"ბოლო წლების განმავლობაში, მზის ენერგიის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდია, თუმცა რეალიზებული დიდი ზომის მზის ენერგიის სადგურები, ქსელზე მიერთებული ისევ არ არის და ბალანსში ვერ ვხედავთ", - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ასოცირებულმა მკვლევარმა, ანდრო თვალიაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
ანდრო თვალიაშვილის ინფორმაციით, ინვესტორმა მზის ენერგიის დაინტერესების დროს, ყურადღება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაამახვილოს.
"გლობალურ ტენდენციებში კარგად ჩანს, რომ დაახლოებით, 2010 წლიდან მზის სადგურების დადგმულ სიმძლავრეში საკმაოდ ზრდაა, კერძოდ, 2024 წლისთვის დადგმული სიმძლავრის კუთხით, რომ ვიმსჯელოთ გლობალურად ყველაზე დიდი სიმძლავრე მზის ენერგიას აქვს.
საქართველოს მიმართულებით, რომ ვისაუბროთ ინტერესს რამდენიმე მიმართულებით ვაფასებთ... ინვესტორმა ინტერესის გამოხატვისას ყურადღება უნდა გაამახვილოს მიწის შერჩევასა და მფლობელობაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ფაქტორი გათვალისწინებული უნდა იყოს, რადგან ხშირად მიწების არაფორმალური გამოყენება ხდება, ასევე ვადაა მნიშვნელოვანი, ზოგჯერ, სხვადასხვა, მიზეზის გამო პროექტის განხორციელების ვადა ჭიანურდება. ჩვენი სამიზნე აუდიტორია ინვესტორები არიან, კერძოდ, იმ ფინანსურ შედეგამდე უნდა მივიდეთ, რასაც ჩვენი გათვლებით, საქართველოში დიდი ზომის მზის სადგურები დადებენ. ინვესტორის კუთხიდან, თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალია ტარიფი კარგია, მაგრამ ვფიქრობ, 5.6 ცენტი საკმარისია იმისთვის, რომ დაახლოებით 8 წელი უკუგების პერიოდი იყოს, ასევე სხვა ფინანსური მაჩვენებლებიც დამაკმაყოფილებელი გახდეს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ბაზარზე დინამიკას რეალურად ვუყურებთ და ვცდილობთ - არსებულ კითხვებს ვუპასუხოთ", - აღნიშნავს ანდრო თვალიაშვილი.
bp.ge