რამდენიმე წელში მზე და ქარი ენერგიის დომინანტური წყარო იქნება, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გრძელვადიან პერსპექტივაში განახლებად ენერგიებზე გადასვლა, ქვეყანას ეკონომიკურ მდგრადობას მოუტანს.

"რამდენიმე წელში მზის და ქარის ენერგია საერთო კალათაში ყველა განახლებადი ენერგიის წვლილს გადაასწრებს. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს - მზის და ქარის ენერგიის დამონტაჟება, ექსპლუატაცია, თუ სხვა ხარჯი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სხვა ტრადიციული განახლებადი ენერგიის წყაროები. ჩვენს ქვეყანაში სხვა მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ჰიდროელექტრო სადგურების თვალსაზრისით -  მსოფლიოში ყველა ქვეყანამ აღნიშნული მიმართულება აითვისა. ერთადერთი გამოსავალი რჩება, რომ მზის ენერგია ავითვისოთ, რომელიც ენერგიის უშრეტი წყაროა, სხვა წყაროებთან შედარებით. 

განახლებადი ენერგიის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ამოუწურავია და მასზე დაყრდნობა შესაძლებელია. გრძელვადიან პერსპექტივაში განახლებად ენერგიებზე გადასვლა ზოგად ეკონომიკურ, ანუ ფასების მდგრადობას მოიტანს. გარდა ამისა, მეორე უპირატესობა არის გარემოზე ნაკლები ზემოქმედება. განახლებადი ენერგიის წყაროები მინიმალურად ზემოქმედებენ გარემოზე და არ ხდება კლიმატის ისეთი მკვეთრი ცვლილება, როგორსაც სხვა ტრადიციული ენერგიის წყაროები იწვევს", - აცხადებს თორნიკე დარჯანია. 

bp.ge