Author Archives: admin

საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

როგორ დგინდება საწვავის ფასი საქართველოში?

საწვავის და ზოგადად ენერგომატარებლების ფასი ყოველთვის მნიშვნელოვან სოციალურ სა­კითხს წარმოადგენს. ამჟამად საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ერთი ლიტრი რეგულარის მარკის ბენზინი 3.04-3.10 ლარის ფარგლებში იყიდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საწვავის ადგილობრივი ღირებულება 45%-ით არის გაზრდილი, რასაც გარკვეული სოციალური პროტესტიც მოჰყვა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის თანახმად, საწვავის საცალო ფასთან ერთად, გაზრდილია სახელმწიფოსთვის მისა­წოდებელი ბენზინის ღირებულებაც, რომლის ფასიც სატენდერო პირობების თანახმად ...

Read More »

ნედ პრაისი – რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს

რუსეთი თუ უკრაინაში შეიჭრება, აშშ იმუშავებს გერმანიასთან, რათა უზრუნველყოს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი წინ ვეღარ წავიდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „დეტალებში არ შევალ. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ის წინ არ წავიდეს“, – განაცხადა პრაისმა, თუმცა არ დაუზუსტებია, თანახმაა თუ არა გერმანია ამ ნაბიჯზე. ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ამ ...

Read More »
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სს "სართიჭალა გაზს" რეკომენდაციით მიმართვას

აისახა თუ არა პანდემია და ახალ საბაზრო სტრუქტურებზე გადასვლა ენერგორესურსების მომხმარებლებზე

რა ზემოქმედება მოახდინა მომხმარებელთა მომსახურებაზე პანდემიამ და როგორ არის დაცული მომხმარებელთა უფლებები პანდემიისა და ახალ საბაზრო სტრუქტურებზე გადასვლის პირობებში — ამ და სხვა თემებზე რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პანდემია სექტორზე ძალიან მწვავედ აისახა თუმცა ენერგოომბუდსმენის სამსახური ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომხმარებელთა ინტერესებზე პანდემია არ ასახულიყო. „ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისთვის, ჩვენთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, გვემართა პანდემიურ რეჟიმში ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: საქართველოში უნდა იყოს ისეთი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ და ხარისხიან ელექტრომომარაგებას

გასული საუკუნის 90-იანი წლების უმძიმესი გამოწვევების შემდეგ საქართველოს ენერგოსექტორმა დიდი გზა გაიარა იმ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ და ამ გზის მთავარ ლოკომოტივად ენერგეტიკოსები სწორ სატარიფო პოლიტიკას ასახელებენ. „უფასო დენი, გაზი და წყალი!“ – ასეთი დაპირება რომ აბსურდულია და რომ ქვეყანაზე უფასო არაფერია, საზოგადოება დიდი ხანია თანხმდება. თუმცა, კვლავაც გვხვდება მოსაზრებები, რომ კომუნალური ტარიფები „უნდა განახევრდეს“. რა არის ზოგადად ტარიფი, რა ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 27 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იმედაშვილის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, გაგარინის, ვაზისუბნის, ისაკაძის, შარტავას, სახოკიას და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის რაიონი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხორავას, ყაზბეგის, ჯანაშიას, სვანიძის, მელიქიშვილის, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ...

Read More »

კლების შემდეგ, აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 91 აშშ დოლარს კვლავ გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,31%-ით, 2,06 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 91,16 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

Bank of America-ის პროგნოზით, 2022 წლის შუა რიცხვებში Brent მარკის ნავთობის ფასი 120 დოლარი იქნება

Bank of America-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პროგნოზი Brent მარკის ნავთობის ფასთან დაკავშირებით 2022 წლის შუა რიცხვებისთვის 120 დოლარის ოდენობით ბარელზე. ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბანკის ანალიტიკოსები მიუთითებენ ნავთობის მოპოვების სიმძლავრის შემცირებაზე, დაბალ მარაგებზე და მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე უკრაინაში. ამასთან ისინი აფრთხილებენ, რომ ნავთობი საჭიროებს აშშ დოლარის კურსის შემცირებას, რათა შენარჩუნდეს 100 დოლარზე ზევით ბარელზე. Brent მარკის ...

Read More »

ენერგეტიკის „გამწვანება“ მსოფლიოს 275 ტრილიონი დოლარი დაუჯდება

კონსალტინგურ კომპანია „მაკკინსის“ ანალიტიკოსების მიერ შესრულებული კვლევის მიხედვით, ენერგიის ორგანულიდან განახლებად წყაროებზე გადასვლა, მსოფლიოს 2050 წლამდე პერიოდში, დახლოებით 275 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ეს კი მსოფლიო მშპ-ის დაახლოებით 7.5 პროცენტია. „ჩვენ მიერ შესრულებული კვლევა ცხადყოფს, რომ 2021-დან 2050 წლამდე პერიოდში, მსოფლიოს დაახლოებით 275 ტრილიონი დოლარი დასჭირდება იმისთვის, რომ ორგანულიდან განახლებად წყაროებზე გადასვლის ხარჯები დაფაროს. ეს კი წლიურად 9.2 ტრილიონი დოლარის ტოლფასია“, ...

Read More »

რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, აშშ ევროპას გაზით უზრუნველყოფას ჰპირდება

აშშ-ს ადმინისტრაცია მზადაა უზრუნველყოს ევროპის ქვეყნებისთვის ალტერნატიული გაზის მიწოდება, თუკი ამას სიტუაცია მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ Bloomberg იტყობინება, აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელის სიტყვებზე დაყრდნობით. „აშშ მიაწვდის ევროპას ალტერნატიულ ბუნებრივ აირს საჭიროების შემთხვევაში“, – წერს სააგენტო. კერძოდ, აღნიშნული მიზნით, ვაშინგტონი ინარჩუნებს კონტაქტებს თხევადი გაზის მწარმოებლებთან და განიხილავს იმ კომპანიების შესაძლებლობებს, რომლებსაც შეუძლიათ დიდი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდების ორგანიზება. Bloomberg აღნიშნავს, რომ ხსენებულს ...

Read More »
აზერბაიჯანში ქარის ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში

უქარო ამინდის გამო ევროპაში ელექტროენერგიის საბითუმო ფასი გაორმაგდა

ქარის არარსებობის გამო, დიდი ბრიტანეთი იძულებულია კვლავ დაუბრუნდეს ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პიკის დასაფარად. ქვანახშირზე მომუშავე თითოეული მეგავატი კი ბრიტანეთის მთავრობას 5000 დოლარზე მეტი უჯდება. GB Grid-ის ინფორმაციით, ქარის ელექტროსადგურების საათობრივი სიმძლავრე 20 იანვარს 11-13 გვტ-ს აღწევდა, 24 იანვარს კი – 1 გვტ-მდე დაეცა. ქვეყანაში “მწვანე ენერგეტიკის” სიმძლავრეების შემცირების გამო საჭირო გახდა გაზისა და ქვანახშირის მოხმარების გაზრდა. ამ უკანასკნელის ...

Read More »
Menu Title