
26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ოზურგეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ენერგეტიკის სივრცე მოეწყო, სადაც ყველა ასაკის დამთვალიერებელს შეეძლო მიეღო ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის სექტორისა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მოედანზე დამონტაჟდა ენერგეტიკული რუკა, სადაც დატანილი იყო ქვეყნის ყველა ძირითადი ელექტროსადგური და ელექტროგადამცემი ხაზი, აგრეთვე ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომლებიც პროექტირების ან მშენებლობის პროცესშია.სპეციალურად ბავშვებისთვის განთავსდა შემეცნებითი კუთხე მზის და ქარის ელექტროსადგურების მაკეტებით.ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე განთავსებული ენერგეტიკული პავილიონი და სხვა ატრაქციები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა, აგრეთვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სახელმწიფო ენერგეტიკული უწყებებისა და კომპანიებისა და სამხარეო და მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.“ჩვენი სამშობლოს თითოეულ მოქალაქეს მინდა მივულოცო უმნიშვნელოვანესი დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე. ქვეყნის ენერგეტიკული სიძლიერე და განვითარება არის საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საწინდარი. დღეს ჩვენ ოზურგეთელებს და ქალაქის სტუმრებს მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ქვეყნის ენერგეტიკის, მისი მიღწევებისა და სამომავლო სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო განამტკიცებენ ჩვენი სამშობლოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ამით თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში,” - განაცხადა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა.ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მოსული დამთვალიერებლებისთვის ასევე მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა, კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით, ფეიერვერკი და სხვა ატრაქციები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის ინფორმაციით, მთლიანად უნივერსიტეტი იცვლება, განსაკუთრებით კი, ენერგეტიკული ფაკულტეტის სტუდენტებს, ინფრასტრუქტურულად გამართული, ახალი ფაკულტეტი ექნებათ.როგორც გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ნებისმიერ მსურველ აბიტურიენტს ელოდებიან.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთოდ ყველა აბიტურიენტს ველოდებით. გუშინ, ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული სიდიადე აღდგა და საქართველოს ჩემპიონები ფრენბურთში, ისევ გავხდით! ყველას მინდა მივულოცო, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენა იყო.მათ ხვდებათ ახალი ლაბორატორიები,კვალიფიციური პედაგოგები, რომლებმაც აღზარდეს მრავალი თაობა და, ეს ქვეყანა ააშენეს. ჩემო ძვირფასო შვილებო, მეგობრებო, კოლეგებო, მინდა გითხრათ, რომ ეს ქვეყანა - საქართველო, რომელიც პატარაა, მაგრამ ამაყია, არის ამ უნივერსიტეტის მიერ აშენებული. 70 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში არავინ არ შემოდიოდა,არც ახლა იკლავენ თავს, რამეთუ ისევ ის კადრები მუშაობენ, ვინც ამ უნივერსიტეტმა აღზარდა. ჩვენთან, როგორც საინჟინრო, ასევე ჰუმანიტარული დარგები განვითარებულია.მინდა გამცნოთ, რომ ახალგაზრდა ინჟინერთა ევროპული კონგრესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სექტემბერში ჩატარდება, ასევე ტარდება საერთაშორისო კონგრესები ჰუმანიტარულ დარგებში. პოტენციურ სტუდენტებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა, კლუბებში დასაქმების - უნივერსიტეტი ხელს ყველანაირად შეგიწყობთ...