სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, სალომე ჯანელიძე ელექტროენერგეტიკულ სექტორში სიმძლავრის მექანიზმების შესახებ საუბრობს:
„ელექტროსისტემის ოპერირების ფუნდამენტური პრინციპი მოთხოვნისა და მიწოდების მუდმივი თანხვედრაა. სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ელექტროენერგიის შენახვა სირთულესა და მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარება მისი გამომუშავებისთანავე უნდა მოხდეს. ამ ბალანსის დარღვევას შეიძლება ისეთი მძიმე შედეგები მოჰყვეს, როგორიცაა ელექტროსისტემის სრული ჩაქრობა და ინფრასტრუქტურისა და ელექტრომოწყობილობების დაზიანება, რასაც, თავის მხრივ, რთული ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენა აქვს.
ელექტროსისტემაში ბალანსის შენარჩუნება დაელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება სისტემის ოპერატორების ფუნქციაა, თუმცა,ენერგეტიკულ ნაზავში განახლებადი ენერგიის მზარდი წილი მათ ახალ გამოწვევებს უქმნის. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა წარმოების ცვალებადობაა:ელექტროენერგიას მზის პანელები გამოიმუშავებს მაშინ, როდესაც მზე ანათებს, ქარის ტურბინები კი - როდესაც ქარი ქრის. მზისა და ქარის ენერგიის წარმოების არაპროგნოზირებადობა იწვევს როგორც წარმოების დეფიციტურ პერიოდებს, როდესაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, ისე - ჭარბი წარმოებისპერიოდებს, რაც ელექტროსისტემის გადატვირთვას იწვევს. ამასთან, ელექტროსისტემის ოპერატორებისთვის გამოწვევას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ მზის ენერგიის ხელმისაწვდომობის პერიოდი, ხშირ შემთხვევაში, აცდენილია ელექტროენერგიაზე პიკური მოთხოვნის პერიოდს.
ეკონომიკური თეორიის თანახმად, ელექტროენერგიის ფასი ყველაზე ეფექტურიმექანიზმია მიწოდებისა და მოთხოვნისდასაბალანსებლად. დერეგულირებულ ბაზრებზეელექტროენერგიის ფასები განისაზღვრებარეალურ დროში არსებული მოთხოვნა-მიწოდებისსაფუძველზე. ელექტროენერგიაზე პიკურიმოთხოვნისა და არასაკმარისი მიწოდებისპერიოდებში ელექტროენერგიის ფასი მკვეთრადიზრდება, რასაც პიკური ფასდადება ეწოდება.მაღალი ფასი, თავის მხრივ, სიგნალს აწვდისმომხმარებელს, რომ შეამციროსელექტროენერგიის მოხმარება და ამგვარად ხელსუწყობს სისტემის დაბალანსებასმარეგულირებლების ჩარევის გარეშე. ამავდროულად, პიკური ფასდადებამნიშვნელოვანი ინდიკატორია ინვესტორებისთვის. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრებზე ფასი, ჩვეულებრივ, ვერ უზრუნველყოფს კაპიტალურიდანახარჯების ანაზღაურებას იმელექტროსადგურებისთვის, რომლებსაც შედარებით მაღალი ზღვრული დანახარჯები აქვთ. სწორედ პიკური ფასები აძლევს საშუალებას ისეთმწარმოებლებს, რომლებსაც მაღალი ზღვრულიდანახარჯები აქვთ, დაფარონ კაპიტალურიდანახარჯები. პიკური ფასდადების მაგალითიატეხასის 2021 წლის კრიზისი, როდესაც ერთი მეგავატ-საათი ელექტროენერგიის ფასი ოთხიდღის განმავლობაში 9,000 აშშ დოლარი იყო.
მიუხედავად პიკური ფასდადების ეფექტურობისა, მას უარყოფითი მხარეებიც აქვს. ელექტროენერგიაზე ფასების მკვეთრ ზრდას, თუნდაც მოკლე პერიოდით, შესაძლოა მოჰყვეს მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები. სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფისა და ელექტროსისტემის სრული ჩაქრობის თავიდან ასარიდებლად, ბევრი ქვეყნისთვის პიკური ფასდადების უფრო მისაღები ალტერნატივა სიმძლავრის მექანიზმებია. განსხვავებით ენერგიის ბაზრებისგან, სადაც ელექტროენერგიის მწარმოებლები ანაზღაურებას იღებენ გამომუშავებული ელექტროენერგიისთვის, სიმძლავრის ბაზრებზე მწარმოებლებს ასევე აუნაზღაურდებათ ხელმისაწვდომი სიმძლავრე, რომელიც, შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის საწარმოებლად. შედეგად, სისტემის ოპერატორს ყოველთვის მიუწვდება ხელი გარანტირებულ სიმძლავრეზე პიკური დატვირთვის დასაკმაყოფილებლად.
