეიცვლება“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.რუსეთიდან თურქეთში დამატებითი გაზსადენების გაყვანისა და ევროკავშირის საზღვარზე გაზის ჰაბის შექმნის ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. 4 თებერვალს სააგენტო Anadolu ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონმეზზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ თურქეთში ბუნებრივი აირის განაწილებისა და სავაჭრო ცენტრის შექმნაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.წყარო: commersant.ge