მინდა გამოვყო ენერგეტიკა - საქართველოს ელექტროსისტემის ხელმძღვანელი, ვანო ზარდიაშვილი, რომელიც ჩვენი კურსდამთავრებულია, სათავეში ჩაუდგა საქმეს, რომლის ფარგლებშიც, ენერგეტიკული კომპანიები ფონდს გააკეთებენ. შედეგად, სტუდენტებს ინფრასტრუქუტურულად ახალი ენერგეტიკული ფაკულტეტი ექნებათ. მთლიანად უნივერსიტეტი იცვლება, სპორტული მოედნებისა და სარეკრეაციო ზონების მშენებლობა მიმდინარეობს. შესაბამისად, სტუდენტებს გულგახსნილები ველოდებით“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სავაჭრო პარტნიორებისთვის ახალი ალტერნატიული გზა გახსნა: ქვეყნებს, რომლებიც აპირებენ თავიდან აიცილონ მაღალი იმპორტის ტარიფები, შეუძლიათ გაზარდონ ამერიკული ენერგორესურსების შესყიდვა. ამის შესახებ CNBC წერს. გამოცემის მიხედვით, ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აშშ დროებით აჩერებს ტარიფების დაწესებას ყველა ქვეყნისთვის, ჩინეთის გარდა. შესაბამისად, ქვეყნებს 10%-იანი საბაზისო ტარიფის პირობებში ეძლევათ სამთვიანი ვადა, რათა შეათანხმონ ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები და თავიდან აიცილონ დამატებითი ტარიფები.პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, მის მთავარ მიზნად რჩება აშშ-ის საგარეო სავაჭრო დეფიციტის შემცირება და ქვეყნის ენერგეტიკული დომინირების მიღწევა. მან ორი მიზანი ერთმანეთს დაუკავშირა და ევროკავშირისგან მოითხოვა 350 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული ენერგიის შესყიდვა, რათა დაბალანსდეს აშშ-სთან არსებული სავაჭრო ბალანსი. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის მონაცემებით, 2024 წელს საქონლით ვაჭრობის დეფიციტი ევროკავშირთან 235.6 მილიარდ დოლარს აღწევდა.„მათ ჩვენგან მოუწევთ ენერგიის შეძენა, რადგან ეს სჭირდებათ,“ — განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში. მისი თქმით, „350 მილიარდი დოლარის ბალანსი ერთ კვირაში შეიძლება გამოსწორდეს.“ იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ვერ მიაღწევს შეთანხმებას, მას შესაძლოა 20%-იანი ტარიფი დაეკისროს.ამერიკის შეერთებული შტატები დღეს მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია. აშშ ასევე მესამეა ნედლი ნავთობის ექსპორტით და პირველი — გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტში. Barclays-ის კვლევის მიხედვით, ენერგეტიკა შეადგენდა აშშ-ის მთლიან ექსპორტში დაახლოებით 15%-ს 2024 წლის განმავლობაში.„გათხევადებული ბუნებრივი აირი ის პროდუქტია, რომლის იმპორტის ზრდაც შეუძლიათ ქვეყნებს აშშ-დან,“ — ნათქვამია Barclays-ის ანალიტიკოსების, ბეტი ჯიანგის ხელმძღვანელობით მომზადებულ ანგარიშში.ალასკას LNG პროექტი — რეგიონული თანამშრომლობის პოტენციური პლატფორმააშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ იაპონიასთან, სამხრეთ კორეასა და ტაივანთან შესაძლებელია ალასკის LNG პროექტში თანამშრომლობა. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნები მზად არიან დააფინანსონ პროექტი და მნიშვნელოვანი მოცულობის LNG შეისყიდონ.„ეს მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნას არ შეუწყობს ხელს, არამედ შეამცირებს სავაჭრო დეფიციტს აშშ-სა და ამ ქვეყნებს შორის,“ — განაცხადა ბესენტმა. იაპონიას შესაძლოა დაეკისროს 24%-იანი, ხოლო სამხრეთ კორეას — 25%-იანი ტარიფი, თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.პრეზიდენტ ტრამპმა თავის ადმინისტრაციის პირველივე დღიდან პრიორიტეტად განიხილა გათხევადებული ბუნებრივი აირის განვითარება და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ალასკას რესურსების ათვისებას. კონგრესისადმი სიტყვით გამოსვლისას, მან სპეციალურად გაუსვა ხაზი ალასკას LNG პროექტს.პროექტი ითვალისწინებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ალასკის ჩრდილოეთ ნაწილისგან — ჩრდილოეთ შელფიდან — 807 მილიანი მილის გავლით სამხრეთით, ნიკისკიში მდებარე გათხევადების ობიექტამდე, საიდანაც აირი აზიაში გავა ექსპორტზე. 2018 წლის მონაცემებით, პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს.აშშ-ის შიდა საქმეთა მინისტრის, დაგ ბურგუმის თქმით, ადმინისტრაცია პროექტს განიხილავს როგორც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.ევროპა და აზია — აშშ-ის LNG-ის ძირითადი მომხმარებლებიევროკავშირი, იაპონია და სამხრეთ კორეა უკვე აშშ-ის გათხევადებული გაზის მსხვილ იმპორტიორებად ითვლებიან. Barclays-ის მონაცემებით, ევროკავშირმა 2024 წელს შეიძინა აშშ-ის ექსპორტირებული LNG-ის 39%, იაპონიამ — 7%, სამხრეთ კორეამ — 6%, ხოლო ინდოეთმა — 5%.