გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი 72.81 დოლარამდე შემცირდა, რაც წინა სავაჭრო მაჩვენებელზე 3.26%-ით ნაკლებია.

როგორც CNN-ი წერს, ფასების შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა.

ირანთან აშშ-სა და ისრაელის ომის პერიოდში, მსოფლიო ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით $118-მდე ავიდა.

ბაზრის მონაწილეები ახლა ირანის გეგმებსა და ჰორმუზის სრუტეს აკვირდებიან, რომელიც მსოფლიოში ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია.

bp.ge