საკანონმდებლო დონეზე ვმუშაობთ, რომ 2017 წლიდან სახელმწიფო დაწესებულებებში აუცილებლად დამონტაჟდეს ენერგოეფექტური LED განათებები , – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში განაცხადა, სადაც მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში, „თბილისი – ენერგოეფექტური ქალაქი“ კონფერენცია გაიმართა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება დედაქალაქის ენერგოეფექტურობას ეძღვნება, რაც მისასალმებელია, რადგან ყველაფერი ვითარდება, წინ მიდის. ”ჩვენ ენერგეტიკის მიმართულებით ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ...
Read More »