ნათარგმნი ხელოვნური ინტელექტის მიერ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონებში, სადაც უხვმა ნალექმა ელექტროენერგიისა და გაზსადენის ინფრასტრუქტურა დააზიანა, „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.„ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მაღალმთიან რეგიონებში გამოიწვია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის დაზიანება. კომისია ჩართულია და მონიტორინგს უწევს „ენერგო პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამუშაოებს. უწყვეტად გრძელდება სამუშაოები, გზების გაწმენდისთანავე კომუნალური კომპანიები იწყებენ ინფრასტრუქტურის შესაბამის აღდგენით სამუშაოებს. უკვე აღუდგა მომარაგება ბევრ აბონენტს გურიაში, აჭარაში, ასევე იმერეთის მაღალმთიან რაიონებში“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ პრეს კლუბ „მთავარში“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.მისივე თქმით, კომუნალური კომპანიები მოსახლეობას სმს შეტყობინებების სახით პერიოდულად აწვდიან ინფორმაციას, თუ სად დაფიქსირდა ავარიები, რა პერიოდში მოხდება მისი აღმოფხვრა და როდის აღდგება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება.

"გროს ენერჯი ჯგუფის" ფინანსური დირექტორის ირაკლი ტყებუჩავას შეფასებით, ენერგეტიკის მიმართულებით საქართველო ინვესტორებისთვის საინტერესო ქვეყანაა. "თუ შევხედავთ ევროკავშირს, 98-99% ათვისებულია და საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც მხოლოდ 20%-ია ათვისებული იმ პოტენციალის, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ეს შეეხება ჰიდრორესურსს, განახლებად, მწვანე ენერგიას, რომლის ღირებულება, გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან იაფია... ჩვენი ქვეყანა ძალიან საინტერესოა ინვესტორებისთვის ენერგეტიკული მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.მან ყურადღება გაამახვილა ენერგოობიექტების მშენებლობის შეფერხებაზეც და აღნიშნა, რომ აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება, თუ რამდენად გადამწყვეტია ასეთი პროექტების განხორციელება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. "პრობლემაა ადგილობრივი მოსახლეობის განათლება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოობიექტების მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვიის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. მნიშვნელოვანია მათთან კომუნიკაციაში სახელმწიფოს როლი. დღეის მდგომარეობით ბევრი პროექტი ფერხდება, მოსახლეობის არასწორი ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგიერთი ინვესტორი სწორ მოლაპარაკებას ვერ ახორციელებს, თუნდაც მიწის შესაძენად, მოსახლე არაადეკვატურ ფასს ითხოვს, შესაბამისად პროექტი გაჩერებულია", - აღნიშნა ირაკლი ტყებუჩავამ. bp.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე ერთ-ერთი მთავარი გასაღები ინვესტორებთან პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებაა. როგორც გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საუბრისას ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა, საქართველო, მიუხედავად დიდი ენერგორესურსებისა, დღეს ენერგოდამოუკიდებელი არ არის და ამისთვის ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ დღეს ენერგოდამოუკიდებლები. თუმცა გვაქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლები. ამ გზაზე მთავრობა აკეთებს ყველაფერს. ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი, ქარის, მზის, ჰიდრო მიმართულებით. მე შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მილიარდამდე ღირებულების ინვესტიციები მივიღეთ. ამის მაგალითია ერთ-ერთი საინვესტიციო ჰოლდინგი „ექსიმ ჰოლდინგი“, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო საქართველოში საინვესტიციო პორტფელის გაფართოების გადაწყვეტილება. ისინი დამატებით 500 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას იღებენ. განვახორციელეთ არაერთი სიმძლავრის აუქციონი, კონკრეტული მეგავატების რაოდენობით და კონკურენცია იყო გამოცხადებულ კვოტებზე ბევრად მაღალი. მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებით წამახალისებელი მექანიზმით, რომელიც ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებით გამოისახა. