ტემპერატურის მკვეთრი კლების ფონზე, თურქეთში ბუნებრივი აირის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა, – ამის შესახებ Anadolu წერს. თურქეთის ნედლი ნავთობის და ბუნებრივი გაზის მილსადენების სავაჭრო კომპანიის, BOTAS–ის მონაცემებით, 18 იანვარს, ბუნებრივი აირის მოხმარებამ 274 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. ამ დრომდე, ბუნებრივი აირის მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი 2019 წლის 8 იანვარს აღრიცხეს. მაშინ ქვეყანამ 245 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა.
Read More »