ევროკავშირს სურს სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გაფართოვების შესაძლებლობის შესწავლა

ევროკავშირს სურს შეისწავლოს სამხრეთ გაზსადენის დერეფნის გაფართოების შესაძლებლობა. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარელიმ განაცხადა

გაზსადენი გათვლილია აზერბაიჯანიდან ევროკავშირში, დასავლეთ ბალკანეთში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე.

დეკემბრის ბოლომდე, შაჰ დენიზის საბადოდან აზერბაიჯანული გაზი უნდა მიეწოდოს ევროპელ მომხმარებლებს საბერძნეთსა და იტალიაში TAP მილსადენით, რომელიც სამხრეთ გაზსადენის დერეფნის ბოლო სეგმენტია. 2021 წელს აზერბაიჯანის გაზს მიიღებს ბულგარეთი, საბერძნეთი-ბულგარეთის უდამაკავშირებელი სადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.

ევროპის რიგი ქვეყნები (ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში) უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ აზერბაიჯანთან ბუნებრივი არის შეძენისასტან დაკავშირებით. TAP მილსადენის გაფართოება, რომლის მოცულობა ამჟამად 10 მილიარდი კუბური მეტრია, მიმდინარე ათწლეულის შუა პერიოდისთვის აღნიშნული მოცულობის გაორმაგებაა ნავარაუდები.

პოზიცია