შიდა ქართლში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.

2020 წელს საპროექტო სამუშაოები განხორციელდა და მშენებლობა მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტის 4 დასახლებულ პუნქტში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 72 408 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1441 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.ამჟამად, დასრულებულია 3 მუნიციპალიტეტის 6 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში აშენდა 34 166 გრძივი მეტრი გაზსადენი და 606 აბონენტს საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

2013 წლიდან – დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა 4 მუნიციპალიტეტის 138 სოფელში. სამუშაოების შედეგად აშენდა 1 206 445 გრძივი მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდა 29 976 აბონენტი

პოზიცია