ალტერნატიული ენერგია

მზის ენერგიას ნეგატიური მხარეც აქვს

ენერგეტიკულ სექტორში, სადაც საუკუნეზე მეტია გარემოს დამაბინძურებლები დომინირებენ, შედარებით მცირე მზის ენერგიის ინდუსტრია ნათელი წერტილია. თუმცა, მას ნეგატიური მხარეც აქვს. მოკლედ რომ ვთქვათ, სიტუაციას ჩინეთის პოლიცილიუმის ბაზარზე დომინირების მცდელობები ართულებს, რომელიც სილიკონის უჯრედების შესაქმნელად გამოიყენება, რაც მზის სხივებს ინერგიად გარდაქმნის. მზის ენერგიის ეთიკურ დილემას სწორედ ჩინეთში წარმოებულ პოლიციულმთან ვაწყდებით. გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმის Horizon Advisory-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ჩინეთის პოლიცილიუმის ძირითადი ...

Read More »

HELIOS ENERGY სათავო ოფისს ZERO ENERGY HOUSE კონცეფციით ააშენებს

Helios Energy სრულიად ენერგოდამოუკიდებელი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ამ მიზნით კომპანიამ ნაძალადევის რაიონში უკვე შეიძინა ამორტიზებული შენობა, სადაც სათავო ოფისთან ერთად საწყობიც მოეწყობა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა,  შენობა აბსოლუტურად ენერგოდამოუკიდებელი იქნება და თავიდან ბოლომდე მზის ენერგიაზე იმუშავებს. „გვინდა მაგალითი შევქმნათ, რომ Zero Energy House-ის მშენებელობა საქართველოშიც შესაძლებელია და ეს ყველას გავუზიაროთ. ამ ეტაპზე ვეძებთ კომპანიას, რომელიც დაგვეხმარება მშენებლობის ...

Read More »

რატომ ვერ უწევს სერიოზულ კონკურენციას “მწვანე” ენერგია ნახშირს?

“მწვანე” ენერგია, მიუხედავად მნიშვნელოვანი წარმატებისა, მაინც ვერ უწევს ნახშირს ღირებულ კონკურენციას, აღნიშნავს ქვანახშირის მომპოვებელი პოლონური კომპანიის Weglokoks– ის აღმასრულებელი დირექტორი იირი პოდსლიადო. რატომ ხდება ასე? ქვანახშირზე მომუშავე ენერგია პრიორიტეტად რჩება მწვანე ალტერნატივებთან შედარებით, რადგან უფრო იაფია ელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის მხრივ. ქვანახშირზე ან ყავისფერ ნახშირზე გენერირებული ელექტროენერგიის ღირებულება მინიმუმ 1,9 ჯერ იაფია მზის მიერ გამომუშვებულ ელექტროენერგიაზე და 1.3 ჯერ იაფია ...

Read More »

HELIOS ENERGY მზის ელექტროსადგურების დამონტაჟების მასშტაბურ პროგრამას იწყებს

Helios Energy მზის ელექტროსადგურების დამონტაჟების მასშტაბურ პროგრამას იწყებს, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ განუცხადა. მისი თქმით, პროექტის მიზანია რაც შეიძლება მეტი მოქალაქე თუ მეწარმე გახდეს ენერგოდამოუკიდებელი. „მზის ელექტროსადგურის დასამონტაჟებლად, საჭიროა ორი მოთხოვნის დაკმაყოფილება, საწარმოს უნდა ჰქონდეს თვეში 7000 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარება და სასურველია სახურავი იყოს სამხრეთისკენ მიმართული მინიმუმ 10%-იანი დახრით. რაც მთავარია, ელექტროსადგურის დამონტაჟება უფასოა. მომხმარებელს შეუძლია ...

Read More »

ჰელიოთერმული ტბები

მზის ენერგეტიკის ერთ-ერთი სახეა “მზის მარილიანი ტბორი”, რომელიც ჰელიოტექნიკისა და ჰიდროტექნიკის კომბინაციას წარმოადგენს. მზის ტბორი წარმოადგენს მრავალშრიანი სტრუქტურის მქონე რამდენიმე მეტრის სიღრმის პატარა ავზს. ზედა  კონვექციის ფენა მტკნარი წყალია; მის ქვევით არის გრადიენტული ფენა, რომლის მარილის კონცენტრაცია ქვევით თანდათან იზრდება; ყველაზე ქვევით არის ძლიერი მარილხსნარის ფენა. ფსკერი და კედლები დაფარულია შავი მასალით სითბოს შთანთქმის მიზნით. გაცხელება ხდება ქვედა ფენაში, რამდენადაც ...

Read More »
ჩილეში მზის ენერგიის ჭარბი გამომუშავების გამო, მისი ტარიფი განულდა

ლიეტუვური კომპანია თბილისში მზის ელექტროსადგურს ააშენებს

ლიეტუვას ერთ-ერთმა უმსხვილესმა მზის ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანიამ Saulės grąža-მა, რომელიც ლიეტუვას გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, საქართველოს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სააგენტოსთან ხელშეკრულება დადო. ხელშეკრულების თანახმად თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აშენდება მზის ელექტროსადგური. პროექტის მიზანია მზის ელექტროენერგიის გამოყენების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება. ამავდროულად, ლიეტუვის პროექტის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება და განახლებადი ენერგიის წარმოების სფეროში კომპეტენციების გადაცემა. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება ...

Read More »

ავსტრალიაში მსოფლიოში უდიდესი მზის ელექტროსადგური აშენდება

მსოფლიოში უდიდესი მზის ელექტროსადგური ავსტრალიაში აშენდება, საიდანაც ენერგია წყალქვეშა კაბელით სინგაპურში წავა. შერჩეულია კონკრეტული ადგილიც. პროექტი, სახელად Australia–ASEAN Power Link-ი 20 მილიარდ ავსტრალიურ დოლარად არის შეფასებული და ის ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე აშენდება, ქალაქ დარვინსა და ალის-სპრინგსს შორის. 10-გიგავატიანი სადგურის მზის ფოტოელემენტები დაახლოებით 20 000 საფეხბურთო სტადიონის ზომის ტერიტორიაზე გადაიჭიმება. გამომუშავებული ელექტროენერგიის ტრანსპორტირება ავსტრალიიდან ძალიან, ძალიან შორს მოხდება. ელექტროსადგური იმდენად დიდი ...

Read More »

TOP-20 ინვესტორი, რომელმაც საქართველოში ენერგეტიკაში ფული ჩადო

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით. ჯამურად, ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი – ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობაა

21 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) ორგანიზებით ონლაინ ფორმატში გაიმართა მაღალი დონის პოლიტიკის დიალოგი და ,,საქართველოს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის საგზაო რუკის“ ოფიციალური პრეზენტაცია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის მიერ შემუშავებული „საგზაო რუკა საქართველოსთვის“ წარმოადგენს ენერგოსექტორის დაგეგმვის ინსტრუმენტს, რომლის ...

Read More »

თურნავა – ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს მწვანე ენერგეტიკა

„ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ძალიან სერიოზული ამოცანა, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში უდგას და ამ საკითხის უდიერად მოხსენიება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე დასმულ შეკითხვას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ დასვა სწორი და კორექტული შეკითხვა ამ თემაზე. ჩვენ გვაქვს 6-7 მარეგულირებელი სადგური, რომელსაც გააჩნია წყალსაცავი და ...

Read More »