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი ინტერესი, ხელშეწყობა და მთავრობისგან გარანტია რომ მის მიერ განხორციელებული ინვესტიცია არის გამჭირვალე და კონკურენტულ გარემოში ინვესტირებული“,-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.მისივე თქმით, კოვიდის დროს, საინვესტიციო ვალდებულებების აღების თვალსაზრისით კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, დღეს ეკონომიკა იზრდება და ინვესტორს აქვს სურვილი, რომ მომდევნო ათწლიანი თუ ოცწლიანი საინვესტიციო პროექტი დაგეგმოს.„ზამთრის თვეებში ვართ იმპორტდამოკიდებულები, ამავდროულად გვაქვს უხვი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანამ რესურსის ათვისება შეძლოს. კერძო ინიციატორის დაინტერესებაა მნიშვნელოვანი. ჩვენ დავინახეთ, რომ ინვესტორს აინტერესებს ფიქსირებული ტარიფი და მივიღეთ გადაწყვეტილება ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმების. ჩავატარეთ აუქციონი რომ დაფიქსირებულიყო მედიანური ტარიფი. თუმცა, სიმძლავრის აუქციონს თავისი შეზღუდვა ჰქონდა, ე.წ. კვოტები იყო ჩაკეტილი. შესაბამისად, რომ დავინახეთ ორჯერ და სამჯერ მეტი ინტერესი, აღარ გავაგრძელეთ სიმძლავრის აუქციონები და უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, მედიანურ ტარიფად დავიწყეთ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება. სწორედ ეს არის გასაღები ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევ გზაზე“,-აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.bp.ge

„საქართველოს აქვს უნარი, იყოს ლიდერი და სამართლიანი მოთამაშე, რაც 2025 წელს წარმატებამდე მიგვიყვანს“, - ამის შესახებ ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი არტურ ლორკოვსკი აცხადებს და საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარეობას ულოცავს. საქართველო წელს პირველად უხელმძღვანელებს გაერთიანებას, ამასთან დაკავშირებით ვენაში საზეიმო მიღება გაიმართა.„საქართველო ძალიან კარგად მოემზადა ამ დღისთვის. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით ქვეყანამ უდიდეს პროგრესს მიაღწია იმ ვალდებულებების შესრულების კუთხით, რომლებიც ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებისას აიღო. ამის გამო, დღეს საქართველო ერთ-ერთი წამყვანი შემსრულებელია გაერთიანებაში საკანონმდებლო ჩარჩოს დანერგვის თვალსაზრისით. თავმჯდომარეობა დამატებითი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რადგან პასუხისმგებლობა ეხება მთლიანად პროცესის წარმართვას გაერთიანების ქვეყნებში“, - აღნიშნა არტურ ლორკოვსკიმ.ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით. საქართველო ორგანიზაციის წევრია 2017 წლიდან, წელს კი პირველად გახდა მისი თავმჯდომარე ქვეყანა.ავსტრიის დედაქალაქში გამართულ მიღებას საქართველოს დელეგაცია, ორგანიზაციის სამდივნოსა და წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გამხსნელ სიტყვაში იმ მიზნებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველო ორგანიზაციის ხელმძღვანელობისას ისახავს. მიმდინარე წელს საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში ენერგეტიკული გაერთიანების მიზნებზე საუბრობს არტურ ლორკოვსკიც, მათ შორის ხაზს უსვამს ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხს.„გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკული კავშირის ქვეყნებისა და ევროკავშირის ბაზრების ინტეგრაციას. საქართველოს ლიდერის უნარები და სამართლიანი მოთამაშეობა ნამდვილად გვჭირდება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ენერგეტიკული გაერთიანებისთვის რთული პერიოდია - როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ბაზრებზე უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის შეჭრა და თანმხლები შედეგები. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო თავს გაართმევს ამ გამოწვევებს და ეფექტური თავმჯდომარე იქნება ორგანიზაციისთვის“, განაცხადა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა.

აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე შედის ჩვენი ქვეყნისათვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ მხრივაც აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.„რეგიონული თანამშრომლობის კონტექსტში, მნიშვნელოვანია ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების წარმატებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, არსებული კონფლიქტების დარეგულირება და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობა. დღეს ჩვენ ბუნებრივია ყურადღებას გავამახვილებთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. ეს ეკონომიკური პროექტები საგრძნობლად ზრდიან ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას და ფუნქციას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე შედის ჩვენი ქვეყნისათვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში. ამ მხრივაც, აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ისეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები, შუა დერეფნის პროექტი, ასევე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. აუცილებელია ძალისხმევის მიმართვა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის და ხელშეწყობის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერის შეფასებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არსებულ სამმხრივ ფორმატს, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.„უდავოა, აღნიშნული მექანიზმის წარმატებით ფუნქციონირება სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს საერთო ინტერესებს. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ თავდაცვის, კულტურის, განათლების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, საბაჟო სფეროებში. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებებით. დღეს გვექნება საშუალება, სექტორების მიხედვით განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები და ინიციატივები“, - განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ კომისიის სხდომის ფარგლებში მიღწეული შედეგები დამატებით იმპულსს შესძენს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ოქტომბრის თვეში, განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტორებისთვის ახალი შეღავათი ამოქმედდა.ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული დადგენილებით, მშენებლები, რომლებსაც ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება ფორმდება, გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ცვლილება ეხება ქარის და მზის სადგურებს და ასევე იმ ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა დადგმული სიმძლავრე 100 მეგავატს აღემატება.GREDA-ს იურისტის, ლევან კოკაიას შეფასებით, ახალი დადგენილება მნიშვნელოვანი შეღავათი და ძალიან საინტერესო გამოწვევაა პოტენციური ინვესტორებისთვის."