ნავთობის გაძვირების ფონზე ,მსოფლიო საფონდო ბაზრებზე ცვლილებები მიმდინარეობს.როგორც CNN-ი აქვეყნებს , ნავთობის ფასები 6%-ზე მეტით გაიზარდა ,ხოლო ოთხშაბათს, მსოფლიოს საფონდო ბაზრებზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა.Dow Jones-ის და Nasdaq-ის ფიუჩერსები 1.3%-ით და 1.6%-ით შემცირდა, ხოლო S&P 500-ის ფიუჩერსები 1%-ით დაეცა. ევროპის წამყვანი ინდექსები დაახლოებით 2%-ით შემცირდა. აზიაში სამხრეთ კორეის Kopsi-ის ინდექსმა ვაჭრობა 5.4%-იანი კლებით დაასრულა,ხოლო იაპონიის Nikkei 2.1%-ით დაეცა. ამ ფონზე ჰონგ-კონგის Hang Seng-ის ინდექსი 3%-ით გაიზარდა.საინვესტიციო ბანკ Saxo-ს სტრატეგის , ნილ უილსონის, განცხადებით საფონდო ბაზრების განწყობაზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა. მისი განცხადებით, მსოფლიო ნავთობის ეტალონური მარკის, Brent-ის, ფასი აღმოსავლეთის დროით დილის 5 საათის შემდეგ ბარელზე 78.93 დოლარამდე გაიზარდა, რაც დღის განმავლობაში დაახლოებით 6.4%-იან ზრდას ნიშნავს. WTI-ის ფასი კი 6.5%-ით გაიზარდა და 74.99 დოლარს მიაღწია.ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო საფონდო ბაზრები დაეცა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან გაფორმებული მემორანდუმი დასრულებულია.ფოტო: CNNbp.ge
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი 72.81 დოლარამდე შემცირდა, რაც წინა სავაჭრო მაჩვენებელზე 3.26%-ით ნაკლებია.როგორც CNN-ი წერს, ფასების შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა.ირანთან აშშ-სა და ისრაელის ომის პერიოდში, მსოფლიო ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით $118-მდე ავიდა.ბაზრის მონაწილეები ახლა ირანის გეგმებსა და ჰორმუზის სრუტეს აკვირდებიან, რომელიც მსოფლიოში ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია.bp.ge
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომ თეირანთან შეთანხმება „ძირითადად მოლაპარაკებულია“ და დეტალები მალე გამოცხადდება, მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა.BBC-ის ცნობით, მსოფლიო ბაზარზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 5.5%-ით დაეცა და ერთ ბარელზე 97.9 აშშ დოლარს შეადგენს.რაც შეეხება აშშ-ის ბაზარს, ნავთობის ფასი 5.8%-ით დაეცა და 90.99 აშშ დოლარს მიაღწია.ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა იაპონიის საფონდო ბირჟაზეც. „ბიბისის“ ინფორმაციით, იაპონიაში Nikkei 225-ის საფონდო ინდექსმა პირველად ომის დაწყების შემდეგ 65 000-ს გადააჭარბა და 2.9%-იანი ზრდა აჩვენა.1tv.ge
„ბრენტის“ მარკის ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე მცირედით შემცირდა და 99.8 დოლარი შეადგინა.კერძოდ, „ბრენტის“ ნავთობის ფასი ბარელზე 1.5 პროცენტით დაეცა, 6 მაისს კი – თითქმის 8 პროცენტით.ამერიკული ნავთობის ფასი მსგავსი ნიშნულით დაეცა და ბარელზე 93.5 დოლარს მიაღწია.ცნობისთვის, 4 მაისს „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო, 6 მაისს კი მკვეთრად დაეცა.ნედლი ნავთობის ფასები კვლავ მესამედზე მეტით მაღალია, ვიდრე 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისრაელის თავდასხმამდე იყო.დასავლური მედიის შეფასებით, კლება იმ ფონზე ხდება, როცა შეერთებული შტატები და ირანი შეთანხმებას უახლოვდებიან, რამაც შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა გამოიწვიოს.1tv.ge
ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება, მსოფლიო ეკონომიკას სერიოზულ გამოწვევებს უქმნის — თუმცა, ამავე დროს, ნავთობკომპანიებისთვის ეს პერიოდი სუპერ მოგებების ეპოქად იქცა.საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გლობალურ ენერგობაზარზე ფასების ზრდა და მიწოდების შეფერხების შიში მსხვილ ნავთობკომპანიებს მილიარდობით დოლარის დამატებით შემოსავალს აძლევს. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ბრიტანული ენერგოგიგანტი BP, რომელმაც 2026 წლის პირველ კვარტალში 3.2 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო. ომის ხარჯზე მხოლოდ ერთი კომპანია არ გამდიდრებულა. ენერგოკრიზის ფონზე თითქმის ყველა გლობალური დიდი მოთამაშე მოგებაზეა გასული.ამერიკული კომპანია ExxonMobil-ის კვარტალური მოგება დაახლოებით 8-დან 10 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ნათლად აჩვენებს იმას, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობა მსგავსი კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სარგებელს ნიშნავს. ბაზარზე კიდევ ერთი გლობალური მოთამაშის, ბრიტანული Shell-ის შემთხვევაში მოგების სავარაუდო მაჩვენებელი დაახლოებით 7-დან 8 მილიარდ დოლარს აღწევს.ფინანსური სარგებელი იზრდება Chevron-ის შემთხვევაშიც და დაახლოებით 5-6 მილიარდ დოლარს აღწევს, ძირითადად, ნავთობის მაღალი ფასებისა და ექსპორტის ხარჯზე. იგივე სურათია TotalEnergies-შიც, აქ მოგება გაზის ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა და 5 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.ამავე დროს, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი უკვე 100 დოლარს აჭარბებს ბარელზე, რაც ბოლო თვეებში დაახლოებით 30-40%-იანი ზრდაა. ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგოკომპანიები სწორედ იმ ფაქტორებით სარგებლობენ, რაც მომხმარებლებისთვის პრობლემად იქცა — მაღალი ფასები, მიწოდების რისკები და ბაზრის არასტაბილურობა.ენერგეტიკული კრიზისი კიდევ ერთხელ აჩვენებს პარადოქსს ,მაშინ, როცა მსოფლიო ეკონომიკა ზეწოლას განიცდის, ენერგოგიგანტები რეკორდულ მოგებაზე გადიან. ამ ფონზე, სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები დამატებითი გადასახადის დაწესებაზე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კრიზისის პირობებში განსაკუთრებულად მდიდრდებიან.bp.geფოტო: Reuters
ნავთობის ფასები ისევ იზრდება და 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს აღწევს, ეს კი იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივებას განიხილავს, – ამის შესახებ CNN-ი წერს.მედიის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა, რომელიც ძირითადი გლობალური საორიენტაციო მაჩვენებელია, 12 პროცენტზე მეტით მოიმატა და ერთ ბარელზე 125 დოლარს გადააჭარბა.ხოლო ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი სამ პროცენტზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 110 დოლარს გადააჭარბა.1tv.ge
არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) პირველ მაისს დატოვებს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდობით ავრცელებს.„ეს გადაწყვეტილება შეესაბამება არაბთა გაერთიანებული საამიროების გრძელვადიან სტრატეგიულ და ეკონომიკურ ხედვას და მისი ენერგეტიკული სექტორის განვითარებას, მათ შორის შიდა ენერგიის წარმოებაში ინვესტიციების დაჩქარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.როგორც მედია წერს, ეს ნაბიჯი სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს „ოპეკისა“ და მისი წამყვანი წევრის, საუდის არაბეთისთვის, რადგან ორგანიზაცია მსოფლიოში ნავთობის წარმოების 36 პროცენტს მოიცავს და ნედლეულის მოპოვებასა და განაწილებაზე შეთანხმებულ მოქმედებას მოიაზრებს.ცნობისთვის, 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC და OPEC+ შეთანხმებიდან გადის.OPEC-ი არის ნავთობის მწარმოებელი მსხვილი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს წარმოების პოლიტიკას გლობალური ნავთობის მიწოდებასა და ფასებზე გავლენის მოხდენის მიზნით. მედიის ცნობით, ეს არის მძიმე დარტყმა ნავთობის ექსპორტიორი ჯგუფებისა და მათი ფაქტობრივი ლიდერისთვის, საუდის არაბეთისთვის იმ დროს, როდესაც ირანის ომმა ისტორიული ენერგეტიკული შოკი გამოიწვია და გლობალური ეკონომიკა შეარყია.1tv.ge
