"ბიზნესპარტნიორმა" სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად რუბრიკა "ბიზნესის ხმა". რუბრიკის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ბიზნესების წარმოჩენას და მათი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას.რუბრიკის ფარგლებში გაგაცნობთ „სმენის სახლს“ - ცენტრს, რომელიც სმენის დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის მომსახურებას უზრუნველყოფს - რას სთავაზობს და რა გეგმები აქვს კომპანიას ნახეთ ვიდეო რგოლი
საქართველოში წარმოებული ჟალუზების, მზისგან დამცავი სისტემებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი კომპანია “დიო” წარმოების გაფართოებას გეგმავს.როგორ აჯამებს კომპანია 30 წლიან ისტორიას და რა გეგმები აქვს "დიოს" რუბრიკიდან "ბიზნესის ხმა" გაიგებთ. რუბრიკა მომზადებულია სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან პარტნიორობით და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ბიზნესების წარმოჩენას და მათი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას.
ჩვენს ქვეყანას გააჩნია ჰიდროენერგეტიკის, ასევე ქარისა და მზის ენერგიის მნიშვნელოვანი რესურსები და შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობა - ამის შესახებ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ განაცხადა.მისი თქმით, აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება ძირითადად ბუნებრივ აირზეა დაფუძნებული, თუმცა ქვეყანამ მზის ენერგეტიკის მიმართულებითაც გადადგა პირველი ნაბიჯები. რაც შეეხება სომხეთს - იქ მცირე ჰიდროენერგეტიკა და მზის ენერგეტიკაა განვითარებული.როგორც დარჯანია აცხადებს, საქართველო ამ ტემპით მალე დაეწევა და გაასწრებს კიდეც აღნიშნულ ქვეყნებს.“ნეტო აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში უკვე დაახლოებით 300 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურებია ექსპლუატაციაში. გარდა ამისა, მომავალი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში კიდევ 100 მეგავატი სიმძლავრის სადგურების დამატებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება დიდ პროექტებს - ამჟამად ვმუშაობთ 78-მეგავატიანი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტზე მარნეულში, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ასევე, უკვე აშენებულია 60-მეგავატიანი კიდევ ერთი მზის ელექტროსადგური მარნეულში, ხოლო მის მეზობლად მიმდინარეობს კიდევ ასევე 60-მეგავატიანი სადგურის მშენებლობა. თუ მთლიან სურათს შევხედავთ, დაახლოებით 500 მეგავატის სიმძლავრის პროექტებია სხვადასხვა ეტაპზე. ნაწილმა უკვე მიიღო მშენებლობის მემორანდუმი, ნაწილი კი მომდევნო თვეებში მიიღებს. შესაბამისად, ეს პროექტები ეტაპობრივად გადადის მშენებლობის ფაზაში და აშკარაა, რომ ინვესტორების ინტერესი საკმაოდ მაღალია”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ.bp.ge
კომპანია "გრინ ენერჯის" და "და-ტენეს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელის, მარიამ ბოკერიას შეფასებით, ამჟამად ძალიან ბევრი ქართული კომპანია მზის ენერგიაზე გადავიდა.როგორც მარიამ ბოკერია გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, "გრინ ენერჯის" პრიორიტეტია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას დიდი ინდუსტრიული სადგურებით შეუწყოს ხელი."ძალიან ბევრმა ქართულმა კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მზის ენერგიაზე გადასულიყო. ჩვენ საწყის ეტაპზე პატარა პროექტებით დავიწყეთ, თუმცა ახლა გადასული ვართ სრულიად ახალ მიმართულებაზე - ინდუსტრიული სადგურების მშენებლობაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია დიდი ინდუსტრიული სადგურებით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას შევუწყოთ ხელი და თავადაც გვქონდეს საკუთარი ენერგიის წყარო. ყოველთვის გვიწევს სიახლეებთან შეგუება - ჩვენი პირველი მზის ინდუსტრიული სადგური კასპში მდებარეობს, რომელსაც 1.98 მეგავატი სიმძლავრე აქვს", - აცხადებს მარიამ ბოკერია."და-ტენეს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი უშუალოდ "და-ტენე"-ს შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ივლისის ბოლოს 15 სწრაფი დამტენი განთავსდება, საიდანაც 5 დამტენი აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ გზაზე იქნება წარმოდგენილი."