ბეიბი ქალმი მცენარეული წვეთებია ჩვილებისთვის, რომლებიც განკუთვნილია კოლიკებისა და საჭმლის მონელების პრობლემების მოსახსნელად. ჩვილებს ხშირად აწუხებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა გაზების დაგროვება, მუცლის შებერილობა და სპაზმური ტკივილები.

ეს პრობლემები ხშირად იწვევს ბავშვის გაღიზიანებასა და ძილის დარღვევას, რაც მშობლებისთვის რთულ ფაზას წარმოადგენს. ამ დროს მხოლოდ დიეტური ცვლილებები არ არის საკმარისი და საჭიროა დამატებითი დამხმარე საშუალებები.

სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ბეიბი ქალმის გამოყენება შეგიძლიათ, თუკი პატარას აწუხებს შემდეგი ჩვენებები:

  • სპაზმური ტკივილები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (ახალშობილთა კოლიტები);
  • საჭმლის მონელების გაძნელება;
  • ყაბზობის ელემენტები;
  • ხშირი ამოქაფება და/ან ღებინება;
  • ძილის დარღვევა ახალშობილებში.

ბეიბი ქალმის შედგენილობაში არ შედის შაქარი, ალკოჰოლი, კონსერვანტები და საღებავები, რაც მას უსაფრთხოს ხდის ჩვილებისთვის. მისი გამოყენების შედეგად გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა, თუმცა ალერგიული რეაქცია შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობას ავლენს.

ბეიბი ქალმი მცენარეული კომპონენტებითაა ფორმულირებული, რომლებიც ნატურალური გზით ამცირებენ გაზებს, არეგულირებენ საჭმლის მონელებას და ხელს უწყობენ ბავშვის სიმშვიდეს.

კამის ზეთი მიიღება მცენარის მარცვლებისგან და ანეიტრალებს აირებს, არეგულირებს მონელების პროცესს. ეს ზეთი ეფექტურია ყველა იმ პრობლემის წინააღმდეგ, რაც ჩვილს შეიძლება აწუხებდეს -

აირების დაგროვების, მუცლის შებერილობის, ნაწლავური სპაზმების და შეკრულობის ჩათვლით.

კიდევ ერთი შემადგენელი კომპონენტია ანისულის ზეთი, რომელიც ამ მცენარის ხმელი ნაყოფისგან მიიღება. ის ასტიმულირებს მონელების პროცესს, ხსნის სპაზმებს ნაწლავებში და აქვს როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ისე ანტისეპტიკური მოქმედება.

რაც შეეხება პიტნის ზეთს, რომელიც მთლიანი მცენარისგან მიიღება - ის არის ძლიერ ზემოქმედების მქონე მთელ მომნელებელ ტრაქტზე და აქვს სპაზმოლიზური მოქმედება. პიტნის ზეთი ხსნის კოლიკებს, აქვს ამოქაფების და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

ბეიბი ქალმის გამოყენება და შეძენა, პსპ-ს სააფთიაქო ქსელში, რეცეპტის გარეშეა შესაძლებელი. თუმცა, როცა საქმე ჩვილებს ეხება, ყოველთვის მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაციის გავლა.