აშშ ნავთობის გლობალურ ბაზარზე „სვინგ პროდიუსერის“ (ქვეყანა ან კომპანია, რომელიც ბაზარზე მიწოდების მოცულობის სწრაფად გაზრდით ან შემცირებით არეგულირებს ნავთობის ფასებს) როლს იკავებს და ენერგომომარაგების სტაბილიზებაში გადამწყვეტ ფაქტორად ყალიბდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.გამოცემის მიხედვით, ირანის ირგვლივ დაძაბულობამ და მიწოდების რისკებმა ნავთობის ბაზარზე გაურკვევლობა გაზარდა, რის ფონზეც აშშ-ის წარმოებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამერიკული კომპანიები ზრდიან მოპოვებას და ნაწილობრივ ანეიტრალებენ იმ დეფიციტს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ამ ფაქტორმა შეუწყო ხელი ფასების მკვეთრი ზრდის შეკავებას. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკული ბაზარი კვლავ მგრძნობიარე რჩება გეოპოლიტიკური ფაქტორების მიმართ, რაც ინფლაციის დამატებით რისკებს ქმნის.ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ თუ რეგიონში დაძაბულობა შენარჩუნდება, ნავთობის ფასებზე ზეწოლა გაგრძელდება, ხოლო გლობალური ეკონომიკა კვლავ ენერგომატარებლების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.თამარ გაზდელიანი
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა დაიწყეს, რამაც თეირანის მკვეთრი პროტესტი და რეგიონის კრიტიკულად მნიშვნელოვან საზღვეო გზებზე გაურკვევლობის ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ უცხოური გამოცემა Reuters-ი წერს. მიუხედავად დაძაბულობისა, მხარეებს შორის დიალოგის განახლების იმედმა ნავთობის ბაზარზე გარკვეული შვება მოიტანა — სამშაბათს ნავთობის საეტაპო ფასები ბარელზე 100 დოლარს ჩამოსცდა.ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების მიუხედავად, ვაშინგტონი ადასტურებს, რომ დიალოგი გრძელდება და შეთანხმების მიღწევის შანსი კვლავ არსებობს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შაჰბაზ შარიფმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ძალისხმევა არ წყდება. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან კონტაქტი შედგა და ირანული მხარე შეთანხმებით დაინტერესებულია, თუმცა ვაშინგტონი არ დაუშვებს ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლებას დაუტოვებს.ჰორმუზის სრუტის კრიზისი და ენერგოუსაფრთხოებაკონფლიქტის დაწყებიდან (28 თებერვალი) ირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე ყველა უცხოური გემისთვის, გარდა საკუთარი ხომალდებისა. თეირანის განცხადებით, ნავიგაცია დაშვებულია მხოლოდ ირანის კონტროლის ქვეშ და სპეციალური მოსაკრებლის გადახდის პირობით. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებამდე ამ ვიწრო საზღვაო გზაზე გლობალური ნავთობისა და გაზის მიწოდების თითქმის მეხუთედი მოდიოდა.პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განმარტა, რომ აშშ დაბლოკავს ყველა ირანულ გემს და ნებისმიერ ხომალდს, რომელიც თეირანის მიერ დაწესებულ მოსაკრებელს გადაიხდის. მიუხედავად ბლოკადისა, სამშაბათს ჩინური ტანკერი Rich Starry პირველი ხომალდი გახდა, რომელმაც სრუტე აშშ-ის ოპერაციის დაწყების შემდეგ გადაკვეთა.საერთაშორისო გამოხმაურება და ეკონომიკური პერსპექტივააშშ-ის ბლოკადამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა გლობალური ენერგოუსაფრთხოებისა და ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებული საქონლის მიწოდების პერსპექტივა. მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონის ამ ნაბიჯს საერთაშორისო მხარდაჭერა თითქმის არ აქვს. ნატოს მოკავშირეებმა, მათ შორის ბრიტანეთმა და საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ბლოკადაში და ხაზი გაუსვეს სრუტის დიპლომატიური გზით გახსნის აუცილებლობას.