და-ტენე" მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეიქმნა. მაშინ ელექტრომობილების დასამუხტი ქსელი არ არსებობდა. თავიდანვე გვინდოდა, რომ ჰაბი გამხდარიყო - არ ყოფილიყო მხოლოდ ერთ ადგილზე წარმოდგენილი. მიმდინარე წელს გასული 3 წლის მაჩვენებელთან შედარებით ელექტრომობილებზე მოთხოვნა 3-ჯერ გაიზარდა, რაც ინფრასტრუქტურის განვითარებითაა გამოწვეული. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ელექტრომობილის შეძენაზე თავს აღარ იკავებს. მაგალითად, თუ ადრე მეორე ავტომანქანად განიხილავდნენ, დღეს უკვე ძირითად ავტომობილად მოიაზრება", - ამბობს მარიამ ბოკერია.ცნობისთვის, კომპანია "გრინ ენერჯი" (Green Energy) საქართველოს ბაზარზე 9 წელია ოპერირებს. ხოლო "და-ტენე" (Da-Tene) ელექტრომობილების სწრაფი დამტენების ქსელი ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. bp.ge
საქართველოში მზის პანელების მონტაჟი გაძვირებულია.როგორც კომპანია Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, ერთი კილოვატის დაყენება მომხმარებელს 420 დოლარის ფარგლებში უჯდებათ. თორნიკე დარჯანიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და პროდუქტზე ფასების მატება აღარ ფიქსირდება, პანელების ღირებულებაზე ზრდის მიმართულებით ლოგისტიკის მაღალი დანახარჯები მოქმედებს."ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ტრანსპორტირება გაძვირებულია, რაც მზის პანელების ღირებულებაზე აისახება. სხვა მხრივ განსაკუთრებული ზრდა ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდი დღეს არსებული ფასები შენარჩუნდება. კლებას არ ველით",- აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.მისივე თქმით, მოთხოვნა მზის პანელების დაყენებაზე კვლავ მაღალია."ქვეყანაში შენდება ინდუსტრიული ტიპის მზის სადგურები, ჩვენი კომპანია ამჟამად მარნეულში აშენებს 78 მეგავატი სიმძლავრის სადგურს. გვაქვს სხვა პატარა და საშუალო ზომის მიმდინარე პროექტებიც. აქედან გამომდინარე, მზის ენერგეტიკა ვითარდება ქვეყანაში, რაც მისასალმებელია. ჩვენ გვინდა, რომ უფრო სწრაფად განვითარდეს ეს მიმართულება და დროულად გადავლახოთ ბიუროკრატიული ბარიერები, თუმცა სამწუხაროდ გარკვეულ პროცესებს ვერ გავდივართ იმ ტემპით, როგორც ჩვენ გვინდა",- აღნიშნა თორნიკე დარჯანიამ.ცნობისთვის, მიმდინარე წელი მზის პანელებზე 30%-იანი ფასების მატებით დაიწყო. მზის პანელები საქართველოში ძირითადად ჩინეთიდან შემოდის.bp.ge
საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტის, მამუკა მიქაშავიძის ინფორმაციით, ჩინური კომპანიები ქართული ენერგეტიკული ბაზრით აქტიურად ინტერესდებიან, რაც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს გეგმას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით ევროპას დაუკავშირდეს და ჭარბი განახლებადი ენერგია აწარმოოს.როგორც გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" მამუკა მიქაშავიძე აღნიშნავს, მწვანე ენერგიის განვითარებას აქამდე მონოპოლისტური ქსელები აფერხებდნენ, თუმცა ქარის ელექტროსადგურების პირდაპირ სახელმწიფო ქსელში მიერთების შემთხვევაში, ქვეყანას რეალური შესაძლებლობა ექნება ელექტროენერგია, დაახლოებით 45%-ით გააიაფოს."ჩინური კომპანიები ქართული ბაზრით იმ მიზეზით ინტერესდებიან, რომ საქართველო ევროპასთან წყალქვეშა კაბელით დაკავშირებას გეგმავს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანამ ჭარბი განახლებადი ენერგია უნდა აწარმოოს. საქართველოს ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს, რადგან ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განვითარდა და სახელმწიფოს დიდი ენერგეტიკული პოტენციალი გააჩნია. აქამდე ახალი გენერაციის ობიექტების ქსელში ჩართვას მონოპოლისტური ქსელები აფერხებდნენ, მაღალი ტარიფებიც მოქმედებდა, რის გამოც ბევრი პროექტი შეჩერებული იყო.ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ახალი გენერაციის ობიექტები პირდაპირ სახელმწიფო ქსელს შეუერთდეს. ეს საშუალებას მოგვცემს, ელექტროენერგია გაცილებით დაბალ ფასად მივიღოთ. თუ ქარის ელექტროსადგურები პირდაპირ სახელმწიფო ქსელში ჩაერთვება, ქვეყანას დაახლოებით 45%-ით იაფი ელექტროენერგია ექნება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება, როგორც სოციალური, ისე საწარმოო მიმართულებით. ეს ყველაფერი სრულიად რეალისტურია", - აღნიშნავს მამუკა მიქაშავიძე.bp.ge