სიმძლავრის მექანიზმების ყველაზე გავრცელებული სახეებია სიმძლავრის ბაზრები და სტრატეგიული რეზერვები. სიმძლავრის ბაზარი გულისხმობს სისტემის ოპერატორის მიერ ცენტრალური აუქციონის ჩატარებას წინასწარ განსაზღვრული ოდენობის სიმძლავრის შესასყიდად. ელექტროენერგიის მიმწოდებლების აუქციონზე განათავსებენ წინადადებებს, გამარჯვებულები კი იღებენ სტაბილურ შემოსავალს შეთავაზებული სიმძლავრისთვის. რაც შეეხება სტრატეგიულ რეზერვებს, წინასწარ განსაზღვრულ სიმძლავრეზე ფორმდება ხელშეკრულებები სისტემის ოპერატორსა და ელექტროენერგიის მწარმოებლებს შორის. სტრატეგიული რეზერვების ამოქმედება ხდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს წარმოების დეფიციტი ან ორგანიზებულ ბაზრებზე ენერგიის ფასი გარკვეულ ზღვარს სცდება.
სიმძლავრის მექანიზმების ამოქმედებისშესაძლებლობა გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობითაც, რომლებიც საშუალებას აძლევს წევრ ქვეყნებს, თავად განსაზღვრონ სიმძლავრის მექანიზმების აუცილებლობა რესურსების ადეკვატურობის შეფასების საფუძველზე, რომელიც ხორციელდება როგორც ევროპის მასშტაბით, ასევე - ეროვნულ დონეზე. თუმცა, რადგან სიმძლავრის მექანიზმი წარმოადგენს ბაზრების ფუნქციონირებაში ხელოვნურ ჩარევას, მიიჩნევა, რომ იგი ხელს უშლის კონკურენციის განვითარებას და ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლას. ამიტომ, 2019 წელსევროკავშირში მიღებული „სუფთა ენერგიის პაკეტით“ განისაზღვრა, რომ ევროკავშირში სიმძლავრის მექანიზმები წარმოადგენს დროებით ღონისძიებას რესურსების ადეკვატური დონის უზრუნველსაყოფად და მათი გამოყენება დასაშვებია ბოლო ალტერნატივის სახით, თუ საბაზრო ღონისძიებების განხორციელება არ არის საკმარისი ადეკვატურობის პრობლემების გადასაჭრელად. სიმძლავრის მექანიზმის შემოღებამდე, წევრ ქვეყნებს აქვთ გარკვეული ზომების მიღების ვალდებულება. კერძოდ, წევრმა ქვეყნებმა უნდა შეაფასონ ის მოქმედი რეგულაციები, რომლებიც ამახინჯებს ბაზარს და ხელს უწყობს არასაკმარისი სიმძლავრის ხელმისაწვდომობის რისკს. ამასთან, ენერგეტიკული ტრანზიციის მიზნებიდანგამომდინარე, ევროკავშირის რეგულაციებით გათვალისწინებულია ნახშირორჟანგის ემისიების ლიმიტი, რომელსაც შეიძლება აფრქვევდეს სიმძლავრის მექანიზმში მონაწილე ელექტროენერგიის მწარმოებელი.
ევროპული მიდგომა გარკვეულწილად შეიცვალა 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდგომ განხორციელებული ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმით და სიმძლავრის მექანიზმები, ნაცვლად ბოლო ალტერნატივის მექანიზმისა, გახდა ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურული ელემენტი. ამასთან, ახალი რეგულაცია ყურადღებას ამახვილებს წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურების ნაცვლადმოქნილობის ისეთი საშუალებების გამოყენებაზე, როგორიცაა მოთხოვნის მართვა და ელექტროენერგიის შენახვა.
მოთხოვნის მართვა გულისხმობს მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას ან გაზრდას სისტემის საჭიროებისამებრ,გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ. მოთხოვნის მართვის მექანიზმი სიმძლავრის მექანიზმზე უკეთესად ასახავს მომხმარებელთა საჭიროებებს და ხელს უწყობს ბაზრის ეფექტიანობას. მოთხოვნის მართვისთვის განსაკუთრებულად ეფექტურია ისეთიაგრეგირებული რესურსების გამოყენება როგორიცაა ელექტროტრანსპორტი, გათბობისა და გაგრილების სისტემები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელთა ჩართვა-გამორთვა შესაძლებელია დისტანციურად, სისტემის საჭიროების შესაბამისად. თუმცა, აღნიშნული პოტენციალის ასათვისებლად აუცილებელიაროგორც სათანადო ტექნიკური უზრუნველყოფა,როგორიცაა „ჭკვიანი“ ტექნიკა და მრიცხველები, ისე - ფინანსური წახალისების მექანიზმების სწორად შემუშავება, რათა მომხმარებლებმა საჭიროების გარეშე არ გაზარდონ თავიანთი მოხმარება, შემცირების სანაცვლოდ ანაზღაურების მისაღებად.
სიმძლავრის მექანიზმებისადმი ევროკავშირის მიდგომის ბოლოდროინდელი ცვლილება ასახავს სისტემის სტაბილურობისა და ეფექტიანობის მნიშვნელობას თანამედროვე ენერგეტიკულ ლანდშაფტში. ენერგეტიკული ტრანზიციის პირობებში საიმედო, მდგრადი და ხარჯეფექტიანი ელექტროსისტემის ფუნქციონირებისთვისაუცილებელია ისეთი მდგრადი ღონისძიებებისგანხორციელება, როგორიცაა საბაზრო მექანიზმები და მოქნილობის მომსახურებები“.