განახლებადი ენერგიების მარეგულირებელი ჩარჩო ძალიან საინტერესო ცვლილებებით გამოირჩევა. ბოლო დროს საქართველოს მთავრობის ორ დადგენილებაში საკმაოდ საინტერესო და საყურადღებო ცვლილებები შევიდა. ვგულისხმობ საქართველოს მთავრობის 556-ე დადგენილებას, რომელმაც ფასთა შორის ხელშეკრულების დადგენის ვალდებულება განსაზღვრა და რომლის საფუძველზეც აუქციონი ჩატარდა.მეორე ესაა მთავრობის 515-ე დადგენილება. ბოლო ცვლილებები ამ დადგენილებებში მიმდინარე წელს შევიდა, თუმცა საყურადღებოა, მიმოვიხილოთ 556-ე დადგენილებაში შესული ივნისის ცვლილებაც, რომელმაც ძალიან საინტერესო შესაძლებლობები გააჩინა.იმისთვის, რათა ინვესტორმა საქართველოში ენერგეტიკული პროექტის განხორციელების უფლება მოიპოვოს, მას ტრადიციულ აუქციონში მონაწილეობის პარალელურად შეუძლია შერჩეული იყოს ღია საკონკურსო აუქციონის წესით, ასე უფრო მაღალი იქნება ალბათობა, რომ დაინტერესებულმა ინვესტორმა საქართველოში ელექტროსადგური ააშენოს",- აღნიშნა ლევან კოკაიამ.მისივე თქმით, 515-ე დადგენილების შემთხვევაში, აუცილებელია, კონკრეტულად გაიწეროს გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების ზედა და ქვედა ზღვარი.,,515-ე დადგენილების შემთხვევაში „გრედას“ ჯგუფი ვისურვებდით, რომ იგი ცოტა უფრო მეტად კონკრეტული იყოს ქარისა და მზის სადგურების შემთხვევაზე. უფრო კონკრეტულად, გაიწეროს დადგმული სიმძლავრის ზღვარი, როგორც ეს არის განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში. ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში ინვესტორები საბანკო გარანტიებისგან თავისუფლდებიან, თუ დადგმული სიმძლავრე 100მგ/ვატს აღემატება. მზის და ქარის სადგურებით დაინტერესებულ პოტენციურ ინვესტორებს კითხვები უჩნდებათ- რა არის ის ზედა თუ ქვედა ზღვარი, რომლის მიღმაც ისინი გათავისუფლდებიან ამ საკმაოდ დიდი ვალდებულებისგან.არსებობს კიდევ ერთი გამოწვევა 515-ე დადგენილებაში, ესაა ბიუროკრატიული ელემენტი. იმისთვის, რათა ინვესტორმა გაიგოს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მას მიენიჭა თუ არა სადგურის აშენების უფლება, ეკონომიკის სამინისტროს განსახილველად 6-თვიანი ვადა ეძლევა. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ინვესტორს მარტო ექვსი თვე იმის გასაგებად ეკარგება, აქვს თუ არა უფლება წინასამშენებლო ეტაპზე გადავიდეს"- თქვა ლევან კოკაიამ.GREDA-ს ჯგუფი პოტენციურ ინვესტორებს ურჩევს, განაცხადის გაგზავნამდე, პროექტის მასშტაბები და მისი განხორციელების ლოკაცია განსაზღვრული ჰქონდეთ."არი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც რეკომენდაციას გავცემდით.ხშირად ხდება, რომ ინვესტორები მოიპოვებენ ელექტროსადგურის აშენების უფლებას, მაგრამ ჯერაც არ აქვთ განსაზღვრული ის კოორდინატები, სადაც ისინი განახორციელებენ პროექტს. პროექტის დაგეგმარების ეტაპზევე, არა მხოლოდ უნდა გაიაზრონ ეს დეტალი, არამედ უკვე მზად უნდა ჰქონდეთ",- თქვა GREDA-ს იურისტმა.

„ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა. მისივე თქმით, სემეკის დასრულებული აქვს ძირითადი სამუშაოები, რომელთა ვალდებულებაც აღებული იყო.„სემეკის ძირითადი მიზანია, მოახდინოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ კანონმდებლობასთან და ყველა ის დირექტივა, რომელიც სავალდებულოა საქართველოსთვის აღსრულდეს. ჩვენ პრაქტიკულად დასრულებული გვაქვს ძირითადი სამუშაოები, დარჩა რამდენიმე საკითხი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი ტემპით მივდივართ“. აღნიშნავს გიორგი ფანგანი.ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით მნიშვნელოვან მოთხოვნას ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება წარმოადგენს, რომლის სრულად ამოქმედებაც 2025 წლიდან იგეგმება. გიორგი ფანგანი აღნიშნავს, რომ ბაზრის სრული გახსნა მომდევნო წლისთვის რეალისტურია. მისივე თქმით, რამდენიმე წელში ენერგეტიკის სექტორი იმ დონეზე მივა, რომ ბაზრის ფუნქციონირება აუცილებელი იქნება.„პირველი ნაბიჯი ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით წელს გადაიდგა, როდესაც გავხსენით დღით ადრე ბაზარი, სადაც ყველა სუბიექტს შეუძლია ნებაყოფლობით ვაჭრობა. მე ვფიქრობ, 2025 წელს რეალისტურია, რომ ჩვენ სრულად მოვახდინოთ ბაზრების გახსნა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია საბალანსო ბაზარი, რომლის ვალდებულებაც საქართველოს გააჩნია. საბალანსო ბაზრის გახსნა იქნება უკვე ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის დახურვა. ევროკავშირის მიმავალ გზაზე ენერგეტიკული რეფორმა უმნიშვნელოვანესია და ჩვენ დიდი ყურადღებით ვუდგებით ამ საკითხს. ჩვენ 4-5 წელიწადში მივალთ იმ მომენტამდე, როდესაც თავად ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის ეს ბაზრები იქნება აუცილებელი. ეს იქნება დამატებითი სტიმული როგორც შიდა რესურსების განვითარებისთვის, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის“. - აცხადებს გიორგი ფანგანი.ჰარმონიზაციის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას ევროკავშირის მხრიდან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევება წარმოადგენდა, რომლის თაობაზეც სემეკმა შესაბამისი წესები ჯერ კიდევ 2020 წელს დაამტკიცა. შეგახსენებთ, რომ წესების მიხედვით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილების საქმიანობას არ უკავშირდება.გიორგი ფანგანი აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯმა ხელი შეუწყო ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის გაჩენას.„გამანაწილებელი სისტემის განცალკევების პროცესი ძალიან წარმატებულად მოხდა. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია მაგალითიც მოვიყვანოთ. მოგეხსენებათ თბილისში ელექტროენერგიას ყიდდა და ასევე გვაწოდებდა ერთი კომპანია, სააქციო საზოგადოება „თელასი“. ელექტროენერგიის ყიდვა და მიწოდება არის ორი სხვადასხვა საქმიანობა. დღეს ეს საქმიანობები ერთმანეთისგან გაყოფილია. ახლა არის, მაგალითად, კომპანია „თელმიკო“, რომლის საქმიანობაც შემოიფარგლება ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვით. ხოლო უშუალოდ „თელასს“ დარჩა ერთი საქმიანობა, კერძოდ სხვისი პროდუქტის(ელექტროენერგიის) ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე მიტანა. აქვე დავამატებ, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია დაიწყოს ეს საქმიანობა, დაარეგისტრიროს კომპანია და გახდეს ელექტროენერგიის თავისუფალი მიმწოდებელი. დღეს ეს საქმიანობა სრული გამჭვირვალობით მიმდინარეობს და უკვე გაჩნდნენ თავისუფალი მიმწოდებლებიც. „ჩვენ ენერგეტიკის სექტორში, იქ, სადაც კონკურენცია არ არსებობდა, შევქმენით სრულფასოვანი, გამჭვირვალე გარემო, რათა ნებისმიერს შეეძლოს შესვლა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ რამდენიმე ორგანიზაცია დარეგისტრირდა როგორც თავისუფალი მიმწოდებელი და ისინი შედიან კონკურენციაში სხვა საწარმოებთან. შესაბამისად, სემეკის მხრიდან გამანაწილებელი სისტემის განცალკევების წესის დამტკიცებამ შექმნა კონკურენცია“. - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
მაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 503 სამართალდარღვევა გამოავლინეს
"ენერგეტიკის სფეროში მაგალითად ჩამოყალიბებული იყო გარკვეული პრაქტიკები, რომელიც პირდაპირ აბრკოლებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებას"
"საქსტატმა" ახალი ინტერაქტიული პლატფორმის - ენერგეტიკის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა
სემეკში მიმდინარე მენტორობის პროგრამის - "ქალები ენერგეტიკაში" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
პროექტის - "ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე" ფარგლებში ყვარლისა და თელავის სკოლების მოსწავლეები დაჯილდოვდნენ