„ენერგიაზე მზარდი მოთხოვნა, გეოპოლიტიკური გამოწვევები, ბაზრის არასტაბილურობა და კლიმატთან დაკავშირებული ვალდებულებები მოითხოვს თანამშრომლობის გაძლიერებას, ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციას, ასევე მდგრადი და მოქნილი ენერგეტიკული სისტემების განვითარების დაჩქარებას“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში ბუნებრივი რესურსების სამიტზე - INRES 2026 ენერგეტიკის მინისტრთა პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მინისტრის შეფასებით, ამ კონტექსტში საქართველო რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, ფართო ენერგეტიკულ უსაფრთხოების და დაკავშირებადობაში წვლილის შეტანის იდეის ერთგულია."სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, საქართველო განაგრძობს საიმედო სატრანზიტო და დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს. საქართველო აქტიურად უწყობს ხელს განახლებადი ენერგიის განვითარებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ჰიდროენერგეტიკა ჩვენი განახლებადი ენერგიის წარმოების ხერხემალია, ხოლო ქარისა და მზის პროექტები სწრაფად ვითარდება და სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოს შენარჩუნებაზე, რათა მხარი დაუჭიროს მწვანე ენერგეტიკის განვითარებას და განამტკიცოს გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.სტამბოლში გამართულ ბუნებრივი რესურსების სამიტს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წამყვანი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარიამ ქვრივიშვილთან ერთად სტამბოლში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
"გრინ ენერჯი ჰოლდინგი" ქუთაისთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე 43 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. პროექტი, რომელიც 7 ერთეული ქარის ტურბინის განთავსებას გულისხმობს, ამ დროისთვის კვლევის ეტაპზეა.როგორც ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" და "გრინ ენერჯი ჰოლდინგის" მმართველმა დირექტორმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, პროექტთან დაკავშირებული დეტალური პარამეტრები ივლისის ბოლომდე დაზუსტდება."ქარის ენერგეტიკა არასტაბილურობით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, მასზე სრულად აქცენტის გაკეთება არ გამოვა. ამიტომაა სწორედ საჭირო მარეგულირებელი სადგურების მშენებლობა, ჰიდროენერგეტიკის განვითარება, რომ შესაძლებელი გახდეს ქარის არასტაბილური ენერგიის დაერთება განხორციელდეს ქსელზე,"-აღნიშნა გიორგი შუკაკიძემ."ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" და "გრინ ენერჯი ჰოლდინგის" პორტფელში საერთო ჯამში 100 მეგავატი სიმძლავრის პროექტებია. მათი ნაწილი სამშენებლო ფაზაზეა, ნაწილი კი უკვე ექსპლუატაციაშია შესული.ჰოლდინგის მიერ დაგეგმილი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ დოლარის ფარგლებშია. bp.ge
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ზემო ვინდის“ ქარის ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.ქარის ელექტროსადგური მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში. სადგურის დადგმული სიმძლავრეა 18.75 მგვტ, ხოლო საპროექტო წლიური გამომუშავება 67.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს.შპს “ზემო ვინდის” საკუთრებაში არსებული ქარის ელექტროსადგური 3 აგრეგატისგან შედგება. თითოეული აგრეგატის დადგმული სიმძლავრეა 6.25 მგვტ.
„ენგურჰესი“ ჩვენი ენერგეტიკის სექტორის ხერხემალია, - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატებში მონაწილეობისას განაცხადა.მინისტრის განცხადებით, ენგურჰესში მიმდინარეობს რთული, თუმცა აუცილებელი რეფორმა, რომელიც მოიცავს საკადრო, ოპერაციულ და ტექნიკურ მიმართულებებს.„ძალიან რთული, თუმცა კომპლექსური და ძალიან საჭირო რეფორმა მიმდინარეობს დღეს ენგურჰესში, მათ შორის, საკადრო, ისევე როგორც სხვა საოპერაციო და ტექნიკური და ჩვენ, მიმდინარე პერიოდში, ძალიან მალე წარმოვადგენთ მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება ყოველწლიურად ენგურჰესის რესურსის ოპტიმიზაცია, გაჯანსაღება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ინფრასტრუქტურულ ჩარევებს იმისთვის, რომ ჰესმა განაგრძოს მეტი სარგებლის მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოში წარმოებული ჟალუზები, კარ-ფანჯრები და მზისგან დამცავი სისტემები - "დიოს" 30-წლიანი ისტორია
"ხომლი“ - თანამედროვე სტანდარტებით დამზადებული ქართული სანელებლები
„ესკალა“ - კომპანია, რომელმაც ბათუმში ყავის კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
"ვაიო რეზორტი” - საოჯახო სასტუმრო და მარანი მაღალმთიან აჭარაში
"სქირი" - ჩირისა და ტკბილეული მწარმოებელი დარჩელიდან