„ელექტროენერგიის სუბსიდირების ტენდეცია თუ სამომავლოდ გაგრძელდა, ეს მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომელიც შევარდნაძეს პერიოდში გვქონდა“

„ელექტროენერგიის სუბსიდირების ტენდეცია თუ სამომავლოდ გაგრძელდა, ეს მიგვიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომელიც შევარდნაძეს პერიოდში გვქონდა“, – განაცხადა ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ მთავრობის მიერ ელექტროენერგიის სუბსიდირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიის სუბსიდირება მის დეფიციტს გამოიწვევს.

„ენერგო სექტორის დახმარება და მისი ბიუჯეტზე ჩამოკიდებას თუ სამომავლოდაც გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დარგი გახდება დეფიციტური და ელექტროენერგიის სექტორი, რომელიც ერთ დროს იყო ეფექტიანი, შეიძლება გახდეს არაეფექტიანი და გახდეს დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო შევარდნაძის დროს, როდესაც ელექტროენერგიის განაწილებასა და მიწოდებაზე იყო სერიოზული შეზღუდვები.“- აღნიშნავს აკაკი ცომაია.

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის შემდეგ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაასუბსიდიროს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, კერძოდ, სხვაობას არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის, ხოლო კომპანიების შემთხვევაში მთავრობა დაუსუბსიდირებს ნაზარდ ტარიფს ანუ დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას 50%-ით. სუბისდიისთვის ჯამში 165 მლნ ლარი გამოიყოფა.

პოზიცია