ამავდროულად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვანსმა აღნიშნა, რომ თეირანთან კომუნიკაციაში „მნიშვნელოვანი პროგრესია“ მიღწეული. მისი თქმით, ვაშინგტონი მზადაა გარკვეული დათმობებისთვის, თუმცა პრინციპულად მოითხოვს ირანიდან გამდიდრებული ბირთვული მასალის გატანას და მკაცრი ვერიფიკაციის მექანიზმების დანერგვას.ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრთხის ქვეშააექვსკვირიანი საჰაერო იერიშების შემდეგ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის ვადაც ერთ კვირაში იწურება, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ბლოკადა „მიუკერძოებლად აღსრულდება ყველა ერის ხომალდის მიმართ“, რომლებიც ირანულ პორტებში შევლენ ან იქიდან გამოვლენ. თავის მხრივ, ირანის სამხედრო წარმომადგენლობამ აშშ-ის ქმედებას „მეკობრეობა“ უწოდა და რეგიონის ყველა პორტის უსაფრთხოების ხელყოფით დაიმუქრა.პარალელურად, ისრაელი აგრძელებს სამხედრო კამპანიას ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, რასაც თეირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად აფასებს.ფოტო: Reuters
BBC-ის ცნობით, ავსტრალიაში ასობით ავტოგასამართ სადგურზე საწვავის დეფიციტია. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ირანში ომის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით ავსტრალიაში საწვავი მნიშვნელოვნად გაძვირდა. მაგალითად, დიზელის ფასი 85%-ით გაიზარდა.ასობით სადგურზე ბენზინისა და დიზელის მარაგი იწურება, რაც მძღოლების მხრიდან საწვავზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას უკავშირდება.ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე შეზღუდულია საწვავის ერთჯერადი შეძენის მოცულობა, ხოლო სპეციალური ჭურჭლის შევსება, რომლითაც გადააქვთ საწვავი, საერთოდ აკრძალულია. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვნენ და იმაზე მეტი საწვავი არ შეიძინონ, ვიდრე სჭირდებათ.ავსტრალიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ, რეალურად, საწვავის მიწოდება არ შემცირებულა და დეფიციტი პანიკურმა ყიდვამ გამოიწვია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საწვავზე მოთხოვნა დაახლოებით 25%-ით გაიზარდა.ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო ძლიერი იქნება მისი გავლენა. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანას საწვავის საკმარისი მარაგი აქვს.„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო დიდი იქნება მისი გავლენა. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მოვემზადოთ და მაქსიმალურად დავიცვათ ავსტრალიელები უარესისგან“, – განაცხადა ალბანეზემ.მთავრობის განცხადებით, დეფიციტი გამოწვეულია მოთხოვნისა და დისტრიბუციის პრობლემებით და არა მიწოდების შემცირებით.„მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ავსტრალიის ბენზინის, დიზელისა და ნავთობის მარაგი იგივე იქნება, ან, შესაძლოა, მეტიც, ვიდრე ჩვეულებრივ დროს“, – განაცხადა ავსტრალიის ენერგეტიკის მინისტრმა, კრის ბოუნმა.ცნობისთვის, ავსტრალიაში საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე თავდასხმა განახორციელეს და ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა.ავსტრალიის ნავთობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბენზინის ფასი ლიტრზე 238 ავსტრალიურ ცენტამდე ($1.64) გაიზარდა, მაშინ როცა ოთხი კვირის წინ 171 ცენტი იყო. დიზელის ფასი 314.5 ცენტამდე გაიზარდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.1tv.ge
"სტუდენტების მხრიდან ენერგეტიკის მიმართულებით მაღალი ინტერესი ფიქსირდება" - თამარ წერეთელი
"ჩვენს ქვეყანას როგორც ჰიდროენერგეტიკის, ასევე ქარისა და მზის ენერგიის მნიშვნელოვანი რესურსები გააჩნია" - თორნიკე დარჯანია
"ენერგეტიკულ პროექტებში საინვესტიციო ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი" - თორნიკე დარჯანია
დავით ნარმანია: წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას
გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა