სახელმწიფო საწარმოს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) გენერალურ დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა.
როგორც სახელმწიფო კომპანიის ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლიდან 2025 წლამდე ზარდიაშვილი მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას.
ზარდიაშვილი იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ასევე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2007-2010 წლებში ქ. თბილისის მერიაში იკავებდა სხვადასხვა მმართველობით პოზიციას.