საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხების შესახებ მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - "აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები”.სიტყვით გამოსვლისას გიორგი ფანგანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. დეტალურად ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ევროკავშირის ენერგეტიკულ მოთხოვნებთან შესაბამისობასა და საქართველოს ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე. "საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის განვითარება ეფუძნება მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, მეზობელ ქვეყნებთან არსებულ სტრატეგიულ ენერგეტიკულ კავშირებსა და საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვან პოტენციალს. ამ მიმართლებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას საქართველოსთვის, გააძლიეროს საკუთარი როლი ევროპასა და კავკასიის რეგიონს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიისა და საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ სივრცესთან ინტეგრაციას. მარეგულირებელი კომისია, სემეკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობების განვითარებაში. სემეკის მიერ შემუშავებული ეფექტიანი რეგულაციები ხელს უწყობს ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განხორციელებას", - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.14-15 ივლისს საბერძნეთში, ქ.ათენში, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ორგანიზებით "აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიაზე გადასვლისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის შესახებ - EU4Energy III ფაზა ევროკავშირის პროექტის" ფარგლებში, მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით ,,ენერგეტიკული მომავლის დაკავშირება: ინტერკონექტორები და განახლებადი ენერგიის ინტეგრაცია დაკავშირებადობის დღის წესრიგი“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში განხორციელებულმა რეგულაციებმა მსოფლიო ბანკის დადებითი შეფასება მიიღო.საერთაშორისო პარტნიორის შეფასებით, სემეკის მიერ შემუშავებული მარეგულირებელი ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ ნაბიჯს გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და ანგარიშვალდებული საირიგაციო წყლის მართვისკენ. შეფასება ადასტურებს, რომ მელიორაციის სექტორში შექმნილი რეგულაცია სექტორის რეფორმის პრაქტიკული განხორციელების მნიშვნელოვანი ინსტიტუციური საფუძველია. მსოფლიო ბანკის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს საირიგაციო სექტორში მოცულობითი ტარიფის სისტემაზე გადასვლის, საბითუმო და საცალო წყლის მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული სატარიფო მიდგომის ჩამოყალიბება, შესაძლოა, სხვა ქვეყნებისთვის სასარგებლო გამოცდილებად იქცეს.სემეკის მიერ საქართველოს მელიორაციის სექტორში შეიქმნა ახალი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს საირიგაციო წყლის მიწოდების უფრო გამჭვირვალე, წინასწარ პროგნოზირებადი და მომხმარებელზე ორიენტირებული წესების დამკვიდრებას. სემეკის მიერ დამტკიცებული რეგულაციები ქმნის საფუძველს, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია წყლის მიწოდების პირობებზე, წყალსარგებლობის განრიგზე, მიწოდების წერტილზე, დარიცხვასა და საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმებზე.მელიორაციის სექტორში მიმდინარე რეფორმა კომპლექსურ სახელმწიფოებრივ მიდგომას ეფუძნება, რომელიც მოიცავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკასა და მხარდაჭერას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივ სტრატეგიულ მიდგომებს, შპს „საქართველოს მელიორაციის“ საოპერაციო საქმიანობას, მსოფლიო ბანკის მრავალწლიან პარტნიორობასა და სემეკის დამოუკიდებელ მარეგულირებელ როლს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), საჯარო სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა.ანგარიში მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით 2025 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიმოხილვას.სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე.
ცენტრალური გათბობის საერთო სისტემამ ხარჯები შეამცირა და უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს, - ამის შესახებ სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა ვანო მეჭურჭლიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სემეკის აღნიშნული რეგულაციით დეველოპერები ინტერესდებიან."სემეკი თავის პირობას ასრულებს და წელიწად-ნახევრის წინ გაცხადებულ რეგულაციაზე უკვე კონკრეტული მაგალითებით შეგვიძლია ვისაუბროთ. როდესაც საუბარია ინდივიდუალური გათბობის სისტემაზე - აქ ერთ კორპუსში უამრავი გათბობის ქვაბია, ხოლო საერთო სისტემის დროს ერთი საქვაბე გვაქვს. აღნიშნულით უკვე დაინტერესდნენ დეველოპერები და არის კონკრეტული კორპუსები, რომლებიც უკვე ამ რეგულაციით სარგებლობენ. თბილისში ერთ-ერთ კორპუსში მოხმარება ჰქონდა 11 000 მ³. ამ კორპუსში როგორც ყველგან 89% იყო საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და მათ ჯამში 7 ათასი ლარი გადაიხადეს, როცა ძველი მიდგომიდან გამომდინარე 14 000 ლარი ექნებოდათ გადასახდელი. ე.ი. ორი თვის განმავლობაში მათ 14 400 ლარზე მეტი ეკონომია გააკეთეს. ეს კონკრეტული მაგალითი მიუთითებს ამ პროექტის წარმატებულობაზე და უკვე ხელშესახები შედეგები გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი გარკვეულ პრობლემებს წააწყდა, რადგან რეგულაციის ამოქმედებამდე შემაფერხებელი გარემოებები გათბობის დარგის განვითარებისთვის. როდესაც კორპუსების შემთხვევაში შერეული მოხმარება გვაქვს, სადაც რაღაც პროცენტი საყოფაცხოვრებო მომხმარებელია და პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები - ასეთ მომხმარებლებს არასაყოფაცხოვრებო ტარიფით ერიცხებოდათ ცენტრალური გათბობის მეშვეობით საფასური და ორჯერ უფრო მეტს იხდიდნენ. გარკვეული სირთულეების მიუხედავად, დღეს უკვე გვყავს კონკრეტული სამუშაოების შემსრულებელი, შემომტანი, დეველოპერები, ამ საქმიანობას ეწევიან, აქვთ კონკრეტული გამოცდილება და ჩვენც ვცდილობთ, რომ ეს გამოცდილება ყველას გავუზიაროთ და ინფორმაცია ყველას მივაწოდოთ", - აცხადებს ვანო მეჭურჭლიშვილი.
Business Insider Georgia-მ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურ დირექტორთან ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა.1990-იანი წლებიდან EBRD წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ერთ-ერთ ძირითად ინვესტორს, რომელიც ხელს უწყობს მწვანე ტრანზიციას და ენერგოსამრეწველობის უსაფრთხოების გაძლიერებას,- ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურმა დირექტორმა, ალკის ვრეინიოს დრაკინოსმა განაცხადა.მისი განმარტებით, ბანკის ჩართულობა მოიცავს ჰიდროენერგეტიკული ობლიგაციების რეაბილიტაციას, ელექტროგადამცემი ქსელის მოდერნიზაციას და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის მხარდაჭერას, ხოლო სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ინიციატივები საქართველოს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად პოზიციონირებას უზრუნველყოფს.„მაგალითად, „ენგური ჰიდროელექტროსადგური“ (Enguri HPP) 1998 წლიდან წარმოადგენდა ფლაგმანურ პროექტს. მრავალ ეტაპზე EBRD-მ უკვე 205 მილიონ ევროს მეტი გამოყო, რათა უზრუნველეყო სტრუქტურული მთლიანობა, განეხორციელებინა გვირაბებისა და პენსტოკების მოდერნიზაცია და კონტროლის სისტემების განახლება. „ენგური“ რჩება საქართველოს უდიდეს ელექტროსადგურად, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ელექტროენერგიის მოთხოვნის დაახლოებით 30%-ს, ხოლო მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი იყო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობისთვის.დამატებით დაფინანსება მხარდაჭერა მიეცა „ვარდნილის“ HPP კასკადსა და მცირე ჰიდროელექტროსადგურებს, რაც ამყარებს საქართველოს განახლებადი ენერგიის სისტემას და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას.გასულ წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ „რუისის ქარის ფერმას“ (Ruisi Wind Farm), რომელიც ფლაგმანურ განახლებადი ენერგიის პროექტს წარმოადგენს საქართველოში, კომბინირებს მასშტაბურ შესაძლებლობებს, საერთაშორისო დაფინანსებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.ამ პროექტების განხორციელება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს დეკარბონიზაციისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხელს უწყობს კლიმატურ მდგრადობას და კარბონული ნაკვალევის შემცირებას. მომავალი გეგმები მოიცავს ასევე მზის ენერგიაში დივერსიფიკაციის განხორციელებას“, - აღნიშნა ამის შესახებ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულურმა დირექტორმა.businessinsider.ge
