აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა TAP გაზსადენით გაზის ექსპორტის ყოველდღიური მოცულობა დაასახელა

2020 წლის ბოლოს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი 16,9% -ით გაიზარდა და 13,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა თქვა ონლაინ ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა 2020 წლის შედეგებს და რომელსაც თავმჯდომარეობდა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

მისი განცხადებით, ამ ზრდის ძირითადი მიზეზი სამხრეთ გაზის დერეფანი იყო: ”2020 წლის 31 დეკემბრიდან პირველად დაიწყო კომერციული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში ტრანს-ადრიატიკის გაზსადენის (TAP)-ის მეშვეობით”.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ყოველდღიურად 10,5 მილიონი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი გადის იტალიაში, 2 მკმ საბერძნეთში და 1 მკმ ბულგარეთში.

პოზიცია