ენერგომატარებლებზე მოთხოვნა არასტაბილური რჩება

ოპეკის პრეზიდენტმა მოუწოდა არ იჩქარონ ნავთობის მოპოვების გაზრდა. “ოპეკის ქვეყნები მომავალი წლიდან არ უნდა ჩქარობდნენ ნავთობის მოპოვების გაზრდას, როდესაც ენერგომატარებლებზე მოთხოვნა არასტაბილური რჩება.” ამის შესახებ განაცხადა ოპეკის პრეზიდენტმა და ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელმაჯიდ ატარმა.

“მიუხედავად დადებითი ნიშნებისა და ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ხელსაყრელი სცენარის მიხედვით, აპრილის თვეში ჩვენ შევძლებთ 2 მილიონი ბარელის მოპოვებას დღე/ღამეში. მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი”. განაცხადა ოპეკის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყონ, რომ მსოფლიოში ნავთობის მარაგები განაგრძობდნენ შემცირებას.

პოზიცია