მომდევნო 2 წელში ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების ბუმი გვექნება, თუმცა მზე და ქარი ვერასდროს ჩაანაცვლებს ჰიდროს, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ გადაცმა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.მისივე ინფორმაციით, შესაბამის უწყებაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი განაცხადი მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე შედის."ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ თვითკმარ ქვეყნად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად, ჩვენი იმპორტდამოკიდებულებაც გაიზრდება. ბოლო ათი წლის განმავლობაში დაახლოებით, 5-დან 14%-მდე გაიზარდა ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ როგორც სახელმწიფომ, ასევე მოსახლეობამ და ინვესტორებმა უნდა გამოვხატოთ მზაობა, რომ ჰიდრო ენერგეტიკას მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს.ჩვენ სამი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა გვაქვს - "ნამახვანი", "ნენსკრა" და "ხუდონი". ცალსახად მინდა ვთქვა როდესაც საქართველოს ევროპას გვადარებენ ხოლმე და ამბობენ, რომ იქ მორატორიუმი არის გამოცხადებული ჰიდროს მიმართულებით - უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა თავისი პოტენციალის 97% უკვე აითვისეს და ამის ფონზე ჩვენ 20-25% გვაქვს ათვისებული. ამიტომ ის ნაწილი, რაც "ენკა" გააჩერა იყო საზოგადოების პროტესტი და ყველაზე მთავარი გამოწვევა აქ, დაბალი კომუნიკაცია იყო", - აცხადებს მაია მელიქიძე.bp.ge
ენერგოუსაფრთხოება ქვეყნისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჟანგბადი ჩვენი ორგანიზმისთვის. ენერგია ეკონომიკის ძრავაა: წარმოება, ტრანსპორტი, განათლება თუ ჯანდაცვა მის გარეშე უბრალოდ ვერ ფუნქციონირებს. თუ ქვეყანა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი არ არის, მისი პოლიტიკა და ეკონომიკა შეიძლება სხვა ქვეყნების ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ენერგოუსაფრთხოების მისაღწევად სამი მნიშვნელოვანი კომპონენტის შესრულებაა საჭირო. პირველი კომპონენტი კი მეტი გენერაციის წყაროს შექმნაა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჰესების აქტიური მშენებლობა.„პირველი კომპონენტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის არის მეტი ადგილობრივი გენერაციის წყაროს შექმნა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ჰესების მშენებლობას. არსებული გარემოება გვიჩვენებს, რომ ჩვენს რეგიონში ყველა აშენებს გენერაციის ობიექტებს და თუ ასე გაგრძელდა მათზე ენერგეტიკულად დამოკიდებულები კიდევ უფრო მეტად გავხდებით, რაც ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ცუდია, რადგან ეს მუდმივად გამოიწვევს ჩვენგან ვალუტის გადინებას ენერგიის შესაძენად“. - აცხადებს დავით ნარმანია.ენერგოუსაფრთხოების კიდევ ერთ კომპონენტს ენერგიის საბოლოო მომხმარებლამდე გამართულად და ხარისხიანად მიწოდება წარმოადგენს. დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ ამ კუთხით უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, კერძოდ ენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა წლიური საინვესტიციო გეგმა გააორმაგეს.„მეორე კომპონენტი ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილში არის მისი ტექნიკური უზრუნველყოფა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ხარისხიანად და უსაფრთხოდ მიწოდება. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ დიდი ინვესტიციები ხორციელდება ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას გავუზარდეთ საინვესტიციო პაკეტი. გარდა ამისა, ენერგიის გამანაწილებელ ქსელებში გავაორმაგეთ ინვესტიციები, რომელიც დავუმტკიცეთ თელასს და ენერგო პროს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი გადამცემი ხაზი მოწესრიგდება, ასევე მოწესრიგდება ტრანსფორმერები და ქვესადგურები“.- აღნიშნავს დავით ნარმანია.კიდევ ერთი კომპონენტი, რაზედაც სემეკის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს, ენერგიაზე ხელმისაწვდომობაა. დავით ნარმანიას თქმით, საქართველოში კომუნალურ სერვისებზე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალი ტარიფებია, რაც ხელმისაწვდომობის კომპონენტს კიდევ უფრო მეტად ზრდის.„მესამე კომპონენტი არის უშუალოდ მომხმარებლის ხელმისაწვდომობა ელექტროენერგიაზე. იგულისხმება თუ საშუალოდ ერთი ოჯახის შემოსავლის რა ნაწილი იხარჯება კომუნალურ სერვისებში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთა რეგიონსა და ევროპასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სამომხმარებლო ტარიფები გვაქვს, ხელმისაწვდომობის კომპონენტი საკმაოდ კარგ ნიშნულზეა. თუმცა როგორც ბევრ ქვეყანაში, ისე ჩვენთანაც გვყავს მოწყვლადი მომხმარებლები, რომლებსაც დაბალი შემოსავლები აქვთ. სწორედ ასეთი კატეგორიის მომხმარებლებისთვის სახელმწიფოს გააჩნია მოწყვლადი მომხმარებლების ხელშეწყობის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც როგორც ბიუჯეტიდან, ისე რეგიონებში მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ხდება სხვადასხვა კომუნალური ხარჯის თანაგადახდა“. - აცხადებს დავით ნარმანია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა კიდევ გაიზარდა.ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1505 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 103 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 390 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 32 მგვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 1115 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 71 მგვტ.სს „თელასის“ ქსელში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 213 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 177 ელექტროსადგური. რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელს, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 636, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 479 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.სემეკი მომხმარებლებს ახსენებს, რომ განახლებადი ენერგიების გამოყენების მიზნით კომისიის მიერ დანერგილი რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი) გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ამასთან, ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
დავით ნარმანია აცხადებს, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ობიექტების რაოდენობამ 1 000 ერთეულს მიაღწია. სემეკის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ნეტო-აღრიცხვის მიმართულებით პროცედურები საკმაოდ გამარტივებულია, რაც სტიმულს აძლევს ადამიანებს იმისათვის, რათა პროცესში აქტიურად ჩაერთონ.“ნეტო-აღრიცხვის კუთხით საკმაოდ მაღალი აქტივობაა. ამ კუთხით სემეკს მაქსიმალურად ხელშემწყობი მექანიზმები აქვს დადგენილი. ყველაზე მაღალი ზღვარი სწორედ ნეტო-აღრიცხვის მიმართულებით გვაქვს, კერძოდ 500 კილოვატი ერთ აბონენტზე. გარდა ამისა, 2027 წლამდე დადგენილი გვაქვს ქსელური გატარების ტარიფის შეღავათი, რაც ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური თვალსაზრისით. ზოგადად ნეტო აღრიცხვაში ჩართვის მიმართულებით ძალიან მარტივი პროცედურები გვაქვს. დამტკიცებულია განაცხადის მარტივი ფორმა, მრიცხველის დაყენების საფასურს იხდის დაინტერესებული პირი დადგმული სიმძლავრის შესაბამისად და ენერგიის გამანაწილებელი კომპანიები მას უკვე ქსელთან აერთებენ.სწორედ ამიტომ უკვე 1 000 ერთეულამდე ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ობიექტები გვაქვს, ძირითადად მზის ენერგიის მიმართულებით. ამასთან ამ ობიექტების დადგმულმა სიმძლავრემ ჯამში 80 მეგავატას გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ენერგიით ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება, ხოლო ნამეტი ენერგია, რაც დარჩება გადაედინება ქსელში და ავტომატურად ხდება ჩვენს მიერ დადგენილი წესით ამ სიჭარბეზე ანგარიშსწორება კომპანიის მხრიდან“. - აღნიშნა დავით ნარმანიამ.აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის მექანიზმი ამოქმედდა 2016 წელს, კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებით . თავდაპირველად დაშვებულ იქნა ინდივიდუალური მიერთებები, რამაც ბიძგი მისცა სამომხმარებლო დონეზე მიკროელექტროსადგურების მიმართ ინტერესს. მეორე ეტაპზე, 2019 წელს, კომისიამ განახორციელა ცვლილებები ზემოაღნიშნულ რეგულაციაში, რომელმაც გაითვალისწინა მომხმარებელთა ჯგუფის ერთობლივი ჩართვის შესაძლებლობა ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში, ხოლო 2020 წელს ასევე კომისიის გადაწყვეტილებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მაქსიმალური დასაშვები დადგმული სიმძლავრე 100 კილოვატიდან გაიზარდა 500 კილოვატამდე.ნეტო-აღრიცხვის სისტემა ხელს უწყობს მომხმარებლის აქტიური ჩართვას საცალო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირებაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა კიდევ გაიზარდა.ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1459 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 97 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 378 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 31 მგვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 1081 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 66 მგვტ. სს „თელასის“ ქსელში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 207 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 171 ელექტროსადგური. რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელს, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 621, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 460 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.მომხმარებლებს შევახსენებთ, რომ განახლებადი ენერგიების გამოყენების მიზნით სემეკის მიერ დანერგილი რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.შეგახსენებთ, რომ ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
მელიორაციის სექტორში სემეკის მიერ განხორციელებული რეგულაციები მსოფლიო ბანკმა დადებითად შეაფასა
"ენერგეტიკულ პროექტებში საინვესტიციო ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი" - თორნიკე დარჯანია
დავით ნარმანია: წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას
"სტუდენტების მხრიდან ენერგეტიკის მიმართულებით მაღალი ინტერესი ფიქსირდება" - თამარ წერეთელი
სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული ₾200 000-ზე მეტი ჩამოაწერა